შეუძლებელი არაფერია


წარმატება, ეს სიტყვა ყველგან და ყოველთვის გვესმის, პირად ცხოვრებასა, თუ სამსახურში. ადამიანები ერთმანეთს სტიმულის მიცემის მიზნით წარმატებებს უსურვებენ ერთმანეთს. ამ სიტყვას შეიძლება მრავალი ახსნა მოვუძებნოთ, ამიტომ წარმატებას ყველა სხვადასხვა საზომით საზღვრავს. ზოგადი გაგებით წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ყველა იმ მიზნისა, თუ საქმის ასი პროცენტით შესრულება, რასაც შეუძლია პიროვნული ზრდა მოუტანოს ადამიანს.

ადამიანები წარმატებას ბევრი ფულის შოვნას, სახელის მოხვეჭასა და განცხრომაში ცხოვრებას ეძახიან. შესაძლებელია ამ მოსაზრებებს დაეთანხმო, მაგრამ მარტო ეს ყველაფერი არ განსაზღვრავს წარმატებას კარიერასა და პირად ცხოვრებაში. და მაინც, რა არის ის, რამაც წარმატება უნდა მოგვიტანოს?

მინდა, ჩემი მოკრძალებული შეხედულება ჩამოვაყალიბო წარმატების ფორმულასთან დაკავშირებით. წარმატება პიროვნული შესაძლებლობებისა და უნარების კომპლექტია, ვინ ხარ და რა შეგიძლია აკეთო. ამ არამატერიალური სიმდიდრეების განვითარება, განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას და ეს ყველაფერი არაფერია, მონდომების, რწმენისა და შრომის გარეშე.

არ შემიძლია არ ავღნიშნო, ამ თვისებების წყალობით, თუ როგორ ''გამოვაცხე'' პატარა წარმატება პირად ცხოვრებაში. დროის მოკლე პერიოდში ასთოთხმეტი კილოდან ოთხმოც კილომდე დავიკელი, რამაც რწმენა და თვითშეფასება გამიათმაგა. ანუ, ვიწამე, თუ ადამიანი მოინდომებს  შეუძლებელი არაფერია.

აი, ეს არის წარმატება! დაისახო მიზანი, ირწმუნო, იყო მონდომებული, გქონდეს უნარი საქმის კეთებისა და არ გეზარებოდეს შრომა. და მაინც, რაღაც აკლია ამ არამატერიალური ფასეულობების ნაზავს, ეს არის პიროვნული თვისებები. მათი წყალობით პიროვნება უფრო შესამჩნევი, გამოკვეთილი და დასამახსოვრებელი ხდება.

ცნობილი და წარმატებული ადამიანების მაგალითებს თუ დავაკვირდებით, მათში იკვეთება კიდევ ერთი ბრწყინვალე თვისება ოპტიმიზმი. ისინი მკაფიოდ აღნიშნავენ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არაერთი მარცხი განიცადეს, მაგრამ სწორედ ოპტიმისტური განწყობა იყო მამოტივირებელი იმ მრავალი მარცხის არშეგუებისა, წინსვლისთვის სხვადასხვა გზების მოძებნისა და საბოოლო გამარჯვებისა.  
და მაინც, რა არის წარმატება? ის რომ, მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, ვიშოვეთ (გამოვიმუშავეთ) ბევრი ფული, მოვიხვეჭეთ სახელი. მოკლედ დიდების ზენიტში ვიმყოფებით, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ისევ იგივე ეტაპების გავლა გვიწევს (ახალი დასახული მიზნების გამო), შემდეგ კიდევ იგივეს და ა.შ. ასე ხომ მოსაბეზრებელი და მოსაწყენი გახდება ჩვენი წარმატება?! მაგრამ, არა! რადგან წარმატებას ბედნიერების მოტანა შეუძლია. ეს ის გრძნობაა, რომელიც ადამიანს არასოდეს ბეზრდება, ამიტომ ის ყოველთვის ეცდება მიაღწიოს წარმატებას, რათა მუდმივად ბედნიერი იყოს. ასევე, ჩვენ ვიცით, რომ ბედნიერი ადამიანი ოპტიმისტია. ოპტიმისტ ადამიანს, კი უფრო სწრაფად და მარტივად შეუძლია ყველა იმ  თვისებებისა და უნარების გამომუშავება რაზეც უკვე ვისუბრეთ, ვიდრე სხვას.

წარმატება უხეშად რომ შევადაროთ ბედნიერებას, იგი მსგავსია ავტომობილის, როგორც ავტომობილს არ შეუძლია ძრავის გარეშე მუშაობა, ისე წარმატებას ბედნიერების გარეშე. სხვა შემთხვევაში, ჩვენი წარმატებაც ''გაჩერდება'' უძრავო ავტომობილივით.

მინდა, ამ სტატიის ბოლოს გირჩიოთ, არა აქვს მნიშვნელობა, თუ სად ეცდებით წარმატების მიღწევას, კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში, აუცილებლად იმუშავეთ საკუთარ თავთან, რათა ეს თვისებები და უნარები გამოიმუშაოთ და მიაღწიოთ წარმატებას (ბედნიერებას).

 

| გააზიარე
მოგწონთ?