როგორ გავხდეთ იღბლიანი?


როგორ გავხდეთ იღბლიანი? ამ კითხვაზე რეაქცია არაერთგვაროვანია. საზოგადოების ნაწილის აზრით, შეუძლებელია გახდე იღბლიანი, რადგან იღბალი ან გაქვს ან არა, ვერც შეიძენ და ვერც დაკარგავ. მე კი შემიძლია გითხრათ, იღბალი მიდის მასთან, ვისაც მისი მიღება შეუძლია. შევადაროთ ადამიანის ორი ტიპი: უიღბლოები და იღბლიანები.

უიღბლო ადამიანი თვლის, რომ არ გაუმართლებს. იღბლიანმა ადამიანმა კი იცის, წარმატება მისმა შრომამ და მსოფლმხედველობამ მოუტანა.

უიღბლო ადამიანი წარუმატებლობის შემდეგ შინაგანად ტყდება, დამნაშავეს ეძებს და დაწყებულ საქმეს აღარ აგრძელებს. იღბლიანი აანალიზებს წარუმატებლობის მიზეზს, ეძებს ალტერნატივებს და არ ნებდება სანამ შედეგს არ მიიღებს.

უიღბლო ადამიანი ელოდება, როდის მოვა იღბალი და ეტყვის - მე მოვედი, ამიერიდან აღარ მოგიწევს არაფრის კეთება, ყველაფერი თავისით მოხდება. იღბლიანი ფიქრობს, როგორ მიაღწიოს წარმატებას, ზრუნავს თვითგანვითარებაზე.

უიღბლო ადამიანი ოცნებობს, ოცნებებიც კი დანაწევრებული აქვს, ძირითადად მისი სურვილები წინააღმდეგობრივი და ბუნდოვანია, რადგან არ იცის რა უნდა. იღბლიანი კი ისახავს მიზნებს, ამზადებს სამოქმედო გეგმას, აწესებს მიზნის მიღწევის ვადებს და ზუსტად იცის რას ელოდება. 

ეს მიზეზები სრულიად საკმარისია დაინახოთ განსხვავება და არც იმის მიხვედრაა რთული, ვის აირჩევს იღბალი? თქვენ კი თუ გინდათ იღბალი დაგიმეგობრდეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი უნდა შეასრულოთ:
 

  1. გააკეთეთ არჩევანი უიღბლობასა და იღბლიანობას შორის;
  2. ჩამოყალიბდით რა გინდათ ცხოვრებაში, რა გიყვართ ან რა განიჭებთ სიამოვნებას;
  3. დაისახეთ მიზნები და სამოქმედო გეგმა;
  4. მიიღეთ პოზიტივი, თქვენში არსებული ნეგატიური ფიქრები კი გაატანეთ უიღბლობას. პოზიტივს აუცილებლად მოყვება წარმატება, წინსვლა, რეალიზება და იღბალი;
  5. შეეშვით უარყოფითის ძებნას თქვენს გარშემო, დააკვირდეთ იმ ადამიანებს ვისაც იღბლიანად თვლით, თქვენი აზრით რატომ აირჩია ისინი იღბალმა? უკეთესია, წარმატებული მაგალითები განიხილოთ, ვიდრე უსმინოთ სხვა უიღბლოთა წუწუნს;
  6. შეწყვიტეთ დამნაშავის ძებნა! ნუ ადანაშაულებთ სამყაროს, ქვეყანას, მთავრობას, უფროსს, მასწავლებელს ან ჭორიკანა მეზობელს. ნურც საკუთარი თავის დადანაშაულებას დაიწყებთ. ერთადერთი რაც გევალებათ დაიჯერეთ, რომ იღბალი აუცილებლად დაგიმეგობრდებათ.


ეს ნაბიჯები საფუძველს ჩაუყრის თქვენს მეგობრობას, დაუჯერებელი ცვლილებების შემდეგ კი აუცილებლად შეამჩნევთ იმ შეცდომებს, რომლებსაც უიღბლოები უშვებენ. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს? წააკითხეთ ეს სტატია ან გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება, როგორ გახდით იღბლიანი.


მარიამ მერაბიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?