შენ საკმარისი ხარ?!


ადამიანების უმრავლესობას ხშირად აწუხებს კითხვა - არის თუ არა საკმარისი ის, რასაც აკეთებს? ხშირად გვიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაც დიდს შეიძლება ვაკლდებით იმის გამო, რომ უფრო მეტად არ ვმოქმედებთ ან უბრლოდ შეიძლება საკმარისსაც ვაკეთებთ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მაინც გვიჩნდება ეს ეჭვი.

საქმე ისაა, რომ ჩვენ უბრალოდ გვეშინია იმის, რომ არ ვართ სრულყოფილები, რის გამოც შეიძლება ჩვენს თავს ბევრი რამ ავუკრძალოთ. გვეშინია იმის, რომ შეიძლება არ ვართ საკმარისად ჭკვიანი, საკმარისად ლამაზი, საკმარისად კარგი ან ზოგადად საკმარისი, ამ ყველაფრის გამო კი გარკვეულ ჩარჩოებს ვქმნით ჩვენს გარშემო და არასრულფასოვნების შიშის გამო უარს ვამბობთ გარკვეულ ქმედებებზე.

რა თქმა უნდა, თვითკმაყოფილება ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ჩვევაა და ადამიანი მუდმივად უნდა ცდილობდე, რომ განვითარდე და ყოველდღიურად უფრო და უფრო უკეთესი გახდე, თუმცა იმაზე ფიქრი, რომ რაღაცას ბოლომდე საკმარისად კარგად ვერ აკეთებთ ან არ ხართ საკმარისი რომ ეს გამოგივიდეთ, არ უნდა გახდეს უმოქმედობის მიზეზი.

მინდა გითხრათ ისიც, რომ გარკვეული პრობლემა საზოადოებაშია. გიფიქრიათ ოდესმე რამდენად დიდი გავლენა აქვთ სხვების აზრს თქვენს ცხოვრებაზე? გადაწყვეტილებებზე? არჩევანზე და ზოგადად ყოველდღიურობაზე? დამიჯერეთ, რამდენადაც კარგი არ უნდა იყოთ თქვენ, ადამიანები მაინც მოგაწებებენ გარკვეულ იარლიყს, ამ ყველაფრის გადალახვა კი  ძალიან მნიშვნელოვანია.

დაძლიეთ სტერეოტიპები სრულყოფილების შესახებ. სწორედ სტერეოტიპებია ის, რაც ერთგვარად გამეფებულია ჩვენს საზოგადოებაში და გვაიძულებენ მუდამ ყურადღებით დავაკვირდეთ თუ რა რეაქცია ექნებათ სხვებს ჩვენს ქმედებებზე. ჩვენ სულ ვცდილობთ, თავი დავიზღვიოთ, რადგან რამე არ შეგვეშალოს და გაკიცხვა არ დავიმსახუროთ. თუმცა რატომ? გიფიქრიათ იმაზე, რომ რაც ეხლა შაბლონურად ითვლება, სულაც არ არის მნიშვნელოვანი, უაზროდ ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ დამსხვრევას ვერავინ ბედავს?! შედეგად იზღუდება ადამიანის თავისუფლება და ჩვენი ქმედებები უაზრო ჩარჩოებში ექცევა.

თვლი, რომ საუკეთესოს იმსახურებ? რატომაც არა? მაშინ დაფიქრდი, რატომ უნდა იყოს სხვების შეხედულება შენთვის გადამწყვეტი, ასე ხომ მუდმივად შიში გექნება იმის, რომ არასწორი გადაწყვეტილებების გამო ისინი გაგაკრიტიკებენ, თუმცა ისიც გაიხსენე, რომ თავდაპირველი არასწორი გადაწყვეტილებებია მომავალი გამარჯვების საფუძველი. ახლა კი როცა ეს იცი, ღირს კი გარკვეული დამკვიდრებული შეხედულებების გამო უარი თქვა ასეთ მომავალზე?

თუ ფიქრობ, რომ დიდი მიზნების მისაღწევად სასწაულების კეთება უნდა დაიწყო და პატარ-პატარა საქმეებზე უარს ამბობ, დაგვიჯერეთ, რომ წარმატების საიდუმლო სწორედაც რომ დეტალებშია. თუ თქვენ არ შეგიძლიათ აკეთოთ დიდებული საქმეები, მაშინ აკეთეთ პატარა საქმეები დიდებულად. ასე რომ, თუ ხვდები, რომ შენ რაღაც უნდა გააკეთო, უბრალოდ დაიწყე იქიდან სადაც ხარ და რა შესაძლებლობაც გაქვს. ნუ შეგეშინდება ხალხის აზრის. დაიმახსოვრე, რომ შენ საკმარისი ხარ, უბრალოდ გაცდი ყველა საზღვარს და არ მისცე ნება სხვის აზრს, რომ შენს რეალობად იქცეს. შენ თვითინ შექმენი ის რეალობა, რომელიც დაგეხმარება შენივე მიზნების მიღწევაში.

| გააზიარე
მოგწონთ?