ვისწავლოთ სხეულის ენა - ლიდერების საიდუმლო!


ჩვენი სხეულის ენა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღგვიქვამენ ჩვენ სხვა ადამიანები. ამავე დროს, მას ჩვენს თვითაღქმაზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. ის ახდენს გავლენას ჩვენს გრძნობებზე, აზრებზე და  ფიზიოლოგიაზეც. 

სოციალური ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ძალაუფლების გამომხატველი პოზების მიღება (პოზები, რომლებიც გამოხატავენ თავდაჯერებულობას, მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა თავდაჯერებული), ზემოქმედებს ტესტოსტერონისა და კორტიზოლის დონეებზე ჩვენს ტვინში, რომელმაც შესაძლოა, ჩვენი წარმატების ალბათობაც კი გაზარდოს. ძალაუფლებისა და დომინანტურობის გამომხატველი არავერბალური გამოხატულებები ცხოველთა სამყაროში სხეულის გაშლას, განვრცობას გულისხმობს. ასევე ხდება ადამიანებშიც: შენ ფართოდ იწელები, იშლები და ცდილობ დაიკავო უფრო მეტი სივრცე არსებითად, უფრო მეტად რომ გამოჩნდე. როცა უძლურად გრძნობთ თავს საპირისპიროდ აკეთებთ - იკუნტებით, იხრებით და პატარავდებით, ეს დაუცველობის არავერბალური გამოხატულებაა, რომელიც შესაბამისად, ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში.

ძალიან ბევრი განსხვავებაა ძალაუფლების მეტი და ნაკლები გრძნობების მქონე ადამიანებს შორის. კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს განსხვავებები ფიზიოლოგიურ დონეზეც ვლინდება, ორი საკვანძო ჰორმონით; ტესტესტერონი, რომელიც დომინანტურობის ჰორმონია, და კორტიზოლი, რომელიც სტრესის ჰორმონია. ანუ ასეთი ჰორმონალური სურათი იკვეთება ძალაუფლების მქონე ლიდერებშიც: ისინი არა მხოლოდ ძლევამოსილი და ოპტიმისტი ლიდერები არიან, არამედ, ნაკლებად მგრძნობიარენიც არიან სტრესის (კორტიზოლის) მიმართ ანუ  გამოირჩევიან სიმშვიდითა და გაწონასწორებულობით.

როგორ მოვიქცეთ თუ კი საზოგადოებაში მოხვედრის დროს ხდებით არათავდაჯერებულები და შესაბამისად, ღებულობთ დაუცველობის გამომხატველ არავერბალურ გამოხატულებას?!

ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორის-ემი ქადის გამონათქვამია: “Fake it, until you make"- "თავი მოიკატუნეთ, ვითომ უკვე ფლობთ იმ ძალაუფლებას, ან ხართ ისეთი ადამიანი, როგორიც გინდათ რომ გახდეთ მომავალში". სწორი სხეულის ენის გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ წარმატებული ბიზნეს ურთიერთობები, მკაფიოდ და გარკვევით თქვათ და ჩამოაყალიბოთ თქვენი სიტყვა და იდეები, მოტივაცია მისცეთ და გავლენა მოახდინოთ სხვებზე. იმისათვის, რომ ეს შეძლოთ, ხშირად გამოიყენეთ ძალაუფლებისა და დომინანტურობის გამომხატველი არავერბალური გამოხატულებები (წელში გამართული დგომა და დიდი სივრცის დაკავება; ფეხების განზე დადგმა; დაბალი, თუმცა გამოკვეთილი ხმის ტონი; ხელების ფართოთ გაშლა; დოინჯით დგომა; ხელების თავზე დალაგება; გახსნილი სხეულის ენის ჟესტების გამოყენება; და რაც ყველაზე მთავარია - გულწრფელი ღიმილი). გაიმეორეთ ეს ჟესტები რამდენჯერმე დღეში სახლში, ლიფტში, საპირფარეშოში...  გამოიმუშავეთ ჩვევად, კი არ დახელოვნდეთ თამაშში, არამედ, გაითავისეთ. გააკეთეთ მანამ, სანამ არ გაითავისებთ და არ გახდებით ბუნებრივი.

გახსოვდეთ, პატარა ბიძგებს დიდი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია - გვირჩევს პროფესორი ემი ქიდი. მათი დახმარებით თქვენ უფრო თვითდაჯერებული, სანდო, ქარიზმატული ლიდერი და წარმატებული ადამიანი გახდებით. 

ნუ მოექცევით ადამიანების გავლენის ქვეშ, არ იფიქროთ იმაზე, რომ ვიღაც თქვენზე უკეთესია, დააფასეთ საკუთარი შესაძლებლობები, და ეცადეთ, თქვენ თვითონ გამოიმუშაოთ დადებითი ჰორმონები. ლიდერები, იმიტომ ხდებიან ლიდერები, რომ ისინი აკეთებენ და ამბობენ იმას, რაც თვითონ მიაჩნიათ სწორად.

წარმატებას გისურვებთ!

 

| გააზიარე
მოგწონთ?