წარმატებული კარიერის 5 მარტივი წესი


წარმატებული კარიერა მთლიანობაში იქმნება იმ რიგი ფაქტორებისაგან, როგორიცაა ნიჭი, შრომისუნარიანობა, მოლაპარაკებების წარმოების ხელოვნება, თამამი გადაწყვეტილებების  მიღება და სხვა.

 

გამოვარჩევთ კარიერული წინსვლის რამდენიმე მთავარ წესს:

 

წესი პირველი: დაკავდით ,,თქვენი” საქმით

მოზარდობის პერიოდშივე იმის გაცნობიერება, თუ რომელი სამუშაო განიჭებთ სიამოვნებას, იდეალური ვარიანტია. თუმცა ცხოვრებაში გვხვდება მრავალი მაგალითი, როდესაც სპეციალისტი პროფესიას იცვლიდა საკმაოდ გვიან ასაკში და აღწევდა გასაოცარ წარმატებას.

პროფესიის არჩევისას მუშაობის პირველივე წლებში ნებისმიერი პიროვნება ხვდება რა არის მისთვის შედარებით საინტერესო ამ მიმართულებაში. მაგალითად, ექიმს შეუძლია პაციენტების მიღებაც და ადმინისტრაციული სამუშაოს შესრულებაც საავადმყოფოში, ჟურნალისტს - წეროს სტატიები ან ორგანიზება გაუკეთოს რეპორტულ საქმიანობას, მენეჯერმა გამართოს მოლაპარაკება კონკრეტულ საქმეზე ან განსაზღვროს კომპანიის განვითარებისათვის მიმართულება.

იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად დაფიქრდით: დაკავებულები ხართ თუ არა თქვენი საქმით? გჭირდებათ თუ არა სწრაფვა სამსახურეობრივ კიბეზე ასვლისათვის, თუ უფრო საინტერესოა აშენოთ ჰორიზონტალური კარიერა, გახდეთ აღიარებული გურუ პროფესიაში? მაღალი ხელფასის და თანამდებობის სიხარული ხანგრძლივი არაა, თუ საქმე, რომლითაც ხართ დაკავებულები არ განიჭებთ სიამოვნებას.

 

წესი მეორე: აკეთეთ  თქვენი  საქმე ,,ფრიადზე”

მართალია ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მაქსიმალიზმი არაა ხასიათის საუკეთესო თვისება, თუმცა ის კარიერისთვის ძალიან სასარგებლოა. რა საქმითაც არ უნდა იყოთ დაკავებულები, ეცადეთ უზრუნველყოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხი. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ კარგად შესრულებული სამუშაო დაწინაურების წინაპირობაა.

აწყობთ მარკეტინგულ ღონისძიებას? ბიუჯეტი უნდა იყოს გათვლილი ნიუანსებში, ხოლო დაგეგმილმა აქციამ ჩაიაროს ჩავარდნის გარეშე. თქვენ ხართ ხელმძღვანელის ასისტენტი და გეგმავთ მის დღეს? მოიფიქრეთ ყველაფერი წვრილმანების დონემდე - დაწყებული შეხვედრების გრაფიკიდან, შესვენებისა და ყავის მირთმევის ჩათვლით.

შესრულებული სამუშაოს შედეგები იქნება თქვენი მთავარი ძალა კარიერული აღმასვლისას. მოემზადეთ ობიექტური შეჯიბრებისათვის - უმეტეს შემთხვევებში სამსახურებრივი კიბის ზედა საფეხურზე ადის ის, ვინც უფრო სწრაფად და ეფექტურად მუშაობს, თუმცა გამონაკლისებიც გვხვდება. საკუთარი თავის დამშვიდება იმით, რომ ,,ჩვენს ქვეყანაში კარიერა იქმნება მხოლოდ ნაცნობობით” - ნიშნავს საკუთარი თავისთვის შანსის შეგნებულად წართმევას.

 

წესი მესამე: დაალაგეთ  პრიორიტეტები

არის შემთხვევები, როდესაც სამუშაოს შესრულება ,,ფრიადზე” ვერ ხერხდება დროის უკმარისობის გამო. მაგალითად ავიღოთ სიტუაცია, რომელიც ბევრისთვისაა ცნობილი: ერთი მხრივ პატარა ბავშვი, რომელიც ბებიასთან მარტო დარჩა სახლში და მეორე მხრივ უფროსის მოხსენება, რომელიც სამსახურში გელოდებათ. რა უნდა გააკეთოთ? მშვიდად დაფიქრდით კონკრეტულ მომენტში რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის? ოფისში გვიანობამდე დარჩენილმა დაიწეროთ დამატებითი ქულები თუ გაატაროთ დრო ბავშვთან? აქ ზუსტად განსაზღვრული პასუხი არაა და არც შეიძლება, რომ იყოს. აქ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებებს პრიორიტეტებიდან გამომდინარე.

 

წესი მეოთხე: ისწავლეთ მოლაპარაკების ხელოვნება და არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება

კარიერა - ეს ყოველთვის ურთიერთობა და მოლაპარაკების ხელოვნების ცოდნაა სხვადასხვა ადამიანებთან, განსაკუთრებით ურთიერთობის აწყობა ხელქვეითებთან, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ თქვენი თანასწორნი იყვნენ თანამდებობით. ახალგაზრდა ხელმძღვანელისათვის ეს შეიძლება დაბნევის მიზეზიც კი აღმოჩნდეს: არ სურდეს გამოიყურებოდეს დესპოტად, მაგრამ თუ იცის, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს სოც. ქსელებზე კარგავს, როგორ მოიქცეს?!

შესაბამისი სიტუაციების გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტი შეიძლება რამდენიმე იყოს: 1.დაელაპარაკო ამ თანამშრომელს, კიდევ ერთხელ შეახსენო რომ სამუშაო საათები განკუთვნილია სამუშაოსათვის, დაეყრდნო მის კეთილსინდისიერებას და პასუხისმგებლობის გრძნობას. 2.დაუსახო ახალი ამოცანები, რომლებიც ფიზიკურად თავისუფალ დროს არ დაუტოვებს სოც. ქსელებისათვის და სხვა.

არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება კომპანიის ინტერესებშიცაა - ეს არის ის, რის გარეშეც რეალურად შეუძლებელია მაღალი თანამდებობის მიღწევა. ამავდროულად, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ იხელმძღვანელოთ კანონებით, ეთიკისა და სამართლიანობის უბრალო წესებით, მხოლოდ მაშინ წარსდგებით არა ტირანად, არამედ ადეკვატურ ხელმძღვანელად.

 

წესი მეხუთე: იამაყეთ იმ საქმით, რასაც აკეთებთ

თქვენი საქმე უნდა გიყვარდეთ, იგრძნოთ სიამაყე პირადი თუ კომპანიის შედეგებით. ახალგაზრდა მდივანს, რომელიც დარწმუნებით აცხადებს: ,,მე ვპასუხობ ზარებს, მსიამოვნებს ხალხთან ურთიერთობა, მე ვამაყობ, რომ ვარ სასარგებლო ასეთი პატივსაცემი კომპანიისათვის” - გაცილებით მეტი შანსი აქვს კარიერის მოწყობის, ვიდრე მას, ვინც წუწუნით ამბობს: ,,სანამ უკეთესს არ ვიპოვი მიწევს ვუპასუხო ზარებს და მოვუმზადო ყავა უფროსს.”

 

და ბოლოს, წარმატებით დაასრულეთ სერიოზული პროექტი? მოუყევით თანამშრომლებს ამის შესახებ. თქვენს კომპანიაზე სტატია გამოაქვეყნა პოპულარულმა ჟურნალმა? არ მოგერიდოთ და გააზიარეთ საკუთარ გვერდზე, რათა ეს ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი თქვენი მეგობრებისათვის.

 

psyfactor.org

 

| გააზიარე
მოგწონთ?