როგორ გავუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებიც საუბრის დროს „ენერგიას გვაცლიან“


არსებობენ ადამიანები, რომელთაც უჩვეულო კომფორტი და სინათლე შემოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში. ისინი სავსე არიან დადებითი ენერგიით და ჩვენც გვმუხტავენ. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სევდას, სტრესს, ან დანაშაულის გრძნობას გვიტოვებენ, გვცლიან ენერგიისგან. მათ შეიძლება თამამად ვუწოდოთ „ენერგოვამპირები."

ისინი, თავის მხრივ, რამდენიმე ტიპად იყოფიან:

„მსხვერპლი“ - თითქოს მსოფლიო ყოველთვის მათ წინააღმდეგაა. ისინი ჩამოგითვლიან ყველა იმ უბედურებას, რომელიც მათ გადახდენიათ, მათ ფონზე კი თქვენი პრობლემა პრაქტიკულად არაფრად აღიქმება.

„ნარცისი“ - ასეთ პიროვნებებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, გაუჩერებლად საუბრობენ თქვენი ენერგიის ხარჯზე.

„გადამბრალებელი“ - ისინი მილიონ დამნაშავეს იპოვიან, ყოველთვის თვითონ არიან დრამის დედოფლები. ამ ტიპაჟებს შეუძლიათ, ხატოვნად აღწერონ მაღალი სიცხისგან როგორ იხილეს სიკვდილი თვალით. ასეთები თვლიან, რომ ცხოვრება არის წარმოუდგენლად კარგი, ან შემაშფოთებლად ცუდი. არ აქვს მნიშვნელობა, ,,ენერგოვამპირების" რომელ კატეგორიას შეხვდებით, მთავარი ისაა, რომ თქვენ შეგიძლიათ თავი დაიხსნათ მათგან. 

 

არსებობს რამდენიმე გზა, თუ როგორ აირიდოთ თავიდან დამღლელი საუბარი. გაქცევა არ არის გამოსავალი, თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ენერგია მცირე რეგულაციების გაკეთებით და აი, როგორ:

 

დააკვირდით ნიშნებს და აღმოაჩინეთ ისინი - პირველ რიგში, დააკვირდით, ადამიანთან საუბარი ენერგიას ხომ არ გაცლით? ნერვებზე ხომ არ მოქმედებს, ხომ არ გებადებათ უსიამოვნო გრძნობა, ხომ არ იღლებით და თავის ტკივილი გეწყებათ?! თუ ეს ასეა, თქვენ მსგავსი კატეგორიის ადამიანთან გაქვთ საქმე.

 

ღრმად ჩაისუნთქეთ - როდესაც გრძნობთ სტრესს და დაღლილობას ასეთი საუბრისგან, გირჩევთ ღრმად ჩაისუნთქოთ. გაემიჯნეთ შინაგანად ამ დიალოგს და გონებაში წარმოიდგინეთ რაიმე დადებითი, მაგალითად მზის ამოსვლა, ლამაზი პეიზაჟი ან ის, რაც დადებითად განგაწყობთ.

 

გამოიყენეთ საკუთარი ენერგია - თავდასაცავად, გამოიყენეთ შინაგანი ენერგია, მოახდინეთ გონების კონცენტრაცია და წარმოიდგინეთ თეთრი დამცავი სხივი - ენერგეტიკული ფარი. შესაბამისად, თქვენ მიერ შექმნილ ბუფერულ ზონაში, მისი უარყოფითი ენერგია აისხლიტება და ვერ შემოაღწევს თქვენამდე.

 

დააწესეთ საზღვრები - საზღვრების გავლება კიდევ ერთი გზაა თავდაცვისთვის, მაგალითად, განუცხადეთ - რისი გაკეთება შეგიძლიათ მისთვის და რისი არ შეგიძლიათ. ნუ შეეცდებით თქვენი სიმართლის მტკიცებას, თავდასხმაზე გადასვლა მას აძლიერებს. მიუდექით ცივი გონებით და იყავით ნეიტრალური.

 

ზოგჯერ კი უბრალოდ დაიხიეთ უკან და არ გახდეთ მათთვის მარტივი ენერგიის წყარო. ასე მარტივად გაუმკლავდებით სიტუაციას.

| გააზიარე
მოგწონთ?