10 მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი პატარა უფლისწულისგან


1.პრობლემა იწყება ძალიან პატარა ყლორტისგან, რომელიც მაშინვე არ იქნა დამუშავებული

ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას პრობლემებს, რომლებიც ჩვენთვის უვნებლად გამოიყურება, მაგრამ მოგვიანებით ვნანობთ, რომ ეს უმნიშვნელო ვარდნა, გიგანტურ პრობლემაში გადაიზარდა. პატარა უფლისწული ყოველდღე მონდომებით ანადგურებს ბაობაბის მცირე წარმონაქმნებს.

 

,,სანამ ისინი ასეთი დიდები გაიზრდებიან, ბაობაბები პატარები არიან."

 

2.არ შეწყვიტო შენ ირგვლივ სილამაზის აღქმა

დიდებისთვის ჩვეულებრივი ამბავია საჭესთან ჯდომა და მანქანის მართვა, მაგრამ ბავშვისთვის მსგავსი დეტალები - თავისთავად ჯადოქრობაა. 

 

3.ნუ იქნებით ზედმეტად დაინტერესებული ციფრებით და მატერიალური მაჩვენებლებით

,,დიდებს უყვართ რიცხვები. როცა ეტყვი, რომ ახალი მეგობარი გყავს, ისინი არასდროს შეგეკითხებიან რაიმე არსებითს. არასდროს გეტყვიან: ,,როგორ ჟღერს მისი ხმა? რა თამაშები უყვარს ყველაზე მეტად?" „ნაცვლად ამისა აუცილებლად იკითხავენ: ,,რამდენი წლისაა? რამდენი ძმა ჰყავს? ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მხოლოდ ამ რიცხვებით შეიტყობენ მის შესახებ რაიმეს.“

 

4.განსხვავებულ ადამიანებს განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ

,,ყველა ადამიანს აქვს ვარსკვლავები, მაგრამ ისინი განსხვავებულია ყველასთვის. მოგზაურებისთვის ისინი გიდები არიან, ზოგისთვის ისინი სხვა არაფერია, თუ არა პატარა შუქები ცაზე.“

ვარსკვლავები ისაა, რასაც ვაფასებთ ცხოვრებაში, ჩვენი ოცნებები და მისწრაფებები.

 

5.ყველაფერი რაც გჭირდება, სიყვარულის პატარა წვეთია შენში და დაინახავ, რომ სიყვარული ყველაფერია

როცა უფლისწული და მფრინავი დაიკარგნენ უდაბნოში, უფლისწული მაინც ოპტიმისტად რჩებოდა. მას სჯეროდა, რომ  უდაბნოს მშვენიერს ხდის ის, რომ სადღაც ის მალავს ჭას. ისწავლეთ გიყვარდეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის.


  

 

6.ფული არ არის ყველაფერი

რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ფული, მაგრამ ამის გამო ბევრი ჩვენგანი კარგავს საკუთარ მოწოდებას და თრგუნავს მას, რაც სინამდვილეში სურს.

რამდენი ადამიანი მუშაობს ისეთ სამსახურში, რომელიც არ უყვარს მხოლოდ იმიტომ, რომ იქ კარგად უხდიან?  

 

7.იყავი მკვლევარი

კომფორტის ზონა უფრო საშიშია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ის მანიპულირებს თქვენით - გაფიქრებთ, რომ თქვენ არ გჭირდებათ მღელვარე ცხოვრება.

 

„გეოგრაფი არ ტოვებს თავის მერხს, ის მკვლევარების ინფორმაციას იყენებს, რომლებიც გამოდიან გარეთ და ითვლიან ქალაქებს, მდინარეებს, მთებს, ზღვებს, ოკეანეებსა და უდაბნოებს.“

გააკეთეთ ის, რისიც გეშინიათ. იყავით მკვლევარი და არა გეოგრაფი.


8.დაინახე გულით, რა არის უაღრესად მნიშვნელოვანი

გარეგნობა მხოლოდ ნაჭუჭია, ცარიელი და უმნიშვნელო. რაც მნიშვნელოვანია, ის უხილავია.


9.შეუძლებელია ოდესმე მათი ჩანაცვლება, ვინც გიყვარს

როდესაც პატარა უფლისწულმა იპოვა თავისი ვარდის მსგავსი ვარდების ბაღი, საშინლად იგრძნო თავი, რადგან თავისი ვარდი სამყაროში ერთადერთი ეგონა. მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ არ ჰქონდა ამას მნიშვნელობა. მისი ვარდი იყო ერთადერთი სამყაროში, ვისზეც ის ზრუნავდა და მზად იყო მომკვდარიყო მისთვის.

 

,,დრო, რომელიც შენს ვარდზე ზრუნვაში დახარჯე, არის ის, რაც შენს ვარდს ასე მნიშვნელოვანს ხდის.“

 

ასეა ჩვენ საყვარელ ადამიანებზეც. ვერაფერი ჩაანაცვლებს ჩვენს გულში მათთვის განკუთვნილ ადგილს.

 

10.ზოგჯერ დუმილი საკმარისია

ძალიან ხშირად დამიწყვია ფიქრები ფრაზებად და რაც უფრო მეტად განვმარტავდი, მით უფრო გაუგებარი ხდებოდა.

,,სიტყვები გაუგებრობების წყაროა“. ზოგჯერ დუმილიც საკმარისია.

 


Letterpile.com

| გააზიარე
მოგწონთ?