''აბრაამ ლინკოლნი''


წიგნი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რამ ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც გვაძლევს  განვითარების საშუალებას, გვიყალიბებს შეხედულებებსა და ღირებულებებს, რაც აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. არის წიგნები, რომლებსაც შეუძლია დაგვაფიქრონ, დაგვანახონ ყველაფერი სხვა კუთხით და გვიბიძგოს შევცვალოთ ცხოვრება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წიგნის შემოთავაზება მინდა თქვენთვის, რომლის წაკითხვის შემდეგ ვფიქრობ, ცხოვრებას სხვაგვარად შეხედავთ და მიხვდებით, რომ ყველანაირი სირთულის მიუხედავად შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღება.


ეს არის ანდრეი კამენსკის წიგნი „აბრაამ ლინკოლნი’’. მისი ცხოვრება და საზოგადო მოღვაწეობა. არჩევანი ჩემით გავაკეთე მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მიუხედავად წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებისა აბრაამ ლინკოლნმა მაინც შეძლო დასახული მიზნის მიღწევა. წიგნში ასახულია ამერიკის შეერთებული შტატების მე-16-ე პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის ბიოგრაფია.

იგი ღარიბ ოჯახში იზრდებოდა და უჭირდა განათლების მიღება. რამდენიმე წლიანი ინტერვალი ქონდა სკოლაში სწავლისას, რადგან ვერ ახერხებდა სიარულს. თუმცა, გამუდმებით მუშაობდა საკუთარ თავზე და ცდილობდა მცირეოდენი მიღებული ცოდნა უფრო მეტად გაეღრმავებინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პატარა ასაკში აბრაამ ლინკოლნმა თავისი შრომით გამოიმუშავა წიგნი, რომლის წაკითხვაც ძალიან უნდოდა. ეს იყო წიგნი ჯორჯ ვაშინგტონზე. ახალგაზრდობის პერიოდში ფიზიკური შრომა უწევდა ოჯახის სარჩენად, თუმცა ცდილობდა ყოველი თავისუფალი წუთი ცოდნის გასაღრმავებლად გამოეყენებინა.

უახლოვდებოდა ისეთ ადამიანებს, რომელთაგანაც რაღაც ახლის შესწავლა შეეძლებოდა, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ადამიანისგან ისწავლა მან იურისტობა და გახდა ადვოკატი. მომდევნო წლებში ლინკოლნმა რამდენჯერმე სცადა საკუთარი საქმის წამოწყება, მაგრამ მარცხი განიცადა. ასევე დამარცხდა ილიონისის შტატის საკანონმდებლო პარტიის არჩევნებში, შემდეგ როგორც აშშ-ს კონგრესის, ასევე აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის არჩევნებში, თუმცა, საბოლოოდ დანიშნული იქნა აშშ-ს პრეზიდენტად. ის იყო ძალიან ჭკვიანი და სამართლიანი მმართველი.

ეს არის რაც შეიძლება მოკლედ გადმოცემული მნიშვნელოვანი ნაწილი წიგნისა. გირჩევთ თქვენც ვრცლად წაიკითხოთ თითოეული დეტალი, რადგან დარწმუნებული ვარ აბრაამ ლინკოლნის ბიოგრაფია ნებისმიერი ადამიანისთვის ძლიერი მოტივატორი იქნება. თავისუფლად შეიძლება იქცეს თქვენს სამაგიდო წიგნადაც, რათა რთულ მომენტებში, მიზნისაკენ მიმავალ გზაზე, წინააღმდეგობების გამო შეშფოთებულებმა და უკან დახევისთვის მზად მყოფებმა თვალი გადაავლოთ და გაიხსენოთ, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და მიუღწეველი მიზანი.



მარი გაბაშვილი
პროექტი ''წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა''

 

| გააზიარე
მოგწონთ?