აღმოაჩინე მსოფლიო და ადამიანები - 4 წიგნი


წარმატების მიღწევის ერთადერთი გარანტირებული გზა არის უწყვეტი განათლება და განვითარება. როგორც მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა ,,თუ ფრენა არ შეგიძლია მაშინ ირბინე, თუ სირბილი არ შეგიძლია მაშინ იარე, თუ სიარული არ შეგიძლია მაშინ იხოხე და გააკეთე ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია, რათა შეინარჩუნო მოძრაობა მუდმივად“.

იმისთვის, რომ მეტ წარმატებას მივაღწიოთ, საჭიროა განათლება, განვითარება, რასაც წიგნების წაკითხვის გარეშე ვერასდროს შევძლებთ, ამიტომ გთავაზობთ 4 წიგნს, რომელიც დაგეხმარებათ დრო საინტერესოდ გაატაროთ და მიიღოთ მეტი ინფორმაცია მსოფლიოს თუ ადამიანების შესახებ.

 

1.გაბრიელ გარსია მარკესი - ,,მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში"

წიგნში აღწერილია ავტორის 1957 წლის მოგზაურობა აღმოსავლეთ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში, საბჭოთა კავშირსა და უნგრეთში. ეს არის წიგნი, რომელიც გაგაცნობთ ამ ქვეყნების წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს და ცხოვრებას, ამიტომ გირჩევთ წაიკითხოთ წიგნი, გაეცნოთ ამ ქვეყნების ისტორიას და განვითარების ეტაპებს.

 

2.ხალიდ ჰუსეინი - ,,მთებმა მთებს უთხრეს"

,,მთებმა მთებს უთხრეს" - 2013 წელს გამოცემული რომანია. მისი სიუჟეტი რამდენიმე ქვეყანაში ვითარდება, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს უკეთ გაეცნოს ადამიანთა ყოფას სხვადასხვა ქვეყანაში. ამ წიგნში შეხვდებით ყველანაირი სოციალური ფენის წარმომადგენელს, სადაც თქვენ ემოციების ზღვა გელოდებათ. წიგნი მოგვითხრობს ერთი ოჯახის საინტერესო თავგადასავალს, რომელიც მკითხველში წარუშლელ ემოციას დატოვებს.

 

3.გაბრიელ გარსია მარკესი - ,,ფოთოლცვენა"

წიგნი მოგვითხრობს ერთი სოფლის ისტორიას, სადაც სოფლის მაცხოვრებლებმა მკაცრი განაჩენი გამოიტანეს . ასე რომ წაიკითხეთ წიგნი და დაფიქრდით, ვის მხარეს ხართ თქვენ?!

 

4. დანიელ კიზი - ,,ყვავილები ელჯერონისთვის"

წიგნში გადმოცემულია გონებაჩამორჩენილი, თუმცა გულწრფელი ადამიანის ისტორია, რომლის ცხოვრებაც ექსპერიმენტის წყალობით ცოტა ხნით შეიცვლება და ეს პიროვნება ხვდება ცხოვრების მკაცრ მარწუხებში, ყალბი და მოჩვენებითი ურთიერთპატივისცემის მქონე ადამიანების გარემოცვაში, სადაც იგი ერთგვარ კულტურულ შოკს იღებს. წიგნის სიუჟეტი დაგაფიქრებთ უარავ დეტალზე და ადამიანურ ურთიერთობებზე, რომლის არსებობაც ასე მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ეს არის წიგნი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს, რათა ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ უფრო ჰუმანური გახდეს. 
 

| გააზიარე
მოგწონთ?