როგორ ვუთხრათ უფროსს, რომ ცდება


ფიქრობ რომ შენი უფროსი ცდება? გუნდი გრძნობს, რომ რაღაც ისე არ არის , მაგრამ ვერავინ ბედავს უფროსისთვის თქმას? ხელმძღვანელთან გარკვეული შეწინააღმდეგება ბუნებრივი და სამართლიანი მოვლენა ხდება,მაგრამ როგორ მიუთითებდით თქვენს უფროს შეცდომაზე ისე, რომ სამსახური არ დაკარგოთ ან უბრალოდ ცუდი ადამიანი არ გამოჩნდეთ?

პირველ რიგში,  კარგად დაფიქრდით, საფუძვილანია თქვენი ეჭვი? იქნებ უფროსი არ ცდება? ერთია, როდესაც ეუბნებით თქვენს აზრს და მეორე - როდესაც ცდებით. ფრთხილად იყავით სულელურ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ასე შეიძლება უფროსის განრისხება გამოიწვიოთ.

თუ თქვენი უფროსი კარგი ლიდერია, მაშინ თქვენს უკურეაქციას ყურადღებით მოუსმენს.  მისი საქმიანობის დიდი ნაწლი ხომ თანამშრომლებთან ურთიერთობას ეხება. ამისთვის საჭიროა  მოსმენის უნარის გამომუშავება.

თქვენი უკურეაქციის გასაღებია ის, რომ მოკრძალებით მიუთითოთ თუ რაზე და რატომ არ ეთანხმებით. დაფიქრდით, თუ თქვენს უფროსს მიაწოდეთ ისეთი ინფორმაცია, რომელზეც  უნდა დაგთანხმდეთ მაშინ თქვენ შორის საუბარი უკვე შედგა და შესაბამისად თქვენს შენიშვნას დადებითად მიიღებს, მაგარამ თუ ამის მიუხედავად მას ცუდი რეაქცია ჰქონდა, თქვენ მაინც მოგებული ხართ, რადგან ზუსტად იცით ვისთან მუშაობთ და არაფერი გესაქმებათ ისეთ კომპანიაში, სადაც გუნდს ბოსი მართავს და არა ლიდერი.

არაფერია საშიში იმაში, რომ გამოთქვათ თქვენი აზრი. მხოლოდ ორი შედეგი არსებობს და ორივე მათგანი შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

როგორ ფიქრობთ, ნამდვილმა ლიდერმა პატივი უნდა სცეს ინდივიდუალურობას და დადებითად მიიღოს თანამშრომლების უკუკავშირი? ან ისწავლოს შეცდომებიდან?

ამ კითხვებზე პასუხი მიგახვედრებთ ხართ თუ არა იქ, სადაც თქვენი ადგილია.


ფიქრია ექვთიმიშვილი
წყარო: www.success.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?