დეპრესიის გამომწვევი მიზეზები და მისი დამარცხების გზები


1.დეპრესია მაშინვე მოდის ჩვენთან, როგორც კი გავიფიქრებთ, რომ არ ვართ საჭირო სამყაროსთვის, საყვარელი ადამიანებისთვის და საკუთარი თავისთვისაც კი. ეს განცდა და ფიქრი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენზე. ვითრგუნებით, თავს უსარგებლოდ ვგრძნობთ. ასეთი ფიქრები გვეუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვართ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართული. არ ვქმნით რაიმე ღირებულს, არ ვმუშაობთ და ვკარგავთ ინტერესს ყველაფრის მიმართ.

იყავი სამყაროს ნაწილი. არ გამოეთიშო მას არც ერთი წამი. იმოქმედე ყოველდღიურად და მიხვდები, რომ შეუძლებელია უსარგებლო იყო. პირიქით, საყვარელ ადამიანებს და სამყაროს ძალიან სჭირდები!

 

2.როდესაც ვკარგავთ საკუთარი თავის რწმენას, თავს ცუდად ვგრძნობთ და ვვარდებით დეპრესიაში. საკუთარი თავის რწმენა კი დროთა განმავლობაში ქრება. არ გვაქვს მიზნები, ვერ ვახერხებთ საკუთარი ოცნებების ასრულებას.

უსარგებლო ფიქრებს სჯობს არ დაყარო ფარ-ხმალი, დაისახო მიზნები და უკანასკნელ წუთამდე იბრძოლო. ნუ დაისვენებ ერთი წამითაც კი. შენ დიდი მისია გაქვს - აიხდინო ოცნებები. ასე რომ დეპრესიის დრო ნამდვილად არ არის.

 

3.ალბათ იფიქრებთ, რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა, რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ სამუშაო, როგორ უნდა დააღწიონ უსარგებლო ფიქრებს თავი. ამ ადამიანებმა უნდა მოჰკიდონ ხელი თუნდაც საოჯახო საქმიანობას. შეუძლიათ, მოუარონ ეზოს, მოიყვანონ მოსავალი და შეწყვიტონ ნეგატიური აზროვნება. ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია? რა თქმა უნდა, არა! როდესაც ადამიანი ფიზიკურად შრომობს, ის კმაყოფილებას გრძნობს, რომელიც ბედნიერებას უტოლდება.

აუცილებლად დაუთმეთ თვითგანვითარებას დრო. იკითხეთ წიგნები. იპოვეთ სამყაროში ისეთი რამ, რაც გახდება თქვენთვის მოტივაციის წყარო. ის, რაც შთაგაგონებთ და დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველ მიზნებს.

 

4.ხშირად დეპრესიის მიზეზი არის ის, რომ ადამიანებს არ უნდათ კომფორტის ზონის დატოვება. მათ არ სურთ ძველ ჩვევებზე უარის თქმა, რადგან არ იციან ეს როგორ გააკეთონ. ნუ დატოვებთ ამ ზონას მყისიერად, იმოქმედეთ ეტაპობრივად.

 

5. ზოგჯერ დეპრესიის მიზეზი ხდება ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ არ გვაქვს შედეგი, ან გვაქვს სამსახური, რომელიც არ გვიყვარს. გადადგი განსხვავებული ნაბიჯები წარმატებისთვის, იპოვე საქმე და კვლავ იმოქმედე.

რაც შეეხება კითხვას - გვაქვს თუ არა დეპრესიის უფლება? ჩვენ უამრავი მისია გვაკისრია ცხოვრებაში და დეპრესიის უფლება წუთითაც არ გვაქვს.

შენ დიდი პასუხისმგებლობა გაქვს საკუთარი თავის წინაშე. ასე რომ გააცნობიერე ყველაფერი და იმოქმედე.

| გააზიარე
მოგწონთ?