როგორ დავიწყოთ სასურველი ბიზნესი?


ადამიანების უმეტესობას ნებისმიერი საქმის წამოწყებამდე შიში ბოჭავს. ამიტომაც ისინი ან საერთოდაც არ იწყებენ მას, ან წამოწყება კრახით სრულდება. არიან ისეთებიც, რომელთაც ცოდნაც აქვთ და გამოცდილებაც, მაგრამ ვერ ხვდებიან შინაგან მზაობას. ბევრს კი მობეზრდა მოსაწყენი სამსახური, უფროსი და გარემო. ამიტომაც სურს თვითონ სცადოს ახალი საქმის წამოწყება. ვიდრე ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა:

 

1.დარწმუნდით, რომ თქვენი იდეა გამოდგება ბიზნესისთვის

ხშირად ბიზნესს იწყებენ საყვარელი საქმის კეთებით. დარწმუნდით, რომ თქვენი ჰობისგან ბიზნესის დაწყება მომგებიანი იქნება. ამით თავიდან აიცილებთ იმედგაცრუებას.


2.არასდროს იქნებით მზად

თუ ფიქრობთ, რომ ხვალ ან მომავალში იქნებით მზად, ცდებით. ვინაიდან, არ არსებობს სწორი დრო. სამწუხაროდ, არასდროს იქნებით საკმარისად გამოცდილი, არ გექნებათ საკმარისი კაპიტალი. წარმატებული ადამიანები მანამ იწყებენ მოქმედებას, ვიდრე ამისთვის იქნებიან მზად. რა თქმა უნდა, არის შანსი წარმატებას ვერ მიაღწიოთ, მაგრამ იმის შანსიც არსებობს, რომ ეს პირიქით მოხდეს. ამიტომაც იმოქმედეთ.

 

3. დაიწყეთ რწმენით

თქვენ პირველ ეტაპზე შეხვდებით ბევრ წინააღმდეგობას. შეიძლება უარიც მიიღოთ, მაგრამ ამან არ უნდა დაგაბრკოლოთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. მთავარია გულით გწამდეთ თქვენი შესაძლებლობების და იმ საქმის, რომელიც წამოიწყეთ.


 

4. მზად იყავით ისწავლოთ ბევრი

ბიზნესიდან მიღებული გამოცდილებით თქვენ გაიგებთ საკუთარ შესაძლებლობებსა და ბაზარზე უფრო მეტს. მზად იყავით ამ გაკვეთილების მისაღებად.


 

5. წარმატება საშიში არ არის
 
ზოგიერთ ადამიანს, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ეშინია წარმატების შედეგების. წარმატება ზრდის პოპულარობასა და ცნობადობას, ამიტომაც მზად იყავით ამისთვის.


 

6. ბიზნესთან დაკავშირებული რისკები

ყოველ ახალ წამოწყებას თან ახლავს გარკვეული რისკები. შესაძლებელია ბიზნესიდან უცებ ვერ მიიღოთ მოგება, მაგრამ შემდგომში განავითაროთ ის. წინასწარ განსაზღვრეთ ხელისშემშლელი ფაქტორები და ეცადეთ თავიდან აიცილოთ ისინი. 


 

7. ნუ იქნებით დამოკიდებული სხვის აზრზე

როცა ბიზნესის წამოწყებას გადაწყვეტთ შესაძლებელია გითხრან, რომ თქვენ ეს არ გამოგივათ. სთხოვეთ მათ აგიხსნან თუ რატომ მიაჩნიათ ასე და საბოლოოდ დაუმტკიცეთ, რომ ენთუზიაზმით და მონდომების წყალობით შეუძლებელი არ არსებობს.

 

8. ნუ იმუშავებთ სხვისთვის

ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავინ უნდა დასაქმდეს თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყების საშუალება არ აქვს. თუ თქვენ გაქვთ პოტენციალი და შესაძლებლობა, შეგიძლიათ მძიმე სამუშაო შეასრულოთ სხვის კომპანიაში, რატომ არ გამოიყენებთ ამ ძალისხმევას თქვენი წარმატებისთვის?

და ბოლოს, სტატიას დავასრულებ ასტროლოგ რამაზ გიგაურის გამონათქვამით ,,თუ გიყვართ, რასაც აკეთებთ - ის თქვენი ფრთები ხდება, თუ არ გიყვართ, რასაც აკეთებთ - ბორკილები. ან შეიყვარეთ რასაც აკეთებთ, აკეთეთ ეს საქმე სიყვარულით ან დაიწყეთ იმ საქმის კეთება, რომელიც გიყვართ.“

 

| გააზიარე
მოგწონთ?