გაი კავასაკის რჩევა 22 წლის ასაკისთვის


გაი კავასაკი, თავის ოფიციალურ გვერდზე გვთავაზობს რამოდენიმე რჩევას, რომელსაც თვითონ მისცემდა თავის თავს 22 წლის ასაკში. 
 

  1. გამოიწვიე ნაცნობი და მიიღე უცნობი – შეცდომაა, რომ დაეთანხმო ცნობილ დოგმებს და  შეეწინააღმდეგო უცნობს და ახალს. სწორედ ახლაა შესანიშნავი დრო, რომ აიღო მეტი რისკი. გახდე მეტად რისკიანი. რადგან შენ, ჯერ კიდევ მოსაპოვებელი მეტი გაქვს ვიდრე დასაკარგი.
  2. იყავი ლაკონური – მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, მხოლოდ თითებზე შემიძლია ჩამოვთვალო, როცა ჩემი იმეილი, პრეზენტაცია ან მოხსენება მოკლე იყო. საუკეთესო ზომა ყველაფრისთვის? საკმარისად მოკლე და სრულიად ამომწურავი. ჩემი რეკომენდაციებია: იმეილი – 5 წინადადებით; პრეზენტაცია – 10 სლაიდით და 20 წუთი; მოხსენება – 1 გვერდი.
  3. მოყევი ისტორიები, გააკეთე დემონსტრირება – ყველაზე შთამბეჭდავი ადამიანები აკეთებენ ამას იმისათვის, რომ მოახდინონ ზეგავლენა და დაარწმუნონ სხვები.
  4. არ ''გააცდინო'' შენი პირველი სამსახური – ცხოვრების განმავლობაში შენ შეიძლება შეიცვალო სამსახური ხუთ ან ათ ადგილას, ორ ან სამ ინდუსტრიაში. შენი პირველი სამსახური არ ნიშნავს უკანასკნელს. თუ შენი პირველივე სამსახური იქნება Google-ში ეს შესანიშნავია, თუმცა ასეთი შემთხვევა ძალიან ცოტაა. ერთადერთი შეცდომა, რომელიც შენ  შეიძლება დაუშვა ის იქნება, თუ შენი პირველი სამსახურიდან ვერ შეძლებ საკმარისად სწავლას.
  5. იცხოვრე აწყმოთი, იმუშავე მომავლისთვის – დაიწყებ თუ არა მუშაობას, არავის დააინეტერესებს, რომელ სკოლაში სწავლობდი, იყავი თუ არა ფეხბურთის კაპიტანი, ვინ არიან შენი მშობლები და სხვა. მათთვის მნიშვნელოვანია დადე თუ არა შედეგები.
  6. დაეხმარე შენს უფროსს, რომ იყოს საუკეთესო – შენ თუ შეეცდები, იმას რომ შენი უფროსი გამოიყურებოდეს ძალიან ცუდად, ჰქონდეს ცუდი შედეგები და ამის ფონზე შენ გახდე წარმატებული,  ეს არის ყველაზე სულელური გადაწყვეტილება, როგორც შენთვის და შენი უფროსისთვის ასევ მთელიანად იმ ორგანიზაციისთვის. უსურვე შენს უფროსს წარმატებები, და მაშინ შენ თვითონაც შეძლებ გახდე წარმატებული. დაეხმარე სხვებს, რომ მათაც მოუნდეთ შენი დახმარება.
  7. გააგრძელე სწავლა – განათლება ეს მუდმივი პროცესია და არ არის მოვლენა, ამიტომ  რასდროს არ უნდა შეწყვიტო სწავლის პროცესი. ხოლო როცა დაამთავრებ უნივერსიტეტს, მიხვდები, რომ ეს დღე სწავლის დასასრულის კი არა დასაწყისია.
  8. არ დაქორწინდე ადრე – მე ცოლი მოვიყვანე როდესაც ვიყავი 32 წლის. ეს არის სწორი ასაკი. სანამ თქვენ ამ ასაკს არ მიაღწევთ, რთულია გაარკვიოთ ვინ ხართ და ასევე რთულია იმ ადამიანის გამოცნობა, ვისთანაც ქმნით ოჯახს. მე ძალიან ცოტას ვიცნობ, ვინც დაქორწინდა ძალიან გვიან, სამაგიეროდ, მე ვიცი ბევრი ადამიანი, ვინც დაქოწინდა ძალიან ადრე...
  9. დაემორჩილე პრინციპებს – ახალგაზრდობაში შენ ზუსტად იცი, რომ არ შეიძლება მოტყუება, თაღლითობა ან ქურდობა, მაგრამ როდესაც იწყებ სამსახურს, იწყებ მათზე ფიქრს, თუმცა როდესაც  იზრდები, შენ  უკვე გაქვს შენი დამოკიდებულებები და იცი რა არის სწორი და რა არასწორი.
  10. დააფასე შენი ოჯახი და მეგობრები, სანამ ისინი წავლენ. არაფერს  სამყაროში – არც ფულს,  არც ძალაუფლებას და არც  დიდებას, არ შეუძლია შეცვალოს შენი ოჯახი და მეგობრები და არ შეუძლია დააბრუნოს ისინი როცა წავლენ. შენ ალბათ ახლა გაქვს უკვდავების შეგრძნება – და ეს ბუნებრივია, დაიწყე ფიქრი იმაზე, რომ შენს ირგვლივ მყოფები მუდმივად არ იქნებიან.

და კიდევ ერთი რამ, როდესაც იყავი ბავშვი, შენ ფიქრობდი, რომ შენი მშობლები ყოველთვის იყვნენ მართალი. საშუალო სკოლა და კოლეჯი – შენ ფიქრობ, რომ შენი მშობლები ყოველთვის ცდებიან. კოლეჯის შემდეგ, შენ აანალიზებ, რომ შენი მშობლები ხშირად მართალი არიან.  და საბოლოოდ, სანამ შენ გახდები მშობელი, მანამდე გადაიტანე შენი ახალგაზრდა გონება ამ აზრის გარშემო. იფიქრე ამაზე.

| გააზიარე
მოგწონთ?