წარმატებული ადამიანების 10 გამონათქვამი ლიდერობის შესახებ


1. „ლიდერი არის ის, ვინც იცის გზა, მიდის ამ გზაზე და აჩვენებს ამ გზას.“ - ჯორჯ მაქსველი

2. „თუ თქვენი ქმედებები შთააგონებს სხვებს იოცნებონ უფრო მეტი, ისწავლონ უფრო მეტი და გახდნენ უკეთესები, ესე იგი თქვენ ლიდერი ბრძანდებით.“-ჯონ ადამსი

3. „ლიდერობა უნდა გამოიმუშავო ყოველდღე.“-მაიკლ ჯორდანი

4. „გახსოვდეთ განსხვავება მმართველსა და ლიდერს შორის. მმართველი ამბობს წადი, ლიდერი კი - წავიდეთ.“-ჯორჯ კელი

5. „ლიდერობა მოწოდებაა და არა თანამდებობა.“-ჯორჯ ვაშინგტონი

6. „თუ გსურს, ლიდერი იყო, ხალხი კი არ უნდა მართო, არამედ უნდა დაეხმარო მათ.“-შიმონ პერესი

7. „სიმამაცე არ არის შიშის არ ქონა. სიმამაცე - ეს არის ტრიუმფი შიშზე! მოიხსენი ბორკილიბი და იყავი ლიდერი. მსოფლიოს სჭირდება ლიდერები! შენ არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ ვალდებულება გაქვს იმისა, რომ იყო ლიდერი იმ საქმეში, რასაც აკეთებ! არასდროს შეგეპაროს ეჭვი, რომ გონიერ და თავდადებულ ადამიანთა მცირერიცხოვან ჯგუფს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო! ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ შენ გაიღვიძო და იყო ლიდერი ტიტულების გარეშე!“-რობინ შარმა

8. „მართვის არსი ისაა, რომ რაღაც სწორად აკეთო, ლიდერობისა კი - სწორად შეარჩიო ის, რაც უნდა გააკეთო!“-პიტერ დრუკერი

9. „შენ არ გჭირდება ტიტული იმისთვის, რომ გახდე ლიდერი, თუ ადამიანის მოწოდება მეეზოვეობაა, მან ისე უნდა დაგავოს ქუჩა, როგორც ხატავდა მიქელანჯელო, უკრავდა ბეთჰოვენი და წერდა შექსპირი. მან იმდენად კარგად უნდა დაასუფთავოს ქუჩები, რომ ზეცისა და დედამიწის ყოველი ბინადარი შეჩერდეს და თქვას: აქ ცხოვრობს უდიდესი მეეზოვე, რომელიც უმაღლეს დონეზე ასრულებს თავის საქმეს.“-მარტინ ლუთერ კინგი

10. “მართვა, წარმატების კიბეზე ასვლაზე აგებს პასუხს, ლიდერობა კი განსაზღვრავს, იმ კედელზეა თუ არა  მიბჯენილი კიბე, რომელიც ამ წარმატებას უზრუნველყოფს“-სტივენ კოვი

 

თეონა გლოველი

| გააზიარე
მოგწონთ?