წარმატებული კარიერა - რას გვირჩევენ ფსიქოლოგები


ცხოვრების ის დიდი ნაწილი, რომელსაც სამსახურში ვატარებთ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ იყოს ნაყოფიერი, გვქონდეს აღმასვლა კარიერული კიბეზე. გთავაზობთ  ფსიქოლოგების რამდენიმე რჩევას: 

1. იზრუნეთ თქვენს იმიჯზე ინტერნეტ სივრცეში
ტექნოლოგიურ საუკუნეში დამსაქმებელი აფასებს თანამშრომელს არა მხოლოდ ოფისში, არამედ სოცილური ქსელში. შეიყვანეთ თქვენი სახელი და გვარი, პირადი ფოსტა გუგლის საძიებო სისტემაში და ნახეთ, მოიძიეთ რა ინფორმაციაა თქვენზე. შეაფასეთ საკუთარი თავი დამსაქმებლის თვალით, ისურვებდით თუ არა თქვენს კოლექტივში მსგავს პიროვნებას?

2. ფორმულირება გაუკეთეთ მიზნებს
დაწერეთ საერთო ჯამში რას ელით იმ პოზიციისგან, რომელიც ახლა გიკავიათ ან გსურთ დაიკავოთ.

3. აკონტროლეთ დრო
შეადგინეთ სამუშაო დღის ,,სურათი“ ერთხელ მაინც, თუნდაც არ ითხოვდნენ ამას თქვენგან, რათა გაარკვიოთ, რაზე გეხარჯებათ სამუშაო დრო და თუ შეიძლება დროის ხარჯის ოპტიმიზება. შეძლებთ თუ არა გამოათავისუფლოთ ახალი პროექტისათვის,  სწავლისთვის ან ახალ პოზიციაზე გადასვლისათვის საჭირო საათები?  შეგიძლიათ თუ არა გამოყოთ დრო ახალი სამსახურის ძიებისათვის?

4. იყავით მოქნილები
სამსახურში ახალი პროექტის ან ახალი ამოცანის დასმისას მაშინვე არ თქვათ ,,არა“, თავდაპირველად შეეცადეთ მის შესრულებას. არ იწუწუნოთ გარემოების, დავალების ცვლილებისას, შეეცადეთ მოერგოთ ხელმძღვანელობას და მიიღოთ სათქვენო, მაქსიმალური სარგებელი, რადგან ისინი აფასებენ თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობენ შეასრულონ განკარგულება და არა იმათ ვინც ამბობს ,,არა, ეს შეუძლებელია“,   წუწუნებს ,,ო როგორ რთულია, მე არ შემიძლია“.

5. იყავით ინიციატორი
არ მოგერიდოთ თქმა: როდესაც ხედავთ, რომ შესაძლებელია რომელიმე სამუშაო პროცესის ოპტიმიზირება, იცით გამონთავისუფლებული ახალი თანამდებობის შესახებ და გრძნობთ გაქვთ ძალა დაიკავოთ ეს პოზიცია. შეიძლება მაშინვე არ მოგისმინონ, ასეთებიც ხდება, მაგრამ დაგიმახსოვრებენ, როგორც ინიციატორ პიროვნებას  და ერთხელაც შესაბამისად დაგიფასებენ.

6. დაამყარეთ კავშირები
არ იყოთ ქედმაღალი დამლაგებელთან, მდივანთან და ელექტრიკოსთან. ისტორიას ახსოვს მაგალითები, როდესაც დამლაგებელი დირექტორის დეიდა და ელექტრიკოსი მისი უნივერსიტეტელი მეგობარი აღმოჩენილა. თანამშრომელს აფასებენ არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ ადამინური თვისებისათვის, ოპტიმიზმისათვის, ლოიალურობისათვის, გარდა ამისა, გახსოვდეთ, დინამიური ადამიანები ხშირად იცვლიან სამსახურს და ერთხელაც თქვენმა ყოფილმა კოლეგამ შეიძლება მიგიწვიოთ თავის ახალ კომპანიაში თავისუფალ ადგილზე.

7. მიდით ხელმძღვანელობასთან არა პრობლემებით, არამედ გადაწყვეტილებებით
სამუშაო პროცესის მსვლელობისას პრობლემები ხშირად იჩენს თავს. არსებობს თანამშრომელთა კატეგორია, რომელიც ხელმძღვანელობასთან მხოლოდ პრობლემის განაცხადით მიდიან და ელოდებიან მათგან გადაწყვეტილებას, ვარიანტს. არ სურთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ამბობენ ,,შენ ხელმძღვანელი ხარ, შენ გადაწყვიტე“. ეს გზა მოსახერხებელი, მაგრამ ჩიხამდე მიმყვანია. პიროვნებას, რომელიც პასუხისმგებლობას ირიდებს, არასოდეს დააწინაურებენ. ამიტომ ხელმძღვანელობას შესთავაზეთ პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე თქვენეული ვარიანტი, თუნდაც უარყოს, საბოლოოდ,  ის მაინც დაგიფასებთ მონდომებას.

8. იყავით მადლიერნი
ნებისმიერ ადგილზე და სიტუაციაში არის რაღაც ,,ცუდი“ და ,,კარგი“, ფოკუსირდით ამ ,,კარგზე“ და იყავით მადლიერი იმ სამსახურის, რომელიც გაქვთ, იმ ადამიანების, რომლებიც ირგვლივ არიან. ეს დაგეხმარებათ მთლიანობაში გქონდეთ პოზიტიური განწყობა და იმოძრაოთ არა ცუდიდან კარგისკენ, არამედ კარგიდან უკეთესისკენ.


9. არ შეგეშინდეთ განაცხადოთ შეცდომის და წარუმატებლობის შესახებ
ბრალეულობის აღიარება ნახევრად გამოსწორებას ნიშნავს. ყველა შეცდომა ადრე თუ გვიან იხსნება, ამიტომ არ მისცეთ სხვას უფლება ამ შეცდომის აღმოჩენის და წაართვით საშუალება მისეული ვერსიის შეთხზვის.

10. არ შეჩერდეთ
კარიერას არ აქვს იდეალური მდგომარეობა. როგორი მაღალი და მიმზიდველიც არ უნდა იყოს თქვენი პოზიცია დღეს, შეხედეთ გვერდიდან - რა სიმაღლეებისკენ, კიდევ საით შეიძლება იმოძრაოთ შემდგომ. გახსოვდეთ ჰორიზონტზე ყოველთვის ჩნდება ახალი შესაძლებლობები. ცხოვრება ეს ხომ მუდმივი განვითარება და პიროვნული ზრდაა.


 

| გააზიარე
მოგწონთ?