დედა ტერეზას გამონათქვამები


დედა ტერეზას გახსენებისთანავე თითოეული ადამიანი ფიქრობს მისი კეთილი საქმეების შესახებ. მართალია ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ თუ მოინდომებთ, თქვენი სახელიც იქნება მარადიული. გთავაზობთ დედა ტერეზას რამდენიმე შთამაგონებელ გამონათქვამს:

 

●თუკი თქვენ კეთილი ხართ, ადამიანებს შეუძლიათ დაგადანაშაულონ ეგოისტურ მისწრაფებებში. ამისდა მიუხედავად, იყავით კეთილი! 

●თუკი თქვენ წარმატებული ხართ, თქვენ გაგიჩნდებათ როგორც ჭეშმარიტი, ასევე ყალბი მეგობრები. ამისდა მიუხედავად, იყავით წარმატებულები! 

●თუ თქვენ გულითადი და გულღია ხართ, ადამიანებმა შეიძლება მოგატყუონ. ამისდა მიუხედავად, იყავით გულითადები და გულღიები! 

●ის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში აშენებდით, შეიძლება ერთ ღამეში დაანგრიოს ვინმემ. მაინც, აშენეთ! 

●თუ თქვენ სიმშვიდესა და ბედნიერებას მიაღწევთ, ადამიანებს შეშურდებათ. მიუხედავად ამისა, იყავით ბედნიერები! 

●იმ სიკეთეს, რასაც დღეს აკეთებთ, ხშირად ივიწყებენ მეორე დღესვე. ამისდა მიუხედავად, აკეთეთ სიკეთე! 

●მიეცით სამყაროს საუკეთესო, რაც კი გაგაჩნიათ, თუნდაც ეს არ იყოს საკმარისი, ამისდა მიუხედავად, მიეცით! 

●თუ თქვენ განსჯით სხვას, მაშინ არ გრჩებათ დრო იმისათვის, რომ გიყვარდეთ იგი. გიყვარდეთ ყველაფრის მიუხედავად! 

●გაუნაწილეთ ადამიანებს ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ და ეს არასდროს იქნება საკმარისი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, გაუნაწილეთ მათ ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ. 

●საბოლოოდ მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი თქვენსა და ღმერთს შორის ხდება. ყველაფრის მიუხედავად, ეს არასდროს ყოფილა ადამიანებსა და თქვენ შორის.

●ნუ უცდი უნივერსიტეტის დამთავრებას, შეყვარებას, სამსახურის პოვნას, დაქორწინებას, შვილების ყოლას, მათ დაბინავებას, ზედმეტი ათი კილოს დაკლებას. ნუ უცდი პარასკევ საღამოს, ან კვირა დილას. ნუ უცდი როდის მოვა გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ან ზამთარი. ბედნიერებისათვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს. ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება. ისე იმუშავე, თითქოს ფული სულ არ გჭირდება, ისე შეიყვარე, თითქოს გული არასოდეს უტკენიათ, ისე იცეკვე, თითქოს ვერავინ გხედავს. გახსოვდეს, კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცევიან. მაგრამ ის, რაც უმთავრესია, არ იცვლება, შენს ძალასა და აზროვნებას ასაკი არ გააჩნია. შენი სული ის ბუმბულია, რომელიც აბლაბუდებს არღვევს, ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია, ყველა შედეგის უკან - ახალი მიზანი. ვიდრე ცოცხალი ხარ, იცოცხლე. წინ წადი მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემი!

| გააზიარე
მოგწონთ?