ძილის პრობლემა გაწუხებთ? - გაითვალისწიენთ 6 მარტივი წესი


სრულფასოვანი ძილი თქვენი წარმატებული დღის გარანტიაა. სამწუხაროდ, მოუსვენრობა და უძილობა ბევრ თქვენგანს აწუხებს. ეს მოუშორებელი, უსიამოვნო ამბავი ვერ მოგვარდება, თუ თქვენ წინასწარ განსაზღვრულ წესებს არ მიჰყვებით. 

თუ ბევრი პრობლემა გაქვთ, მათთან შეჭიდების გეშინიათ ან/და გგონიათ, რომ საკმარისი ძალა არ შეგწევთ მათ მოსაგვარებლად,ჩვენი რჩევა იქნება დაივიწყეთ ყველა მათგანი და სერიოზულად მოეკიდეთ ძილის საკითხს.

1.იყიდეთ პატარა წიგნაკი

2. გადაიტანეთ თქვენი აზრები და იდეები ფურცელზე
აუცილებლად! თუ გინდათ, რომ დღის განმავლობაში დაგროვებულმა აზრებმა და იდეებმა არ შეგიშალოთ ხელი მშვიდ ძილში, აიღეთ წიგნაკი და ჩაწერეთ ის, რაც გაქვთ მომდევნო დღეს გასაკეთებელი (მაგ. სტუმრად ეწვიოთ მეგობრებს, წაიკითხოთ საყვარელი ავტორის წიგნი, უნდა შეასრულოთ მეგობრის თხოვნა და ა.შ). მას შემდეგ, რაც ჩამოწერთ ფურცელზე ამ საკითხებს გონება საკუთარ თავს საშუალებას მისცემს „დაისვენოს“ ამ აზრებისგან, რაც დაგეხმარებათ დაიძინოთ სწრაფად და მშვიდად.

3. წაიკითხეთ
ტელეფონი, კომპიუტერი და სხვადასხვა მსგავსი საშუალება ხელს უშლის გონებას განტვირთვაში. დაძინებამდე 30 წუთი კითხვას დაუთმეთ, რამდენიმე გვერდის გადაკითხვა დაეხმარება თქვენს ტვინს მიიღოს სასარგებლო ინფორმაცია, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში დაამუშავებს და დაიმახსოვრებს.

4. წინასწარ განსაზღვრეთ დაძინების/გაღვიძების დრო
თუ თქვენი ძილის გრაფიკი იცვლება ყოველ ღამე, ესე იგი თქვენი ბიოლოგიური საათი დარღვევის სერიოზული საშიშროების წინაშე დგას. თქვენი შიდა საათი გონებაში, „ეუბნება“ თქვენს სხეულს თუ როდის დაიძინოს და გაიღვიძოს. ყოველი დღე გეგმის მიხედვით მართეთ და დაგეგმეთ, ან მინიმუმ უნდა ადგეთ თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრულ დროს.

5. საძინებელი მხოლოდ დასვენებისთვის და ძილისთვის
ძალიან ბევრი ადამიანის საწოლთან ახლოს იპოვით სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობას, რაც იწვევს ბიოლოგიური საათის არევას და დაბნეულობას. ღამით, როდესაც უკვე მზად ხართ დასაძინებლად (გეძინებათ) და თქვენ შედიხართ საძინებელ ოთახში, თქვენი ტვინი პოულობს ნაცნობ „საქმეებს“ (ტელევიზორი, კომპიუტერი და ა.შ), რომლების შესრულების სურვილს აღუძრავს გონებას და ხდება „მომენტალური გამოფხიზლება“ (ანუ წვებით, მაგრამ აღარ გეძინებათ).

6. დაენახეთ მზის სხივებს
და ბოლოს, ხშირად გადით გარეთ, ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი. გაისეირნეთ საღამოობით მეგობრებთან ერთად. უბრალოდ, იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით. ნუ დაჯდებით სახლში, კომპიუტერთან საათობით. ეს საშიშია თქვენი თვალისთვის, გონებისთვის და ასევე ნერვული სისტემისთვის.

წინამდებარე რჩევები, თუ „როგორ დავიძინოთ უკეთესად“ ნამდვილად დაგეხმარებათ დაიძინოთ ხარისხიანად და მშვიდად. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

მათე შონია

| გააზიარე
მოგწონთ?