7 რამ, რაც საკუთარ თავს უნდა შეახსენოთ რთულ პერიოდში


ხანდახან ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც ყველაფერი არ არის ისე, როგორც თქვენ გსურდათ, ამ დროს კი გრძნობთ იმედგაცრუებასა და სიბრაზეს. ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დამდგარა მსგავსი პერიოდი. ამ დროს არჩევანი თქვენზეა, როგორი რეაგირება გექნებათ ცხოვრების ამ რთულ პერიოდზე. 

მხოლოდ პოზიტიურ აზრებს შეუძლია ამ მდგომარეობიდან თქვენი გამოყვანა, რადგან რეალურად, ადამიანს ცხოვრებაში მუდამ აქვს აღმასვლები და ჩავარდნები, ნამდვილი ბედნიერება კი ისაა, რომ შეძლოს და გაუმკლავდეს ნებისმიერ დაბრკოლებას.

 

თუ თქვენ ცუდი პერიოდი გაქვთ, გაუმეორეთ თქვენს თავს ეს 7 ფრაზა:


1. მუდმივი არაფერია

ყოველ ღამეს, ნათელი დღე ცვლის. როდესაც რთულ პერიოდში იმყოფებით, უნდა გახსოვდეთ, რომ მუდმივად არაფერი გრძელდება. ესეც გაივლის. თუ ყველაფერი ახლა არ არის რიგზე, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია არ შეიცვლება უკეთესობისკენ. ტკივილი სამუდამოდ არ გრძელდება. ყოველი ახალი დღე ცხოვრების ახალი დასაწყისია. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ახალ დღეს დაიწყებთ მცდელობით ყველაფერი შეცვალოთ უკეთესობისკენ თუ არა. 

 

2.  ჭრილობები სიძლიერის ნიშანია და არა სისუსტის

ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ცუდი გამოცდილება მას ანადგურებს მორალურად მაშინ, როცა გამოცდილება ხდის უფრო ძლიერს. შეიძლება გქონდეთ ემოციური ნაიარევი, მაგრამ ჭრილობა შეხორცდება და ტკივილიც გაქრება. თქვენ გამოცდილებიდან სწავლობთ, ეს ცხოვრებისეული ჭრილობები კი არის მტკიცებულება იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ დაძლიოთ ყველაფერი და არ აქვს მნიშვნელობა, როგორი მტკივნეული იყო ეს.

 

3.  აუცილებელია პოზიტივის შენარჩუნება

ხანდახან შეიძლება ხალხი ეცადოს თქვენ დამცირებას, მაგრამ თქვენ მათ არ უნდა უსმინოთ. შეინარჩუნეთ ღიმილი და ფოკუსირდით პოზიტიურზე. გახსოვდეთ, რომ ნეგატიურად განწყობილი ადამიანები არიან უბედურნი. მათ სურთ თავიანთ დონემდე დაგიყვანონ, თუმცა შეგიძლიათ მათ ყური არ დაუგდოთ. საკუთარ თავზე თავად ხართ პასუხისმგებელი, ნეგატიურად განწყობილმა კი არ უნდა გადაწყვიტოთ პრობლემის მოგვარება. 

 

4. ტკივილის განცდა უფრო მცოდნეს გამხდის

ყოველი მტკივნეული გამოცდილებიდან ვსწავლობთ. იმ დროს შეიძლება რთული იყოს იმის დანახვა, რა არის გაკვეთილი, მაგრამ  დროის გასვლასთან ერთად აცნობიერებთ თუ რომელი შეცდომიდან ისწავლეთ. იყავით მომთმენი, როდესაც იბრძვით და გახსოვდეთ, რომ  საბოლოოდ უფრო გაცნობიერებული იქნებით, ვიდრე უწინ.

 

5. ბრძოლა წინსვლას ნიშნავს

შეიძლება გამოცდილი გაქვთ კარიერულ ან პირად ურთიერთობაში ბრძოლა, თუმცა ის დაგეხმარებათ პროგრესის მიღწევასა და ნამდვილი ბედნიერების პოვნაში. ბრძოლა ამად ღირს. იმუშავეთ თავდაუზოგავად, განსაკუთრებით კი რთულ პერიოდში.

 

6. შიში არაფერს ცვლის

ნუ ფოკუსირდებით ისეთ რამეზე, რაც დროის უაზრო კარგვაა. ადამიანები, რომლებიც მუდამ წუწუნებენ, აკეთებენ ცოტას. ეცადეთ ცუდზე ფიქრი, კარგით შეცვალოთ. ძალიან მალე თავს მოტივირებულად იგრძნობთ და მზად იქნებით გარისკვისთვისა და ახალი შესაძლებლობებისთვის.

 

7.  წინსვლა საუკეთესო არჩევანია

ცხოვრებამ რამდენჯერაც არ უნდა დაგანარცხოთ მიწაზე, თქვენ ყოველთვის უნდა ადგეთ ფეხზე. ამ დროს შეიძლება შეუძლებლად მიგაჩნდეთ ადგომა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ ძლიერი ხართ და შეგიძლიათ ამის გაკეთება. ცხოვრება რთულია, მაგრამ მთავარია, თქვენ იყოთ მზად ნებისმიერ სირთულესთან საბრძოლველად.

 


lifehack.org

| გააზიარე
მოგწონთ?