ენდრიუ კარნეგის რჩევები წარმატებაზე


ამერიკელი მეწარმის, უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლის, „ფოლადის მეფედ“ წოდებული ენდრიუ კარნეგის ქონება დღევანდელი კურსით 300 მილიარდი დოლარი იქნებოდა. გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების 90%-ზე მეტი ქველმოქმედებაზე დაიხარჯა.

ენდრიუ კარნეგი, თავდაპირველად საფეიქრო ფაბრიკის მეთვალყურედ მუშაობდა, მოგვიანებით - პროექტების რეგისტრატორად, შემდეგ კი - იმავე ფაბრიკის კურიერად.

ბოლოს პისტბურგში დაარსა საკუტარი კომპანია CARNEGIE STEEL COMPANY, რომელიც სხვა ფირმებთან და კომპანიებთან გააერთიანა და შექმნა დიდი კომპანია U.S. STEEL. მან სიცოცხლეშივე დააფინანსა ნიუ-იორკში ცნობილი კარნეგი ჰოლის მშენებლობა, განათლების სფეროში - კარნეგის კორპორაცია, კარნეგის ფონდი და კარნეგის ინსტიტუტი ვაშინგტონში.

 

გთავაზობთ „ფოლადის მეფის“ რჩევებს წარმატებაზე:

 

•სიმდიდრის დაგროვება კერპთაყვანისმცემლობის ერთ–ერთი ცუდი სახეა. არც ერთი კერპის თაყვანისცემა არ არის ისეთი დამანგრეველი, როგორიც ფულის.

•აკეთეთ ყოველთვის მეტი. დოღს მხოლოდ ის ცხენი იგებს, რომელიც მეტოქეებს ერთი თავით გაასწრებს.

ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად ვაქცევ  ყურადღებას, რას ამბობს ხალხი. მხოლოდ იმას ვუყურებ, რას აკეთებენ ისინი.

•ახალგაზრდა ადამიანისთვის საუკეთესო მემკვიდრეობაა სიღატაკეში დაბადება. არავითარ უნარებსა და შესაძლებლობებს არა აქვს მნიშვნელობა, თუ ადამიანი შეძლებულია.

•პირველს ერგება ლოკოკინა, მეორე კი ყოველთვის ნიჟარით კმაყოფილდება.

•ნამდვილად წარმატებული ის არის, ვინც ერთხელ არჩეულ გზაზე მთელი ცხოვრება დადის.

•ჩემი ცხოვრების მთავარი დევიზია: სიმართლე, შრომისმოყვარეობა და კონცენტრაცია.

•ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის მოტივირება, საშუალო დონეს უნდა დასჯერდნენ რა დიდი ნიჭიც არ უნდა ჰქონდეთ.

| გააზიარე
მოგწონთ?