რატომ უნდა დარჩეთ დაქირავებულ თანამშრომლად?


მარტივ მოგებას ეძებთ? მხოლოდ საკუთარ თავს და გამოცდილებას ეყრდნობით? მაშინ უმჯობესია, საკუთარი ბიზნესის წამოწყების იდეა დროებით დაივიწყოთ და დაქირვებულ თანამშრომლად დარჩეთ.

Uptima Business Bootcamp-ის თანადამფუძნებელმა, რანი ლანგერ-კროაგერმა, ჩამოაყალიბა 8 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიკავოთ თავი დროებით საკუთარი ბიზნესის დაწყებისგან და დარჩეთ დაქირავებულ თანამშრომლად:

  1. თუ თქვენ მზად არ ხართ გასარისკად
    როგორი ფანტასტიურიც არ უნდა იყოს თქვენი სტარტაპი, არსებობს მრავალი დაბრკოლება, რომელსაც შესაძლოა, ვერ გაუმკლავდეთ. ლანგერ-კროაგერის აზრით, მსგავს რისკებთან გასამკლავებლად აუცილებელია, განისაზღვროს, თუ რა ვადით და რესურსით შეგიძლიათ, განავითაროთ საკუთარი ბიზნესი და ამასთან არ მიიღოთ მისგან სარგებელი.
  2. თუ თქვენ « ღარიბის » მენტალიტეტი გაქვთ
    კროაგერის აზრით, ასეთ ადამიანებს არ უყვართ გარისკვა, რადგან მათ ჰგონიათ, რომ  ამის რესურსი არა აქვთ. ასეთი დამოკიდებულება ხშირად არასწორი გადაწყვეტილებისკენ გვიბიძგებს და საბოლოო ჯამში ზიანს აყენებს ბიზნესს.
  3. თუ თქვენ ორიენტირებული ხართ სწრაფ სარგებელზე
    პორტალ « Small Business Trends »-ის მონაცემებით, სტარტაპთა მხოლოდ  40 % იძლევა სარგებელს, ხოლო წარუმატებელი ბიზნესის მიზეზად (82 %) გვევლინება არასტაბილური ფინანსური მაჩვენებლები. სწრაფ მოგებაზე ორიენტირება ბიზნესს გამუდმებით ამყოფებს წნეხის ქვეშ და საბოლოო ჯამში ხელს უშლის მის განვითარებას სწორი მიმართულებით.
  4. თუ თქვენ ვერ ერკვევით ბიზნეს-მაჩვენებლებში
    აუცილებელია, კარგად ერკვეოდეთ ფინანსურ მაჩვენებლებში, რათა დროულად და წარმატებულად შეძლოთ არაპროგნოზირებადი სიტუაციების ლავირება.
  5. თუ თქვენ არ გაქვთ მკაფიო ბიზნეს-გეგმა
    მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, რომელიც შეისწავლიდა სტარტაპების დინამიკას, დადგინდა, რომ  კარგი ბიზნეს-გეგმა ზრდის წარმატების შანსს.
  6. თუ თქვენ არ გაქვთ ბაზარი შესწავლილი
    ნებისმიერი საქმის წამოწყებამდე აუცილებელია ბაზრის შესწავლა, რადგან ჩვენი პროდუქტის საბაზრო მიმღებლობა წარმატების საწინდარია. თუ დავუჯერებთ CB Insights (ბიზნეს-ანალიტიკური პლატფორმა) კვლევებს, წარუმატებელი სტარტაპების  გაკოტრების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ბაზარზე მოთხოვნის არარსებობა.
  7. თუ თქვენ არ ხართ მზად, თავად გაყიდოთ პროდუქტი
    თუ თქვენ არ ხართ მზად, იყოთ თქვენივე ბიზნესის აპოლოგეტი და ჩადოთ მასში სული და გული, დაუზარლად აკეთოთ ნებისმიერი საქმე მისი გაზრდისა და განვითარებისთვის, მაშინ დაივიწყეთ საკუთარი ბიზნესი და დარჩით იქ, სადაც ხართ.  
  8. თუ თქვენ მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობით
    ძლიერმა ჩვევამ, აკეთოთ ყველაფერი დამოუკიდებლად და მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნოთ, შესაძლოა, ბიზნესის განვითარებას ხელი შეუშალოს. წარმატებული საქმისთვის აუცილებელია პერსონალის დაქირავება და იმ მოვალეობების დელეგირება, რაზეც თქვენ უკვე აღარ გრჩებათ დრო.

და მაინც გკითხავთ: თქვენ რამდენად ხართ მზად?


წყარო: businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?