რატომ უნდა გავიღიმოთ ხშირად?


ღიმილი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საჩუქარია, რაც შეიძლება ადამიანებმა ერთმანეთს გავუზიაროთ. ნათქვამია: „ღიმილი არაფერი არ ღირს, მაგრამ ბევრს გვაძლევს. ის ამდიდრებს მათ, ვინც მას იღებს და აგრეთვე მათაც, ვინც ამას გასცემს. ის გრძელდება წამიერად, მაგრამ მეხსიერებაში გვრჩება სამუდამოდ“. მიუხედავად ამისა, ხშირად მაინც გვავიწყდება, რომ გავიღიმოთ და გავაბედნიეროთ როგორც ჩვენი თავი, ასევე გარშემომყოფები. 

ღიმილი ბუმერანგივითაა. ზოგადად, ყველაფერს, რასაც გავცემთ ცხოვრებაში, ის აუცილებლად გვიბრუნდება დროთა განმავლობაში, ღიმილიც ასეა. როდესაც ჩვენ მუდმივად კარგ განწყობას გავცემთ და ადამიანები ბედნიერები არიან ჩვენს გარშემო, ეს ყველაფერი კარგად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ღიმილი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ კეთილგანწყობის გამოხატვა. მისი საშუალებით შეგვიძლია ჩვენი სოციალური მიზნების მიღწევა, როგორიცაა ნდობის მოპოვება, პატიება, შინაგანი დაძაბულობის მოხსნა, ყურადღების მიპყრობა და რეალური გრძნობების დაფარვა.

ნებისმიერ დროს ღიმილის არჩევა საუკეთესო ვარიანტია, რადგან:
 

  • ღიმილის წყალობით უფრო მიმზიდველები ვართ - ღიმილი საკმაოდ ბევრს ამბობს თქვენზე. თუნდაც გაიხსენეთ ადამიანები, ვის მიმართაც სიმპათიით ხართ განწყობილი და დაფიქრდით, თუ რატომ? რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიზეზი, ხომ სწორედ მათი სასიამოვნო ღიმილია. დიახ, ჩვენ ყოველთვის უფრო გვიზიდავს ის ადამიანები, ვინც პოზიტივს გასცემენ, შესაბამისად თუ თქვენ ნამდვილად მოგინდებათ ყურადღების მოპოვება, შემდეგში აუცილებლად  გაიღიმეთ.
  • ღიმილი უკეთეს ლიდერად გვაყალიბებს - ადამიანი, რომელიც ხშირად და გულწრფელად იღიმის, მეტად სანდოდ გამოიყურება. ლიდერისთვის კი ნდობის მოპოვების მნიშვნელობა კარგად ვიცით.
  • ღიმილი უფრო პროდუქტიულს გვხდის - ღიმილის, როგორც განწყობის ასამაღლებელი საშუალებას საინტერესო გაგრძელება აქვს იმ მხრივ, რომ ის ჩვენ სამუშაო  განწყობაზეც მოქმედებს. დამტკიცებულია, რომ დასაქმებულები, ვინც უფრო ხშირად იღიმებიან, პროდუქტიულობით და კრეატიულობით გამოირჩევიან. 
  • ღიმილი აუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობა - ღიმილი არ მარტო კეთილგანწყობის მოპოვების საშუალებაა, არამედ ჯანმრთელობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს. საქმე ისაა, რომ როდესაც ვიღიმებით, გამოიყოფა  ენდორფინი, რომელიც ბედნიერების ჰორმონია და შესაბამისად ეს სტრესის დონესაც ამცირებს. ასევე ღიმილი კარგია ფილტვების და კუნთების მუშაობისთვის.

ღიმილის აუცილებლობის განხილვასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ღიმილი უფასოა და ღიმილი გადამდებია. დიახ, თქვენ შეგიძლიათ სრულიად თავისუფლად გასცეთ ის და უკან მეტი სარგებელი დაგიბრუნდეთ. გაიღიმეთ როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვა ადამიანებისთვისაც და გახსოვდეთ, რომ თუ გსურთ ცხოვრება გიღიმოდეთ, ჯერ თქვენ გაუღიმეთ მას!


 

| გააზიარე
მოგწონთ?