9 უნარი, რომელიც შენს რეზიუმეს სხვებისგან გამოარჩევს


ახალი სამსახურის ძიება შესაძლოა არც ისე მარტივი აღმოჩნდეს. თუ თქვენი რეზიუმე მარტივი წასაკითხია და შეცდომების გარეშეა დაბეჭდილი, ეცადეთ ბოლოში რამოდენიმე უნარიც დაურთოთ. ამ უნარებმა შეიძლება ტოპ კანდიდატებში მოგახვედროთ და გამოგარჩიოთ უამრავი კანდიდატისგან.

ჩვენ თავი მოვუყარეთ იმ უნარებს სხვადასხვა სამსახურისთვის, რომელიც ღირებული იქნება რეზიუმეში დასამატებლად და დამსაქმებლების თვალშიც დაგაწინაურებთ.

 

1. Adobe Photoshop

თუ თქვენ უფრო შემოქმედებით სამსახურს ეძებთ, როგორიცაა ფოტო რედაქტორი ან გრაფიკული დიზაინერი, ფოტოშოპის საბაზისო ცოდნა ჩვეულებრივ მოითხოვება ხოლმე.

 

2. Microsoft Excel

ვინც ფინანსებში მუშაობს და დღეებს ექსელის ფურცელზე ინფორმაციის შეყვანასა და ანალიზში ატარებს, მისთვის ამ პროგრამის სრულყოფილად ცოდნა მნიშვნელოვანია.

 

3. უცხო ენა

ახალი ენის შესწავლა იოლი არ არის, ეს თქვენი ტვინის დაძაბვას მოითხოვს. მაგრამ ახალი ენის შესწავლის უპირატესობები კარგად არის ცნობილი. ორენოვან ადამიანებს აქვთ უკეთესი მეხსიერება და მრავალი ამოცანის შესრულება უკეთ შეუძლიათ. ისინი ასევე გარკვეული სამსახურისთვის უფრო სასურველი კანდიდატებიც არიან.

 

4. ვებ დეველოპმენტი

ვებ დეველოპმენტის საბაზისო ცოდნა სასარგებლოა სხვადასხვა სამსახურისთვის და ყველა მათგანი როდია ტექნოლოგიებზე დაფუძნებული.

 

5. ვორდპრესი

არ აქვს მნიშვნელობა აღმასრულებელი რედაქტორი ხართ, რომელიც ბეჭდვიდან ციფრულზე გადმორთვას ცდილობს თუ პირველი სამსახურისთვის ემზადებით უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ყველამ ვისაც ვებ გვერდთან უწევს შეხება, უნდა იცოდეს როგორ მუშაობს ის სტრუქტურულად. იმ დროს, როცა კონტენტის მართვის სისტემა (CMS) იცვლება პუბლიკაციიდან პუბლიკაციამდე, ვორდპრესში დახელოვნება დიდებული საწყისი წერტილია.

 

6. საჯარო გამოსვლა

ნებისმიერ სფეროში მუშაობისას, თქვენი კარიერის რაღაც ეტაპზე, აუცილებლად მოგიწევთ დიდი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა. ზოგს ბუნებრივად გამოსდის ეს, სხვებს არა, მაგრამ ამის სწავლა შესაძლებელია.

 

7. SEO

SEO (Search Engine Optimization) - საძიებო ოპტიმიზაცია დიდებული იარაღია ყველასთვის, ვისი სამსახურებრივი წარმატებაც კლიკებით, მოწონებებით და გაზიარებებით იზომება. თუ თქვენს უნარებში SEO-ს დაურთავთ, ამით პოტენციურ დამსაქმებელს აჩვენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ  გაზარდოთ რიცხვები და აწარმოოთ წარმატებული სოციალური მედია კამპანია.

 

8. Google Analytics

მას შემდეგ რაც სეო-ს ისწავლით, გონივრული სვლა იქნება თუ გუგლ ანალიტიკსის კურსებსაც გაივლით. ახლა, როცა იცით როგორ გააკეთოთ საიტების და კამპანიების ოპტიმიზაცია, თქვენ გჭირდებათ შედეგების ჩაწერა და ანალიზი.

 

9. პროდუქტის მართვა

ახალი იდეის წარმატებით წარდგენა პოტენციური ინვესტორების წინ შესაძლოა რთული იყოს. თუ დამწყები საქმის მარკეტინგის გუნდში ხართ ან საკუთარი პროდუქტის პრეზენტაციისთვის ემზადებით, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ წარმატებული პროდუქტის შექმნის სწავლა შესაძლებელია და ეს უნარი თქვენს დამსაქმებელსაც დააინტერესებს. 
 

businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?