ერთი ჩვევა, რომელსაც შეუძლია თქვენი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალოს


მხოლოდ ერთი ჩვევის არჩევა რომ შემეძლოს, რომელიც დრამატულ გავლენას მოახდენდა ჩემს ცხოვრებაზე, რომელს ავირჩევდი? 

ჩემი ცხოვრების 33 წლის მანძილზე ბევრი ჩვევა შევიძინე. წავიკითხე უამრავი ბიზნეს სტატია და წიგნი ტონი რობინსით დაწყებული, სეთ გოდინით დამთავრებული. ბევრი თქვენგანი დაუსრულებლად ეძებს პასუხს კითხვაზე - რა შემიძლია გავაკეთო ყოველდღიურად, რაც განაპირობებს პოზიტიურ აზროვნებას?

მე ავირჩევდი - ,,10 წლის ტესტს“. ეს ჩვევა მეხმარება კვლავ ფეხზე წამოდგომაში.

ყოველთვის, როცა რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდები, პირველი რეაქცია, უმეტეს შემთხვევაში, ნეგატიური ემოციაა. ვბრაზდები, ვღიზიანდები, მიპყრობს შიში, რაღაც მწყინს ან იმედი მიცრუვდება. 

თქვენც ასე ხართ?

მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ადამიანების არანაკლებ 80%-ს აქვს ზუსტად ასეთი რეაქცია. რა არის ამის მიზეზი?

ადამიანებს განვითარების ადრეულ (პრიმიტიულ) დღეებში ისეთი პირობები ჰქონდათ, რომ ,,ბრძოლის ან ფრენის“ რეჟიმში უნდა ყოფილიყვნენ. მაშინ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ადამიანებისთვის ემოციების და ინსტიქტების ნდობა გადარჩენისთვის. დღესდღეობით, ჩვენ უფრო რაციონალურად ვაფასებთ საფრთხეებს, მაგრამ ჩვენი ემოციური პასუხი შეიძლება ისევ ისეთი იყოს, როგორიც უწინ. ამიტომაც, რთულ სიტუაციებში ადამიანები რეაგირებენ უარყოფითად. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ბუნებრივია.

ცხოვრების მანძილზე ბევრი პრობლემა შემხვედრია, უნივერსიტეტის გამოცდებიდან დაწყებული, პირველ სიყვარულთან დაშორებით და კანონებთან პრობლემებით დამთავრებული. სიტუაციები, როცა გგონია, რომ ცხოვრება თავზე დაგენგრა და გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ყველა პრობლემა უკან მოვიტოვე, ისინი უფრო მალე მოვაგვარე, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა.

როგორ მოვაგვარე ეს პრობლემები?

რა არის ის საიდუმლო ჩვევა, რომელიც ასე დამეხმარა?

 

მას ეწოდება ,,10 წლის ტესტი“. თქვენ მხოლოდ 3 მარტივ შეკითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა:

1.    ეს მნიშვნელოვანი იქნება 10 დღის შემდეგ?
2.    ეს მნიშვნელოვანი იქნება 10 თვის შემდეგ?
3.    ეს მნიშვნელოვანი იქნება 10 წლის შემდეგ?


ყოველთვის, როცა ამას ვაკეთებ, ბოლო კითხვაზე პასუხი თითქმის ყოველთვის არის ,,არა“ და ეს ყველაფერს ცვლის.

ცადეთ, ამან შეიძლება თქვენი ცხოვრებაც ისევე შეცვალოს, როგორც ჩემი.

 

წყარო: www.lifehack.org

 

| გააზიარე
მოგწონთ?