საუკეთესო სამოტივაციო წიგნი პიროვნული განვითარებისთვის


1. შენში გაღვიძებული გოლიათი: როგორ უნდა მოიპოვო დაუყონებლივი კონტროლი საკუთარი მენტალურ, ემოციურ, ფიზიკურ და ფინანსურ დანიშნულებაზე 
ეს საინფორმაციო და სამოტივაციო წიგნი, რომლის ავტორია ტონი რობინსი, შესაძლოა დღესდღეობით ყველაზე ცნობილი სამოტივაციო სპიკერად ჩაითვალოს. ამ წიგნში, ტონი გვიზიარებს ტიპებსა და სტრატეგიებს იმისათვის, რომ მოვიპოვოთ კონტროლი საკუთარ ემოციებზე, სხეულზე, ურთიერთობებზე, ფინანსებსა და ცხოვრებაზე. საუკეთესო გამონათქვამები წიგნიდან:

  • ''თუ შენ გააკეთებ იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდი, შენ მიიღებ იმას, რასაც ყოველთვის იღებდი.''
  • ''შეუძლებელია გქონდეს დღის გეგმა, სანამ არ გექნება ცხოვრების გეგმა.''
  • ''წარმატება ეს არის კეთება იმისა, რაც შენ გინდა, როცა გინდა, სადაც გინდა, ვისთანაც გინდა და რამდენიც გინდა.''


2. Don’t Sweat the Small Stuff and Its All Small Stuff, by Richard Carlson
ეს თერაპევტიული და სამოტივაციო წიგნი არის მხოლოდ იმის შესახებ, თუ როგორ დავინახოთ სურათი უფრო მასშტაბურად და თუ როგორ უნდა განვთავისუფლდეთ იმ საგნებისგან, რომელთაც სინამდვილეში ღირებულება არ გააჩნიათ. დააფასეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანები და გამონახეთ დრო იმისათვის, რომ შეჩერდეთ და შეიგრძნოთ ვარდების სურნელი. საუკეთესო გამონათქვამები წიგნიდან:
 

  • ''მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად ვიბნევით, უმეტესობა ჩვენგანი საუკეთესოდ ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით იმ სიტუაციაში, რომელიც გარს გვახვევია.''
  • ''ნამდვილი ბედნიერება მოდის არა მაშინ, როდესაც გავურბივართ საკუთარ პრობლემებს, არამედ როდესაც ვცვლით მათდამი დამოკიდებულებას, როდესაც ჩვენ ვუყურებთ მათ, როგორც გამოღვიძების პოტენციურ წყაროს, როგორც შესაძლებლობებს პრაქტიკისა და სწავლისათვის.''


3. ჩიფ ჰიზისა და დენ ჰიზის გადამრთველი: როგორ უნდა შეცვალო მოვლენები, როდესაც ცვლილება რთულია
ამ მხიარული და სამოტივაციო წიგნის ავტორები გვაუწყებენ ცვლილების შესახებ. მათი თეორია დამყარებულია ტვინის ორ სისტემაზე - რაციონალურსა და ემოციურზე. საუკეთესო გამონათქვამები წიგნიდან:

  • ''ცვლილება რთულია, რადგან ადამიანები საკუთარ თავს უსარგებლოებს ხდიან, ასევე ვაწყდებით მეორე მოულოდნელობას ცვლილებებზე: ხშირად ის, რაც გამოიყურება სიზარმაცედ უძლურებაა.''
  • ''პატარა ცვლილებები დიდი ცვლილებების საწინდარია. არაუშავს თუკი პირველი ცვლილებები თითქმის შეუმჩნეველია.''


4. დევიდ შვარცის დიდზე ფიქრის მაგია
იფიქრეთ მცირედზე და თქვენ გექნებათ მცირე წარმატება. იფიქრეთ დიდზე და თქვენ გექნებათ დიდი წარმატება. ეს არის ძირითადი ცნებები, რომლებიც გამოხატულია ამ სამოტივაციო წიგნში. საუკეთესო გამონათქვამები წიგნიდან:

  • ''იფიქრე რომ შენ ხარ სუსტი, იფიქრე რომ შენ არ გაქვს, რაც მას სჭირდება, იფიქრე რომ შენ წააგებ, იფიქრე რომ შენ მეორეხარისხოვანი ხარ - იფიქრე ამ გზით და დაინახავ, რომ შენ არარაობისთვის ხარ განწირული.''
  • ''მათ ვისაც სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ მთების გადალახვა, შეძლებენ. მათ ვისაც სჯერათ, რომ არ შეუძლიათ, ე.ი არ შეუძლიათ. რწმენა გვაძლევს ძალას მოქმედებისთვის.''


5. ვოლტერ ისააქსონის სტივ ჯობსი
ეს წიგნი გასაოცრად შთამაგონებელია, რამდენადაც ის გვიზიარებს ამბავს პერფექციონიმით შეპყრობილის, ძნელად საურთიერთობო ადამიანის შესახებ, რომელიც იყო მისი თაობის უდიდესი ინოვატორი. საუკეთესო გამონათქვამები წიგნიდან:

  • ''სტივ ჯობსი: „ საუკეთესო გზა მომავლის გასაცნობად მასში ჩარევაა.''
  • ''ჯობსი ამტკიცებდა რომ, apple-ი ერთდროულად ფოკუსირებს  მხოლოდ ორ ან სამ პრიორიტეტზე. კუკი ამბობს: “არავის შეუძლია ვინმეზე უკეთ ჩაახშოს მის გარშემო არსებული ხმაური, რომელიც აძლევს მას საშუალებას კონცენტრაცია მოახდინოს რამდენიმე და არა ბევრ საგანზე ერთად. ცოტაა ის, ვისაც ამის გაკეთება კარგად შეუძლია“.


რუსუდან დარსალია

| გააზიარე
მოგწონთ?