5 წესი მარტივი და ბედნიერი ცხოვრებისთვის


არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა დაცვაც ჩვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს, მარტივს და მსუბუქს გახდის.

 

1. ადამიანები სულაც არ დარდობენ ჩვენზე იმდენს, რამდენსაც ჩვენ ვფიქრობთ მათ ნათქვამზე

გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი საფიქრალი, პრობლემები და ცხოვრებისეული გამოწვევა, ამიტომ ისინი უფრო თავიანთ ბედ-იღბალზე ღელავენ, ვიდრე რომელიმე ჩვენგანის ცხოვრებაზე, ამიტომ დაისახეთ მიზანი, იარეთ ამ მიზნისკენ და ნუ იფიქრებთ სხვა დანარჩენზე. 

 

2. მუდამ იცვლება სამყარო და ვიცვლებით ჩვენც

აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ სამყარო იცვლება, ვითარდება და ამ პროცესთან ერთად ჩვენც უნდა გავიზარდოთ, რადგან ცხოვრება ახალ გამოწვევებს გვიმზადებს, ამიტომ ნუ მივიღებთ ცვლილებებს მტკივნეულად. პირიქით, ცვლილებები ეს არის გამოწვევები, რომელთა გადალახვაც გვაძლევს პროგრესს და დიდი სიამაყის განცდას.

 

3. არასოდეს იფიქროთ, რომ თქვენს რჩევას ყოველთვის გაითვალისწინებენ და მოისმენენ

ნუ დაგწყდებათ გული თუ თქვენი რჩევის მიუხედავად ადამიანმა სხვა გზა აირჩია, სხვაგვარად მოიქცა. პირიქით მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენს რჩევას ყოველთვის არ მოისმენენ და არ გაითვალისწინებენ. ეს დაგეხმარებათ ცხოვრება უფრო მარტივი, მსუბუქი გახადოთ.

 

4. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ მხოლოდ საკუთარი თავი

რაც არ უნდა მობილიზებული და ორგანიზებული იყოთ, თქვენ მაინც ყველაფერს ვერ გააკონტროლებთ. ერთადერთი რაც თქვენს ხელშია და შეგიძლიათ აკონტროლოთ, ეს თვენივე თავია. თუ თქვენი თავის კონტროლს შეძლებთ ჩათვალეთ, რომ ცხოვრებაში მთავარი ბრძოლა მოიგეთ, რადგან თვითმენეჯმენტი, სიზარმაცის, არაპუნქტუალობის და სხვა უარყოფითი თვისებების დაძლევა არის გზა წარმატებული ცხოვრებისკენ.

 

5. ნუ შეადარებთ თქვენს თავს სხვებს

არასოდეს შეედაროთ სხვებს, რადგან ეს ანგრევს თქვენს ფსიქოლოგიას, თქვენს თვითშეფასებას. იფიქრეთ, რომ თითოეული ადამიანი არის უნიკალური და მათ შორის თქვენც უნიკალური ხართ თქვენი შესაძლებლობებით, ამიტომ გამოიყენეთ ეს და იმ რესურსით, რაც გაქვთ ეცადეთ ცხოვრება უფრო სახალისო, მარტივი და წარმატებული გახადოთ.
 

| გააზიარე
მოგწონთ?