სხეულის ენა - ადამიანის ამოცნობის საუკეთესო საშუალება


სხეულის ენა პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ემოციებს. თუ ინფორმაციის მიღებისას ვერბალური და არავერბალური საშუალებებს შორის წინააღმდეგობა ჩნდება, ესე იგი მოსაუბრე ერთს ამბობს და მეორეს გულისხმობს. ამ დროს კი გვიჩნდება ეჭვები. ჩვენ გვსურს, რომ გვენდობოდნენ. სხეულის ენის კარგი ცოდნა ადამიანთა ნდობას ნამდვილად მოგაპოვებინებთ. 
 

ღიმილი... გულწრფელი
როგორც კინგი ამბობს, ღიმილი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ, უმეტეს შემთხვევაში, ყალბია. მისი თქმით, ნამდვილი ღიმილის გასაღები, არის ღიმილი თვალებით და კბილებით. სწორი ღიმილი გხდით თქვენ გულწრფელს და შესაბამისად - უფრო სანდოს. გახსოვდეთ, თუ გსურთ, რომ გქონდეთ წარმატებული ბიზნესი - ისწავლეთ ღიმილი!

გადაიხარეთ წინ
‘‘ეს ძირითადად ეხება, თქვენი ჯდომის მანერას. წინ გადახრა გამოხატავს ყურადღებას და ჩართულობას’’ - ამბობს კინგი. როცა ხალხი გრძნობს თქვენგან დაინტერესებას, ისინი უფრო გენდობიან.

უყურეთ ადამიანებს თვალებში
როცა თქვენ არ ამყარებთ თვალით კონტაქტს, მათ შეიძლება იფიქრონ, რომ სტყუით, ან არ ხართ დარწმუნებული საკუთარ თავში და იმაში, რასაც ამბობთ. საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის დროს, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მოსაუბრეს შუბლზე აქვს გამოხატული სამკუთხედი, როგორც კი თქვენ მზერას მიაპყრობთ მოსაუბრის შუბლს, შექმნით სერიოზულ და საქმიან ატმოსფეროს.

ხელები დაიკავეთ ჯიბიდან შორს და გახადეთ ხილული
თქვენ არ გინდათ, ვინმემ იფიქროთ თქვენზე, რომ მალავთ რაიმეს, ასე არ არის? კეტრინ ნოელი წერს: „ დარწმუნდით, რომ თქვენი ხელები ყოველთვის ჩანს, არასდროს დამალოთ. ხელების გადაჯვარიდინება იწვევს ნეგატიურ ეფექტს.’’მოერიდეთ ხშირ და ნერვულ მოძრაობას (მაგრამ სულ ერთ ადგილზეც არ იდგეთ).

რამდენიმე ნიშანი, როდესაც ვინმე ცრუობს
ფეხის ფეხზე შემოკვრა, პირის დაფარვა, ხელების მოუსვენრად მოძრაობა. როცა ადამიანი იტყუება, ეს მისი ხელისა და სახის კონტაქტით ხდება.
ადამიანებთან ურთიერთობის დროს იყავით გულწრფელი და დადებითად განწყობილი, ასე დაიმსახურებს პატივისცემას და პოზიტივს გარშემომყოფებისგან!
 

| გააზიარე
მოგწონთ?