მსოფლიოს 3 უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი თვითონ შექმნა


როგორ გავხდეთ მდიდარი? შეიძლება დაეყრდნოთ იღბალს, მოიგოთ ლატარეა და გამდიდრდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება მალე დაკარგოთ სახსრები. მდიდარი ადამიანი - არაა მხოლოდ ფულის პატრონი, ის მცოდნეა, მან იცის როგორ უნდა გამოიმუშავოს, გაამრავლოს და შეინახოს. სიმდიდრე - ეს ცოდნაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ისწავლოს სურვილის შემთხვევაში. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები გვიზიარებენ წარმატების ისტორიას და ყველას შეუძლია მისთვის საჭირო, სასარგებლო რჩევა თუ მაგალითი მოინიშნოს სათავისოდ. მათი ბიოგრაფიების, აზრების, პრინციპების, ცხოვრების წესისა და ღირებულებების გაცნობის შემთხვევაში შესაძლებელია მათ მდგომარეობასთან მიახლოვება. მსოფლიოს მდიდარ ადამიანებს აქვთ არასტანდარტული აზროვნება, თითქოს გულუბრყვილო, მაგრამ მხოლოდ მას ძალუძს მიყვანა არასტანდარტულ, მრავალმილიონიან შემოსავლებამდე. მაგალითისთვის განვიხილოთ წარმატების რამდენიმე, საინტერესო ისტორია.

 

ჟოზეფინა ესტერი, მე-20 საუკუნის ბიზნეს-გენიოსი

ჟოზეფინა ესტერი ღარიბი ევროპელი ემიგრანტების ოჯახიდან იყო. ნატურალური კრემების გაყიდვიდან კოსმეტიკური ინდუსტრიის  Estee Lauder-ის დიასახლისობამდე - მის მიერ განვლილი გზაა.

ბავშვობიდან ეხმარებოდა ნატურალური კოსმეტიკის საოჯახო მაღაზიაში და ყველაფერი ფაქტიურად აქედან დაიწყო. გათხოვების შემდეგ კი გადაწყვიტა დამოუკიდებლად გაეგრძელებინა კრემების წარმოება ქიმიკოსი ბიძის რეცეპტით და ის თავისი ხელით მოეხარშა საკუთარ სამზარეულოში.

ჟოზეფინას პირველი კლიენტები სატელეფონო ცნობარიდან მოზიდული მომხმარებლები იყვნენ. იყენებდა მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს, რომლებსაც შესანიშნავი ხარისხი ჰქონდათ. მისი ერთ-ერთი მარკეტინგული სვლა იყო ის, რომ მათი ჭამაც შეიძლებოდა, რითაც ხაზს უსვამდა მათ ნატურალურობას. წარმოებამ სულ მალე სამზარეულოდან რესტორანში გადაინაცვლა. შეკვეთების რაოდენობის გაზრდამ გაფართოების აუცილებლობა დააყენა დღის წესრიგში და კოსმეტიკურ, დეკორატიულ და სუნამოების წარმოებამდე მიაღწია.

პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით ჟოზეფინამ კლიენტებს რევოლუციური საშუალება შესთავაზა. პრეზენტაციაზე მისულ მომხმარებლებს ხვდებოდათ პროდუქტი, რომელზეც მიმაგრებული იყო პატარა, უფასო სინჯი. ამით შეძლო მომხმარებლებში ნდობის და ყიდვის სურვილის აღძვრა. ეს სარეკლამო სვლა შემდგომ ბევრმა კოსმეტიკურმა კომპანიამ გაიმეორა.

მან მოიფიქრა და დანერგა ასევე საჩუქრების სისტემა, როდესაც გარკვეული თანხის პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი იღებდა დამატებით, უფასო საჩუქარს. სკეპტიკოსები ჟოზეფინას დასცინოდნენ და გაკოტრებას უწინასწარმეტყველებდნენ გაყიდვებში ახალი მიდგომების გამო, თუმცა საერთო დამსახურებულმა სიყვარულმა, კომპანია Estee Lauder, ყოველწლიურ მილიარდიან ბრუნვაზე გაიყვანა. მათ შეიძინეს კოსმეტიკური ბრენდები, რომელთა რიცხვში შევიდნენ La Mer, Clinique. Estee Lauder-ის პროდუქცია იყიდება მსოფლიოს  120 ქვეყანაში გახსნილ ათასობით მაღაზიაში.

 

 ინდრა ნუი - PepsiCo-ს პრეზიდენტი

ინდრა ნუის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გენერალურ დირექტორად თვლიან. წარმოშობით ინდრა კონსერვატული ინდური ოჯახიდანაა. ინდოეთში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რომ უნდოდა განვითარება ბიზნესის სფეროში. ამისათვის კი საჭირო იყო განათლების მიღება აშშ-ში. 22 წლის გოგონა მარტო გაემგზავრა, მენეჯმენტში ამერიკული განათლების მისაღებად, მაგრამ ეს არანაირად არ შეესაბამებოდა ინდური კონსერვატული ოჯახის ტრადიციებს. ინდრას სოლიდური, საქმიანი კოსტიუმის შესაძენად სახსრების არქონის გამო გასაუბრებებზე უწევდა ინდური სარით სიარული.

სამსახურში, Boston Consulting Group-ში, შრომისმოყვარეობის წყალობით ინდრამ შეძლო სტაჟიორობიდან საერთაშორისო სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელამდე დაწინაურება.

კარიერული წინსვლის პერიოდში მან სხვადასხვა კომპანიებისგან მიიღო შეთავაზება, რომელთაგან ერთ-ერთი PepsiCo იყო. ინდრას გადაწყვეტილებების მიღებისას ამ კომპანიამ სრული თავისუფლება შესთავაზა, რამაც მისცა საშუალება კომპანიის შემოსავალი საგრძნობლად გაეზარდა და გადაეყვანა განვითარების ახალ ეტაპზე. იგი არ შემცდარა, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელობას შესთავაზა განვითარებისათვის საჭირო ახალი სტრატეგიები და დახურა არასასარგებლო მიმართულებები. PepsiCo-მ შეიძინა ისეთი ბრენდები, როგორიცაა Tropicana and Quaker, Oats, Wimm-Bill-Dann და წვენების მწარმოებელი რუსული უმსხვილესი კომპანია ,,лебедянский”. შედეგად PepsiCo ტკბილი, გაზიანი სასმელების წარმოებიდან გადავიდა ჯანსაღი პროდუქციის წარმოებაზე: წვენები, რძის პროდუქტები, ფაფები, ხილის ჩიფსები და სხვა. ინდრამ განვითარებისადმი მიდგომის სრულიად შეცვლით კომპანიის შემოსავალი გაზარდა 2-ჯერ და დღეს ბაზარზე PepsiCo-ს ღირებულება 100 მლრდ. დოლარს აჭარბებს.

 

ამანსიო ორტეგა


მისი მიღწევებია 5000 მაღაზიის ქსელი მსოფლიოს 77 ქვეყანაში, ევროპაში უძრავ ქონებაში ინვესტირება, საბანკო და ტურისტული საქმიანობა. შედის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ტოპ 10-ის სიაში. საიდან დაიწყო ყველაფერი?

ამანსიო იმდენად ღარიბი ოჯახიდან იყო, რომ სახსრები საშუალო განათლების მისაღებადაც კი არ ჰყოფნიდა. მუშაობა მაღაზიიდან მამაკაცის პერანგების დარიგებით  13 წლისამ დაიწყო და 14 წლის უკვე დიზაინერის დამხმარედ მუშაობდა. შემდგომ მაღაზიის მენეჯერი გახდა.

მეუღლესთან ერთად სახლში ქალის თეთრეულის და ღამის პერანგების კერვა დაიწყო. ერთ-ერთ მსხვილ პარტიაზე პარტნიორის უარის გამო, მთელი საქონელი რომ არ დარჩენოდა და როგორმე გაეყიდა, იძულებული გახდა გაეხსნა პატარა მაღაზია სახელად Zara.

ამან მისცა დასაბამი მსოფლიოში მსხვილი მაღაზიების ქსელის შექმნას. ამანსიომ მილიარდიანი შემოსავლის მქონე კომპანიის დატოვება 2011 წელს გადაწყვიტა და უძრავი ქონებისა და სასტუმროების ბიზნესით დაკავდა. ამისათვის შეიძინა 43 სართულიანი ცათამბჯენი მადრიდში, მაიამიში კი იყიდა 54 სართულიანი სასტუმრო.

 

ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებები ნათელი მაგალითია იმისა, რომ სიღარიბე სასჯელი არაა და გახდეთ მდიდარი - ეს შესაძლებელია!

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?