განეწყვეთ დადებითად - ანუ როგორ დაუმეგობრდეთ სამყაროს


რამდენჯერ მომხდარა, რომ რაღაცისთვის ვერ მიგიღწევიათ, ეს წარუმატებლობა კი დაგიბრალებიათ ყველასთვის და ყველაფრისთვის საკუთარი თავის გარდა? ზოგჯერ მას ბედისწერა უწოდეთ, ზოგჯერ სამყარო შეიძულეთ. ეს კი მაშინ, როცა თავად დანებდით ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში.

სამყარო დამნაშავე არ არის, პირიქით, ის თქვენი მეგობარია. ოღონდ ეს უნდა დაიმსახუროთ. იგი ძალიან ჰგავს ადამიანს. დაფიქრდით, როდესაც ვინმეს ეცნობით, მეტ-ნაკლებად ცდილობთ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. პირველი შთაბეჭდილების შემდეგ კი ნელ-ნელა დადებითი დამოკიდებულება გიჩნდებათ ერთმანეთის მიმართ. ან იქნებ პირიქით მოხდეს. მაგალითად: არ მოგწონთ ვინმე, ამას კი ნათლად ავლენთ. ამ შემთხვევაში არც ის იქნება თქვენდამი დადებითად განწყობილი. თუ თქვენ უარყოფითად განეწყობით მის მიმართ, მისგანაც ანალოგიურ რეაქციას მიიღებთ. თქვენ წუწუნებთ, მაგრამ არ გიყვართ ადამიანები, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ. სამყაროც ასეა.

 

მაშ, როგორ გავხდეთ მისი მეგობარი?

 

1. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე

საკუთარ ქმედებებზე და მიღებულ შედეგებზე თქვენვე უნდა აგოთ პასუხი.

 

2. იფიქრეთ, რომ ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა

როგორც დადებით, აგრეთვე უარყოფით აზროვნებას დიდი ძალა აქვს. იფიქრეთ პოზიტიურად. ადამიანს, რომელსაც შეუძლია ფიქრების მართვა, შეუძლია განსაზღვროს თავისი ბედი.

 

3. არ შეზღუდოთ საკუთარი თავი

აკეთეთ ყველაფერი, რაც ბედნიერებას მოგიტანთ. ნუ მოუსმენთ ხალხს - მოუსმინეთ საკუთარ თავს. ეს თქვენი ცხოვრებაა.

 

4. მართეთ დრო

დრო არასდროს ბრუნდება უკან. ასე რომ სწორად გადაანაწილეთ ის და ნუ გაფლანგავთ მას.

 

5. შეცვალეთ დაკანონებული წარმოდგენები სამყაროზე, ადამიანებზე

შეხედეთ ყველაფერს სხვა მხრიდანაც. სტაბილურობის დაკარგვის შიშით ნუ იტყვით უარს შესაძლო წარმატებაზე.

 

6. დაასრულეთ მომაბეზრებელი ურთიერთობები 

დაასრულეთ ყველაფერი ის, რაც სიამოვნებას აღარ განიჭებთ. 

 

7. ადამიანი მარცხისთვის არ შექმნილა

ყველაფერი ის, რაზეც ვოცნებობთ, შესაძლებელია ახდეს. უბრალოდ, ეს არ არის ისეთი ადვილი, როგორიც გვინდა იყოს. „წარმატებამდე გაუვალი ბილიკი მიდის და არა საავტომობილო გზა.“

 

8. აკონტროლეთ ემოციები

შეწყვიტეთ ფიქრი ნეგატიურ მომენტებზე. ეს ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, განწყობაზე და ზოგადად ცხოვრებაზე. შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე.

 

9. ყველა დასასრულს მოსდევს დასაწყისი

გახსოვდეთ, ყოველი დასასრული რაღაც ახლის დასაწყისია, ხოლო როგორი იქნება ის, ეს თქვენზეა დამოკიდებული.

 

10. არ დაივიწყოთ ღიმილი

გაიღიმეთ. გახსოვდეთ, ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა.

 

სამყაროს ძალიან მოსწონს ადამიანები, რომლებიც იცავენ ამ პრინციპებს. მათი შესრულება მართალია იოლი არ არის, სამაგიეროდ შედეგი იქნება სასიამოვნო. ამიტომ ცდად ღირს. ჩათვალეთ, რომ დიდხანს გეძინათ და გამოღვიძების დროა. ან სულაც პირველად ხართ სამყაროს წინაშე, ეცადეთ მოახდინოთ მასზე კარგი შთაბეჭდილება. ნუ მოირგებთ რაიმე როლს, იყავით ის, ვინც ხართ.

,,როცა გულით გსურს რაღაც, მთელი სამყარო გეხმარება შენი ოცნების ასრულებაში.“

| გააზიარე
მოგწონთ?