15 ფრაზა, რაც არ უნდა ვთქვათ ადამიანთან, რომელსაც პირველად ვხვდებით


როდესაც პირველად წარვადგენთ ჩვენს თავს სამსახურში ან ვხვდებით ახალ კლიენტს, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს სიტყვები, რომლებსაც საუბრისას ვიყენებთ. ''თქვენ არასოდეს მოგეცემათ მეორე შანსი, რომ მოახდინოთ პირველი შთაბეჭდილება“. არასდროს გამოიყენოთ ეს წინადადებები პირველი შეხვედრის დროს: 

1. ვერ ვიტან ამ კომპანიას/ საშინელი უფროსი მყავს
იმის მიუხედავად სიმართლეს ამბობთ თუ არა, პირველივე შეხვედრაზე ამდენი ნეგატივის გადმოცემა არ შეიძლება. თუ პრეტენზია გაქვთ, ეს ჯობს შესაბამის პირებთან განიხილოთ და არა ახალგაცნობილ ადამიანთან.

2. რამდენს გამოიმუშავებ?
ადამიანის ხელფასი საკმაოდ პირადული საკითხია, ამიტომ პირველივე შეხვედრაზე ამის კითხვა უხეშობაა. თუ თქვენ ნამდვილად გაინტერესებთ და გჭირდებათ ამის ცოდნა, მისი გაგების სხვა ხერხებს უნდა მიმართოთ.

3. ბოდიშით, რომ გაწუხებთ
თუ წინასწარ იცით, რომ აწუხებთ, მაშინ რატომ იქცევით ასე? უმჯობესია, რომ საკუთარი თავის წარდგენისას გამოიყენოთ ფრაზა: ''უკაცრავად, გაქვთ დრო?’’ - ეს ბევრად უკეთესად მუშაობს.

4. ვის აძლევ ხმას?
რამდენად ძლიერადაც არ უნდა იყოთ ჩართული პოლიტიკაში, არ ახსენოთ ეს საკითხი ახალი ნაცნობების გაჩენისას. ეს ყველაფერს გააფუჭებს.

5. მორწმუნე ხარ?
რელიგია საკმაოდ პირადული თემაა, ამიტომ პროფესიული საუბრისას, ჯობს ასეთი საკითხებისგან თავი შეიკავოთ. მოახდინეთ კონცენტირება საქმიან საუბარზე.

6. როდის ელოდები ბავშვს?
თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი თანამოსაბრე ორსულადაა, არ კითხოთ არაფერი, რადგან შეიძლება საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. დაელოდეთ, ვიდრე თვითონ არ ახსენებს ამ საკითხს, მანამდე კი საქმიანი საუბრით შემოიფარგლეთ.

7. ეს შეუძლებელია
არაფერია შეუძლებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს საქმეს ეხება. ამ სიტყვებით კი, თქვენ ნეგატიურ განწყობას ქმნით.

8. გაიგე თურმე ...
ჭორების გავრცელებით, თქვენ მაშინვე გაიფუჭებთ რეპუტაციას და იმაზე უარეს ადამიანად წარმოჩნდებით, ვიდრე ის, ვისი განხილვაც გადაწყვიტეთ.

9. მომწონს თქვენი კაბა
რა თქმა უნდა, კომპლიმენეტებს დადებითი დატვირთვა აქვს, თუმცა ოფიციალურ შეხვედრებზე უმჯობესია საქმიანი კომპლიმენტები გავცეთ, ვიდრე პირადული. ამის მაგივრად შეგიძლიათ შეაქოთ მისი პრეზენტაცია ან რაიმე სხვა.

10. განქორწინების პროცესში ვარ
თუ თქვენ რაიმე მძიმეს გადატანა გიწევთ, სამწუხაროა, თუმცა ამის გაზიარებით პირველივე შეხვედრაზე ვერაფერს მიაღწევთ და ეს შეუფერებელ საქციელად ჩაგეთვლებათ. როდესაც მუდმივად საკუთარ უბედურებაზე საუბრობთ, ეს თქვენს უნარებს ეჭვქვეშ აყენებს.

11. უფრო სხვანარი ხარ, ვიდრე წარმომედგინა
არ წამოიწყოთ საუბარი იმაზე, რომ გაკვირვებული, იმედგაცრუებული ან გახარებული ხართ იმით, რომ ადამიანი არ შეესაბამება თქვენს წარმოდგენებს.

12. რამდენი წლის ხართ?
კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ არის ასაკის კითხვა. ამას ხომ ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ.

13. ''გულწრფელად“
როდესაც ამ სიტყვას ახსენებთ, იქნებ ეს ნიშნავს, რომ აქამდე რაც თქვით არ იყო გულწრფელად ნათქვამი? შესაბამისად, ჯობს ახლაც თავი შეიკავოთ მისი ხსენებისგან.

14. შეგიძლიათ გამიწიოთ დახმარება?
თქვენ ხომ პირველად ხვდებით ადამიანს, თავი შეიკავეთ მაშინვე რაიმეს თხოვნისგან.

15. მე, მე, მე
არ ილაპარაკოთ თქვენზე ძალიან ბევრი. ეს რომ თავიდან აიცილოთ, გადაიტანეთ ყურადღება იმაზე, ვისაც ესაუბრებით და დაუსვით საინტერესო კითხვები. ამით აჩვენებთ, რომ მხოლოდ თქვენს თავზე არ ფიქრობთ.


მარიამ ბეთხოშვილი
წყარო: www.businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?