''ალქიმიკოსი''


ყველა ადამიანს აქვს საყვარელი წიგნი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მის ფიქრებზე, ქმედებებზე, შეხედულებებზე და შეცვალა მისი ცხოვრება.
ჩემთვის ასეთი წიგნია „ალქიმიკოსი“, რომლის ავტორი არის  ბრაზილიელი მწერლი და ლირიკოსი პაულო კოელიო.

პაულო კოელიო დაიბადა 24 აგვისტოს, 1947 წელს, რიო-დე-ჟანეიროში. სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. 1970 წელს მწერალმა ევროპაში მოგზაურობა დაიწყო. ორიოდე წლის თავზე სამშობლოში დაბრუნდა და სიმღერებისთვის ლექსების წერას შეუდგა. საბოლოოდ, მწერლად ჩამოყალიბდა და მისმა წიგნება უდიდესიპოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

სანტიაგო „ალქიმიკოსის“ მთავარი გმირია, ის უბრალო, ღარიბი მწყემსია, რომელსაც პატარა ცხვრის ფარის მეტი არაფერი გააჩნია ცხოვრებაში. ამ ბიჭმა მოხუცი მეფე მელქისედეკისაგან შეიტყო განძის შესახებ, რომელიც სადღაც ეგვიპტეში პირამიდებთან იყო დამარხული და მის საძებნელად გაეშურა. სანტიაგოს დასაკარგი არაფერი ჰქონდა – ის ერთი პატარა მწყემსი ბიჭი იყო, რომელსაც ცხვრის ფარისა და ოცნებების მეტი არაფერი გააჩნდა. ავტორი ახვედრებს სანტიაგოსა და ბროლის ვაჭარს ერთმანეთს. მოგზაურობის დასაწყისში სანტიაგოს გაქურდავენ და იგი ყველაფერს დაკარგავს, რაც კი ცხოვრებამ მისცა რის გამოც იგი თავს საშინლად გრძნობს.

ბროლის ვაჭარი – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მუსულმანთა წმინდა ქალაქ მექაში წასვლაზე ოცნებობდა, მაგრამ მას სამკარისი ფული არ ჰქონდა. იგი სანტიაგოს უმხელს, რომ მას აქვს ოცნება, რომელიც მისი ცხოვრების ერთფეროვან დღეებს ავსებს და ალამაზებს. მოგზაურობის დროს გაიცნობს ფატიმას. იგი არის სანტიაგოს მეორე დიდი ოცნება – მიზანი, რომელიც წინა ოცნებისათვის ბრძოლის პერიოდში უჩნდება.

ბიჭს გზაზე უამრავი გაჭირვება, იმედგაცრუება, ტკივილი და დაბრკოლება შეხვდა, მაგრამ არასოდეს დანებებია, რადგან საკუთარი სურვილის მწველი ხმა ამხნევებდა და ძალას მატებდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ განძი, რომელსაც ეძებდა თურმე იქ ყოფილა საიდანაც წამოვიდა. ის მოატყუეს. იგი აიძულეს, რომ ეს გზა გაევლო, საკუთარი თავის ერწმუნა, მიმხვდარიყო, რომ ''ყველა ადამიანი განსაკუთრებულ როლს თამაშობს სამყაროს ისტორიაში'', რომ “როდესაც ნამდვილად გსურს რაღაც მთელი სამყარო ხელს გიწყობს მის მიღწევაში”, რომ ჩვეულებრივ ადამიანსაც კი შეუძლია შესძლოს შეუძლებელი – მისწვდეს ერთი შეხედვით მიუწვდომელს!

ამ წიგნმა მასწავლა ის, რომ ოცნების მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთო. უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის. ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ხალხის, ჩემი ოჯახის დახმარებით მე გამომივა ყვალაფერი. ალბათ მკითხავთ, რატომ უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი? ეს წიგნი გახდება სტიმული. არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობს საზოგადოება, მთავარია იბრძოლო, იშრომო, საკუთარი თავის რწმენა გქონდეს.


ნაილა აგაჯანოვი

პროექტი ''წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა''
 

| გააზიარე
მოგწონთ?