ბილ გეითსი გვირჩევს 5 წიგნს, რომელიც ამ ზაფხულს უნდა წავიკითხოთ


ბილ გეითსი აქვეყნებს იმ წიგნების სიას, რომლის წაკითხვასაც 2016 წლის ზაფხულში გვირჩევს 

1. ნილ სტეფენსონი – Seveneves
სამეცნიერო–ფანტასტიკური ჟანრის რომანი, მოგვითხრობს დედამიწის ბოლო დღეებზე. მთელი მსოფლიო ერთიანდება გრანდიოზული იდეის ირგვლივ, რომლის მიზანიც არის კაცობრიობის გადარჩენა, ორბიტაზე  ბევრი კოსმოსური ხომალდის გაშვებით.

2. როგორ, არ უნდა შევცდეთ – ჯორდან ელენბერგის
წიგნი არის იმის შესახებ, თუ როგორ არის დაკავშირებული მათემატიკა, ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტთან. ავტორს მოჰყავს მაგალითი რეალური ცხოვრებიდან და ყვება თუ როგორ იმოქმედა გამოთვლებმა, მოვლენების განვითარებაზე. წიგნის მთავარი კონცეფცია არის ის, რომ მათემატიკურ აზროვნებას ყველაფრის გადაჭრა შეუძლია და ჩვენ ყოველთვის მათემატიკით ვართ დაკავებული, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ.

3.  სასიცოცხლო მნიშვნელობის შეკითხვა – ნიკ ნეილსი
ნიკ ნელსი ერთ–ერთი ორიგინალურად მოაზროვნე ავტორია, ის წიგნში მოგვითხრობს იმის შესახებ თუ როგორ გაჩნდა და განვითარდა ცხოვრება ენერგეტიკული პრინციპების მეშვეობით. „ნიკი იმ ადამიანებს შორისაა, ვისზეც უნდა ითქვას: ამ ბიჭის შესახებ მსოფლიომ უნდა გაიგოს“ წერს ბილ გეითსი.

4. კონკურენციის ძალა – ჰიროშ მიკიტანის წიგნი
ავტორი ცდილობს გასცეს პასუხი კითხვას: იაპონურმა კორპორაციებმა, რომლებიც მსოფლიო ლიდერებად ითვლებოდნენ 1980 წლიდან, რატომ დაუთმეს კორეას და ჩინეთს პირველობა? შეუძლიათ თუ არა დაიბრუნონ წარსულის დიდება? „მე არ ვეთანხმები ყველაფერში ჰიროშს, თუმცა მისი ზოგიერთი აზრი ყურადღებას იმსახურებს„ ამბობს ბილ გეითსი.

5. საპიენსები – იუვალ ჰარარის
ჰარარი თავის თავზე იღებს რთულ ამოცანას – მთელი კაცობრიობის ისტორია ჩაატიოს მხოლოდ 400 გვერდში. ის არ მოგვითხრობს მხოლოდ წარსულზე ის ასევე საუბრობს მომავალზე, რომელშიც  ხელოვნური ინტელექტი, გენური ინჟინერია და სხვა ტექნოლოგიები ძირფესვიანად ცვლიან ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა არის ადამიანი. ბილ გეითსი წერს „მე ამ წიგნს ვურჩევ ყველას, ვისაც აინტერესებს ისტორია და მომავალი ჩვენი ბიოტიპისა“.

მაშ ასე, შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ კითხვა, წინ საინტერესო ზაფხული გელით! 

 

| გააზიარე
მოგწონთ?