8 რამ, რაც უნდა იცოდეთ თუ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხართ


1. ტკივილი დროებითია

იცოდეთ რომ ტკივილი ის არის, რაც ყოველთვის ახლოს იქნება, რომ გაცდუნოთ და გაიძულოთ უკან დაიხიოთ. გახსოვდეთ რომ რაც მეტს აიტანთ, მით მეტად შემცირდება ტკივილის გავლენა თქვენზე. 

 

„ტკივილი დროებითია, მას შეიძლება გრძნობდე ერთი წუთი, ერთი საათი, შეიძლება ერთი წელიწადიც. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ის ქრება და რაღაც განსაკუთრებული რჩება ჩვენში, ხოლო თუ დანებდები ტკივილი იქნება შენში მუდამ“ - ლანს არმსტრონგი 

 

2.შენ განსაკუთრებული ხარ

არ მოუსმინოთ მათ, ვისაც შეუძლია თქვენი დემოტივირება. იცოდეთ, რომ ერთადერთი ხართ მთელ სამყაროში და თქვენნაირი სხვა არავინაა. თქვენ, მხოლოდ თქვენ ქმნით ცხოვრებას უნიკალურს. ასე რომ შეუდექით ამ კეთილ საქმეს. 

 

3.არ დანებდე

არ შეგეშინდეს წარუმატებლობის. რთულია იყო ყოველთვის გამარჯვებული, თუმცა არ უნდა მისცე საშუალება წარუმატებლობას ხელი შეგიშალოს ახალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. წარუმატებლობა არის ახალი უფრო სწორი გზის დანახვა, მოემზადე ახალი ნაბიჯისთვის.

 

4. გქონდეს ძლიერი სურვილი

გჯეროდეს, რომ შენ ქმნი საოცრებას. რადგანაც უნიკალური ხარ და სხვა შენი მსგავსი სამყაროში არ არის შეგიძლია შექმნა ის, რაც გინდა. მთავარია გქონდეს ძლიერი სურვილი.

 

5. არ გაუშვა შანსი

გახსოვდეს, რომ ყოველი წამი მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ სამყარო წამებზე და წამის მეასედებზეა აწყობილი. დრო ის არის, რაც უნდა დაიჭირო, გამოიყენო და არ გაუშვა, ის წყვეტს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. უნდა შეძლო და დაიჭირო წამი, როდესაც ფიქრობ მნიშვნელოვან რამეზე, არ უნდა გაუშვა არც ერთი შანსი, უნდა ეცადო გამოიყენო მაქსიმალური იმისგან, რაც სამყარომ შესაძლებლობის სახით გამოაგზავნა შენთან.

 

6. იცოდე ვინ ხარ და საით მიდიხარ

ეს ის კითხვებია, რომლებიც  უპირობოდ ხსნიან კარს და გაჩვენებს რა გხვდება კარს მიღმა. 


7. ნუ უყურებ სხვას

ადამიანები განსხვავებულები არიან, ყველასთვის ვერ იქნები მისაღები, შენი იდეა შეიძლება სხვისთვის სრული სიგიჟეც კი იყოს. მიიღე გადაწყვეტილება, გააკეთე არჩევანი შენს ოცნებასა და სხვა ადამიანების შეხედულებებს შორის.


8. ნუ იფიქრებ, რომ სხვა შენზე უკეთესია

ყველაფერი საკუთარი თავიდან იწყება. უნდა იყო შთამაგონებელიც და მშენებელიც შენი თავისთვის. უნდა გაზარდო პიროვნება შენს თავში და ამით მიხვდები, რომ უკეთესი მხოლოდ დროებითი ცნებაა და რომ ყველაფერი შესაძლებელია.

 

| გააზიარე
მოგწონთ?