რა თვისებებია საჭირო პირადი და პროფესიული ცხოვრების სწორად მართვისთვის?


თქვენს მოქმედებებს განსაზღვრავს თქვენი პიროვნული თვისებები. ისინი წარმოგაჩენენ, მათზეა დამოკიდებული თქვენი ურთიერთობები სამსახურში, სახლში. შესაბამისად, მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თქვენს მომავალზე.

ადამიანის ბედნიერებას განსაზღვრავს წარმატებული კარიერა და მოწესრიგებული პირადი ცხოვრება. როდესაც პიროვნებას ეს ორი მხარე დალაგებული აქვს, ის ბედნიერია, მისი აზროვნება პოზიტივისკენაა მიმართული, პრობლემებს ადვილად უმკლავდება, ფსიქოლოგიურად და პიროვნულად ძლიერდება. შესაბამისად, ეს ყველაფერი თვისებების სწორად მართვით მიიღწევა.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

 

ურთიერთობა

ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ პოზიტიური ურთიერთობების დამყარება, წარმატებულნი არიან სამსახურში. ასეთ ადამიანებს ყოველთვის აქვთ სწორი მოტივაცია. ბედნიერი ურთიერთობები მათ ეხმარებათ შეინარჩუნონ ოპტიმისტური აზროვნება და შინაგანად მოტივირებულნი იყვნენ. ისინი გამოირჩევიან რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარით.

 

დროის მართვა

დროის სწორად გადანაწილება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც წარმატებული კარიერის ბილიკებს მიუყვებით. თქვენ უნდა შეძლოთ დაგეგმილი საქმეების საბოლოო დროის განსაზღვრა და შესრულება, მათი მკაცრად გაკონტროლება. დროის მართვა გეხმარებათ საქმეების ორგანიზებაში და პრიორიტეტების დასახვაში.

 

განწყობა

პოზიტიური განწყობა გეხმარებათ მარტივად შეხედოთ ცხოვრებას. ის განგაწყობთ ოპტიმისტურად ყველა დადებითი თუ უარყოფითი მოვლენის მიმართ. იგი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ იფიქროთ რაციონალურად და წარმატებულად გაუმკლავდეთ პრობლემებს.

 

ფინანსების მართვა

რა თქმა უნდა, ფულით ვერ იყიდით ბედნიერებას, მაგრამ მის უქონლობას ნამდვილად შეუძლია გამყოფოთ „უბედურების ზონაში“. დიდი მნიშვნელობა აქვს ფულის ეფექტიანად და სწორად ხარჯვას, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად შეგექმნებათ ფინანსური პრობლემები, რაც დამეთანხმებით, რომ არასასიამოვნო ფაქტია. პირიქით, თუ თქვენ ჭკვიანურად განაგებთ თქვენს ფინანსებს, მაშინ აუცილებლად გექნებათ მოწესრიგებული ცხოვრება.

 

დამოუკიდებელი ხასიათი

ადამიანი, რომელიც მუდმივად დამოკიდებულია სხვების შეხედულებებზე, არ გააჩნია საკუთარი აზრი, იგი ადვილად ექცევა მათი ზეგავლენის ქვეშ და გამოირჩევა მერყევი ხასიათით. მისი განწყობა ერთნაირია სახლშიც და სამსახურშიც. პირიქით, პიროვნებას, ვისაც გააჩნია საკუთარი შეხედულება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, არის გამორჩეული, არ გაურბის პრობლემებს და უმკლავდება მასზე დაკისრებულ ამოცანებს, როგორც ლიდერი და იცის, როგორ მართოს ადამიანები.

 

პრიორიტეტები

პრიორიტეტების განსაზღვრა ცხოვრებაში და მათი თანმიმდევრულად განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა დაიცვათ 20/80 - ის (პარეტოს) პრინციპი, რაც მდგომარეობს შემდეგში: თქვენ მიერ დახარჯულ ოც პროცენტ ძალისხმევას (პრიორიტეტის შესრულებას) მოაქვს ოთხმოცი პროცენტი შედეგი და პირიქით. საქმეების პრიორიტეტებად განსაზღვრით და შესრულებით თქვენ გამოგითავისუფლდებათ მნიშვნელოვანი დრო, რისი მეშვეობითაც შეძლებთ პროფესიული და პირადი ცხოვრების დაბალანსებას.

 

ამ უნარ-ჩვევების გარეშე ნამდვილად გაგიჭირდებათ პირადი თუ პროფესიული ცხოვრების დალაგება, ამიტომ აუცილებლად გამოიმუშავეთ ისინი, დანერგეთ ცხოვრებაში და დაინახავთ, როგორი მარტივი გახდება სამყარო თქვენ ირგვლივ.

 


motivationgrid.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?