უილ სმიტის ცნობილი გამონათქვამები, რომლებსაც შეუძლიათ თქვენში შთაგონების გაღვიძება


ჩვენ ბევრი გვსმენია ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებსაც თავიანთ საქმეში ბადალი არ ჰყავთ და ისინი საკუთარი წარმატებით პროფესიონალიზმის „გურუებად“ გვესახებიან. მაგრამ ცოტა გაგვიჭირდება იმ ადამიანთა ჩამოთვლა, რომლებმაც რამდენიმე სფეროში თანაბარ წარმატებას მიაღწიეს. 

უილ სმიტი - ამ ადამიანის ცხოვრება ჩვენს გულებში მხოლოდ კეთილ შურს აღვივებს. მან შეძლო სატელევიზიო, მუსიკალური და კინოინდუსტრიის დაპყრობა, თანაც ისე, რომ ვერ გამოარჩევ სად უფრო უკეთესი იყო. თავისი პიროვნული თვისებებით ყველგან ახერხებდა ჩვენი გულის მოგებას. მისი ცხოვრება სულ ბედნიერი მომენტებით არ ყოფილა სავსე, მაგრამ სირთულეების გადალახვის გარეშე ასეთ წარმატებებს ვერ მიაღწევდა.

 

წარმოგიდგენთ უილ სმიტის ცნობილ გამონათქვამებს, რომლებიც დაგეხმარებათ შთაგონების პოვნაში.

●ყოველ დღე იმ იმედით ვდგები, რომ დღევანდელი დღე გუშინდელზე უკეთესი იქნება.

●როდესაც მარტო ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ. შენ იმდენად ძლიერი ხარ, რომ შეგიძლია დაუცადო მას, ვისაც ნამდვილად იმსახურებ.

●შიში არ არის რეალური. ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება, რომ იგი ადგილს იკავებდეს, მომავალზე ფიქრია. ის ნაყოფია ჩვენი წარმოსახვის, რომელიც რეალურად არ არსებობს და ვერც იარსებებდა. ნუ შემეწინააღმდეგებით, საფრთხე შეიძლება იყოს რეალური, მაგრამ შიში ეს თქვენი არჩევანია.

●ფული და წარმატება არ ცვლის ადამიანებს. უბრალოდ ისინი ნელ-ნელა მჟღავნდებიან.

●ცხოვრება - ზღვარზე ყოფნაა!

●მე არ ვიცი ჩემი მოწოდება რა არის, მაგრამ მე ვიცი იმ დიდი მიზეზის შესახებ, რატომაც აქ ვარ. მე ვიბრძოლებ იმ ადამიანთა მსგავსად, რომლებსაც ოდესღაც უცხოვრიათ.

●თუ შენ არ იბრძოლებ იმისათვის, რაც გსურს, მაშინ არ იტირო იმის გამო, რასაც დაკარგავ.

●იოცნებეთ და შეძელით, თქვენი ყველა შთაგონება რეალობად აქციოთ.

| გააზიარე
მოგწონთ?