7 მარტივი რჩევა და სავარჯიშო გონების განვითარებისთვის


ყველას გვსმენია, რომ ადამიანი გონების შესაძლებლობების ძალიან მცირე ნაწილს იყენებს. მეცნიერების უმრავლესობის აზრით, არსებული მაჩვენებლის გაზრდა შესაძლებელია გონების განვითარების სავარჯიშოების რეგულარული შესრულებით.

გთავაზობთ 7 მარტივ რჩევას და საინტერესო სავარჯიშოს:
                                               

მარცხენა ხელის ეფექტი

გონების ამ სავარჯიშოს საშუალებით შესაძლებელია ახალი ნერვული კავშირების შექმნა და უკვე არსებულის გამყარება. ადამიანთა უმრავლესობა არის მემარჯვენე და ყველაფრის კეთებას  მარჯვენა ხელით ახერხებს. საინტერესოა რა მოხდება, თუ ამ ყველაფერს  მარცხენა ხელით გააკეთებენ? მოჰყვება ამას უხერხულობის შეგრძნება და დისკომფორტი? ასეთი გრძნობები ყოველთვის ჩნდება, როდესაც რაიმე ახლის, ამ მომენტამდე უცნობის გაკეთებას შეეცდებით. ყოველ ჯერზე, როდესაც უხერხულობას იგრძნობთ, გახსოვდეთ თქვენი ტვინი ვარჯიშდება, სწავლობს, ქმნის კავშირის ახალ ნეირონებს.
                                               

კითხვა და კროსვორდები

კროსვორდების, რებუსების, თავსატეხების ამოხსნა კარგად მოქმედებს გონების განვითარებასა და სტიმულირებაზე.  წაიკითხეთ წიგნები ბიზნესის შესახებ, შეისწავლეთ უცხო ენები, გქონდეთ ურთიერთობა საინტერესო პიროვნებებთან, მუდმივად გაეცანით სიახლეებს, არ გაჩერდეთ ერთ ადგილას. იკითხეთ უფრო და უფრო მეტი, რადგან კითხვა საოცარი პროცესი და ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშოა გონების განვითარებისათვის. ამავდროულად, მაქსიმალურად შეზღუდეთ ტელევიზორში სხვადასხვა გასართობი შოუს ყურება, რომლებიც სავსეა უსარგებლო ინფორმაციით.


ფიზიკური დატვირთვა და გონება

უცნაურია, მაგრამ რეალობაა, რომ ფიზიკური დატვირთვა მოქმედებს გონების განვითარებაზე. ამერიკელი მეცნიერების დასკვნით, ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ეს კი პოზიტიურად აისახება გონებაზე. 
                           

გამოცანები და ლოგიკური ამოცანები

გამოცანები, ლოგიკური ამოცანები და თავსატეხები საუკეთესო საშუალებაა, დაიტვირთოს გონება, იფიქროს და განვითარდეს. გირჩევთ ეს საშუალებები თანდათან გაართულოთ.

 

შეავსეთ სიტყვათა მარაგი

როგორ ფიქრობთ, რამდენი სიტყვაა ქართულ ენაში? თქვენ რამდენს იყენებთ ყოველდღიურობაში? სტატისტიკის მიხედვით ადამიანები იყენებენ არა უმეტეს 4000 სიტყვას. არის მომენტები, როცა აზრის გადმოსაცემად შესაფერის სიტყვას ვერ ვპოულობთ. შეეცადეთ შეავსოთ სიტყვათა მარაგი, ჩაიწერეთ, იკითხეთ და დაიმახსოვრეთ საინტერესო სიტყვები და გამონათქვამები. 
                                                     

აწარმოეთ დღიური

კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალება გონების განვითარების, მეხსიერების ვარჯიშის და წარმოსახვის გაუმჯობესებისათვის, დღიურის წარმოებაა. ყოველდღიურად ჩაიწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, მოგონებები,  თქვენი აზრი მოვლენებზე. ეს ყველაფერი ასტიმულირებს შემოქმედებით პროცესს. პერიოდულად გადაიკითხეთ დაწერილი, გაიხსენეთ, აღიდგინეთ განვლილი მოვლენის სურათები გონებაში. ყველაფერი ჩაიწერეთ. გახსოვდეთ, წერა ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშოა გონებისათვის.

 

ნეირობიკა

ოდესმე გსმენიათ რა არის ნეირობიკა? ნეირობიკა - უნიკალური, მოქმედი სისტემაა, რომელსაც შეუძლია განავითაროს გონების დაფარული საშუალებები, აღმოაჩინოს მიზნამდე უხილავი შესაძლებლობები. ნეირობიკის საშუალებით აამოქმედებთ ყველა გრძნობის ორგანოს მათთვის უჩვეულო პირობებში. ეს სახალისო მეთოდი გასწავლით კრეატიულ აზროვნებას. სავარჯიშოები კომბინირებულია. შეეცადეთ უსმინოთ მუსიკას, შეიგრძნოთ ყვავილების სურნელი, დაათვალიეროთ სურათი და ამავდროულად ხელში რაიმე ატრიალოთ. გახსოვდეთ, ყველა ქმედება უნდა იყოს გააზრებული და კონტროლის ქვეშ.


გონების განვითარება: დასკვნა

მოცემული რჩევების გაცნობით, თქვენ გონების განვითარებისათვის უკვე პირველი ნაბიჯები გადადგით. შეარჩიეთ თქვენთვის ოპტიმალური სავარჯიშო, გაიმეორეთ ყოველდღე. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების: სცადეთ რაიმე ახალი, დაავალეთ გონებას უფრო და უფრო რთული ამოცანები ამოსახსნელად. დაძლიეთ დისკომფორტის პირველი შეგრძნებები და გაოცდებით, როგორ წარმოუდგენელ ბარიერებს გადალახავს თქვენი გონება და რამდენ ახალ შესაძლებლობას მოგცემთ ის.

 

biz-anatomy.ru

 

| გააზიარე
მოგწონთ?