პრინცესა დაიანას 15 გამონათქვამი სიკეთესა და სიყვარულზე


პრინცესა დაიანას მეტსახელად „გულების დედოფალს“ ეძახდნენ. ის ყოველთვის განსაკუთრებულ მზრუნველობასა და სიყვარულს გამოხატავდა თავისი ხალხის მიმართ, ეწეოდა ქველმოქმედებას და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში, განსაკუთრებულ უშუალობას იჩენდა უბრალო ადამიანების მიმართ, სწორედ ამიტომ ბრიტანელებს (და არა მხოლოდ მათ) დღემდე გამორჩეულად უყვართ ხალხის გულების დედოფალი. 

 

გთავაზობთ პრინცესა დაიანას 15 გამონათქვამს, რომელიც შთაგაგონებთ, აკეთოთ სიკეთე და გასცეთ მეტი სიყვარული:

1.„ყველას სჭირდება, იყოს დაფასებული. ყველას აქვს პოტენციალი, რომ გასცეს რაღაც.“

2.„ოჯახი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მთელ სამყაროში.“

3.„მხოლოდ ის უნდა გააკეთო, რასაც გული გეტყვის“

4.„ყველა ჩვენგანს სჭირდება გამოხატოს, როგორ ვზრუნავთ ერთმანეთზე და ამ პროცესში, ვზრუნავთ საკუთარ თავზეც.“

5.„ცხოვრება მხოლოდ მოგზაურობაა.“

6.„თუკი ცხოვრებაში იპოვით ვინმეს, ვინც გეყვარებათ მთელი გულით, მაშინ ბოლომდე დაეყრდენით ამ სიყვარულს.“

7.„ყველაზე დიდი პრობლემა დღეს მსოფლიოში არის შეუწყნარებლობა. ყველა უზომოდ შეუწყნარებელია ერთმანეთის მიმართ.“

8.„როდესაც ბედნიერი ხარ, შესაძლოა დაგავიწყდეს რაიმე მნიშვნელოვანი გარიგება.“

9.„მე არ მჭირდება ძვირფასი საჩუქრები, არ მჭირდება, რომ ვინმემ მიყიდოს. მე ყველაფერი მაქვს, რაც მინდა. უბრალოდ მინდა ვინმე, ვინც იქნება ჩემთან ნებისმიერ სიტუაციაში, ვინც თავს მაგრძნობინებს დაცულად და მშვიდად.“

10.„ზრუნვა სხვაზე არის სიკეთის საუკეთესო გამოხატულება, ახსნისა და ჯილდოს გარეშე, სიმშვიდე იმის შეგრძნებისას, რომ შეიძლება ერთ დღეს ვინმემ იგივე გააკეთოს შენ გამო.“

11.„დავეხმარო მათ, ვისაც ეს სჭირდება, არის ჩემი ცხოვრების საუკეთესო და განუყრელი საქმიანობაა.“

12.„ვისურვებდი, რომ ვიყო ხალხის გულების დედოფალი.“

13.„მსურს ვიყო ყველგან, სადაც ტანჯვას ვხედავ და გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია.“

14.„მე არ მაქვს წესების წიგნი, ვაკეთებ იმას, რასაც გულით ვგრძნობ და არა გონებით.“

15.„ვფიქრობ, ყველაზე დიდი ავადმყოფობა, რითაც დღეს სამყარო იტანჯება, არის ადამიანების უსიყვარულობა. მე ვიცი, რომ შემიძლია გავცე სიყვარული ერთი წუთით, ნახევარი საათით, ერთი დღით, ერთი თვით, მაგრამ შემიძლია გავცე. მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ შემიძლია ამის გაკეთება, მე მინდა გავცე სიყვარული.“

| გააზიარე
მოგწონთ?