რა უნდა ვისწავლოთ წარუმატებელი ადამიანებისგან?


ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად, წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებად. დღევანდელ სტატიაში კი მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ვისწავლოთ წარუმატებელი ადამიანებისგან.

ადამიანი სოციალური არსებაა და შესაბამისად მასზე ძალიან მოქმედებს გარემოცვა, საზოგადოება, რომელშიც უწევს ყოფნა. შესაბამისად, ჩვენზე უარყოფით გავლენას ახდენენ ადამიანები, რომელთაც არ აქვთ მიზნები, ვერ იყენებენ საკუთარ შესაძლებლობებს და უდიერად ექცევიან დროს. ასეთი ადამიანების გარემოცვაში ჩვენ ადვილად ვითრგუნებით, გაუცნობიერებლად ვიღებთ მაგალითს მათგან. ვკარგავთ უსარგებლოდ დროს და ვერ ვაღწევთ დასახულ მიზნებს. თუმცა, შესაძლებელია, მსგავს სიტუაციებში დავინახოთ შეცდომები, რომელსაც ჩვენ გარშემო უშვებენ ადამიანები და ავარიდოთ მსგავს შეცდომებს თავი.

 

1.ჩვენ ზემოთ აღნიშნული სიტუაციებიდან უნდა ვისწავლოთ, რომ თუ არ დავაფასებთ თითოეულ წამს ეს უარყოფითად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. ვერ მივაღწევთ დასახულ მიზნებს და დავრჩებით იმედგაცრუებული.

 

2.არასდროს აიღოთ მაგალითი მათგან. არ იფიქროთ, რომ თუ ისინი აძლევენ საკუთარ თავს მიზნების გარეშე ცხოვრების უფლებას, ამის უფლება თქვენც გაქვთ. თქვენ საპირისპიროდ უნდა მოიქცეთ, დაისახოთ მიზნები, იბრძოლოთ მათთვის.

 

3.ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ, რომ თუ არ გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად, მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით. გამუდმებით ვიწუწუნებთ, დავადანაშაულებთ სხვებს ჩვენი წარუმატებელი ცხოვრების გამო და ვერ შევძლებთ ცხოვრების შეცვლას უკეთესობისკენ.

 

4.მას შემდეგ, რაც მსგავს სიტუაციას დავაღწევთ თავს, მივაღწევთ წარმატებას და დავაგროვებთ გამოცდილებას, ვალდებულები ვართ საკუთარი წარმატების ფორმულა გავუზიაროთ სხვებს. მათთვის, ვისაც სჭირდება მოტივაცია, გავხდეთ სამაგალითო ადამიანები და გავუზიაროთ საკუთარი გამოცდილება სხვებს. მივცეთ მათ მოტივაცია და საკუთარ მაგალითზე ვაჩვენოთ, როგორ შევძელით მიზნების სრულყოფა.

 

5.აუცილებელია შევცვალოთ გარემოცვა, რომელშიც ვიმყოფებით. უნდა ვიმეგობროთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არიან მოტივირებული, აქვთ მიზნები და ყოველდღე იბრძვიან წარმატებისთვის.

 

6.ვფიქრობ, უკვე წარმატებაა, როდესაც შეგიძლია მსგავსი სიტუაციებიდან მიიღო სარგებლი, ისწავლო სხვების შეცდომებზე, დააფასო თითოეული წამი და საკუთარი ძალებით შექმნა წარმატებული მომავალი.


 

| გააზიარე
მოგწონთ?