7 თვისება, რომელიც შინაგანად ძლიერ ადამიანებს ახასიათებთ


ამ სამყაროში თითოეულ ჩვენგანს აქვს ოცნებები და მიზნები, თუმცა დასახულ მიზანს მხოლოდ ის ადამიანები აღწევენ, რომლებიც საკმარისად ძლიერები და ჭკვიანები არიან და შესაბამისად, არასდროს იხევენ უკან. წარმატება ხშირად იმ თვისებების წყალობით მიიღწევა, რომელსაც ფსიქიკურად ძლიერი ადამიანები ფლობენ.

 

სტატიაში აღწერილია, თუ როგორ გვეხმარება შინაგანი სიძლიერე წარმატების მიღწევაში და როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებიც ფლობენ ამ ძალას.

 

1უგულებელყოფენ საკუთარ ეჭვებს

ადამიანებს გვაქვს უამრავი ოცნება და მიზანი, თუმცა როგორც აღვნიშნე, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდნენ და ბოლომდე იბრძოლონ წარმატებისთვის. ფსიქიკურად ძლიერი ადამიანები კი არასდროს იხევენ უკან. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ ადამიანს, ზოგჯერ მათაც  უჩნდებათ ეჭვი საკუთარი შესაძლებლობებისა და საკუთარი თავის მიმართ, თუმცა მათ შესწევთ უნარი უგულებელყონ ასეთი ეჭვები და მხოლოდ პოზიტიურად იაზროვნონ. მათ სჯერათ, აუცილებლად გახდებიან წარმატებულები, ამიტომ არასდროს აძლევენ ეჭვს უფლებას, მართოს მათი მომავალი.

 

2. აქვთ მოტივაციის ულევი მარაგი

თითოეულ ჩვენგანს, წარმატებას რომ მივაღწიოთ, გვჭირდება ყოველდღიური მოტივაცია, თუმცა ეს უკანასკნელი ხშირად იცვლება ადამიანის გუნება-განწყობილებისა და სიტუაციის შესაბამისად. ჩვენ ვიღლებით, ზოგჯერ ძალები გვეცლება და მოტივაციის მარაგიც ილევა, მაგრამ ჯანსაღი ფსიქიკა გვეხმარება შევინარჩუნოთ მოტივაცია ნებისმიერ მომენტში.

 

3. მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი გეგმის მიხედვით

ადამიანი სოციალური არსებაა, შესაბამისად ჩვენ გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც რატომღაც ცდილობენ თავს მოგვახვიონ საკუთარი რჩევები და უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებიან. ისინი ხშირად გვაკრიტიკებენ ჩვენი საქმიანობისა და ოცნებების გამო, ფიქრობენ, რომ ჩვენი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი როდია წარმატებული, თუმცა ძლიერი ადამიანები არასოდეს ექცევიან სხვისი აზრის გავლენის ქვეშ. მათ აქვთ საკუთარი შეხედულებები, საკუთარი აზრები და გეგმები, რომლის შეცვლას არავითარ შემთხვევაში არ აპირებენ. უგულებელყოფენ კრიტიკოსთა აზრს და თამამად მიიწევენ წინ დასახული მიზნისკენ.

 

4. არ იმეორებენ საკუთარ შეცდომებს

კიდევ ერთი თვისება, რომელიც ფსიქიკურად ძლიერ ადამიანს სხვებისგან გამოარჩევს, შეცდომების აღიარების უნარია. აცნობიერებს რა დაშვებული შეცდომების მთელ არსს, საკუთარ თავზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას გამოასწოროს შედეგები  და სხვას არ ადანაშაულებს ამის გამო. ასეთი ადამიანი არასდროს ჩერდება წარსულზე და ცდილობს, მომავალში გამოასწოროს ყველაფერი.

 

5. უპირისპირდებიან საკუთარ შიშს

შიში ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში. ძლიერმა ადამიანებმა იციან, როგორ დააღწიონ ასეთ ხელისშემშლელ ფაქტორებს დროულად თავი. ისინი ინარჩუნებენ ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდეს, რადგან მათთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი საკუთარი ოცნების ახდენაა. შიში კი უბრალოდ ის ფობიაა, რომლისგანაც  ადამიანის გონება  დროულად უნდა გათავისუფლდეს!

 

6. მათთვის ყოველი მარცხი გამარჯვების საწინდარია

წარმატებული ბიზნესმენები ხშირად აღიარებენ, რომ ბიზნესის კეთებისას ხშირად შეხვედრიათ იმედგაცრუება. ძლიერ ადამიანებს არ აშინებთ მარცხი, აქვთ საკმარისი თავდაჯერებულობა და სჯერათ, რომ სწორედ მარცხი აახლოვებთ წარმატებასთან. მათ იციან, რომ ხშირად შეიძლება დამარცხდნენ და იშვიათად გაიმარჯვონ, თუმცა სჯერათ, რომ საბოლოოდ აუცილებლად ყველაზე მაღალ მწვერვალზე ავლენ.

 

7. მიდიან გონივრულ რისკებზე

მას შემდეგ, რაც ფსიქიკურად ძლიერი ადამიანი  საფუძვლიანად აწონის ყველა შესაძლო რისკს, გაითვალისწინებს საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებს, მიდის გააზრებულ რისკზე. ასეთმა ადამიანმა იცის, რომ არსებობს გარდაუვალი დაბრკოლებები, რომელთა დასაძლევად მას უკვე აქვს მტკიცე ნებისყოფა. შესაბამისად, იღებს გაბედულ გადაწყვეტილებებს, ესწრაფვის ცვლილებებს და იცის, რომ მხოლოდ ამ გზით მიიღწევა წარმატება.

 

| გააზიარე
მოგწონთ?