10 ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ აქციოთ თქვენი საოცნებო ცხოვრება რეალობად


ერთხელ მაინც გიკითხავთ თქვენი თავისთვის ხართ თუ არა ბედნიერი? ხართ თუ არა იქ, სადაც უნდა იყოთ? გაბედნიერებთ ის გარემო, რომელშიც ცხოვრობთ? 

ხშირად ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ინტერესებისა და მოთხოვნილებების საპირისპიროდ, თავისით იკვლევს გზას. მაგრამ როგორ ცხოვრებაზე ვოცნებობთ სინამდვილეში?

 

წარმოგიდგენთ 10 გზას, რომელიც დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი ცხოვრება ისეთი, როგორიც თავად გსურთ, რომ იყოს

 

1. კითხეთ საკუთარ თავს, რისი მიღწევა გსურთ ცხოვრებაში

თუ თქვენ არ იცით რას ეძებთ ცხოვრების ყველა ეტაპზე, სავსებით შესაძლებელია ერთ მშვენიერ დილას გაიღვიძოთ და მიხვდეთ, რომ ცხოვრებამ ჩაგიარათ, თანაც ისე, რომ ვერ მოასწარით მისი შეგრძნება. უბრალოდ თვალები დახუჭეთ, წარმოიდგინეთ თქვენთვის იდეალური სამყარო და შეუდექით, რომ ის რეალობად აქციოთ.

 

2. გამოკვეთეთ თქვენი მიზნები

თუ თქვენ დაალაგებთ გეგმებს, რისი მიღწევაც გსურთ და როდის, აუცილებლად შეცვლით თქვენს ცხოვრებას. მთავარია, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ.

 

3. დაგეგმეთ და იმოქმედეთ

ბევრი თქვენგანი უბრალოდ ზის და ფიქრობს თავის სასურველ მომავალზე, რეალურად კი მის განსახორციელებლად არაფერს აკეთებს. რა გირჩევნიათ, გამოიყენოთ ყოველი შანსი თუ უბრალოდ იოცნებოთ? არჩევანი თქვენზეა.

 

4. არ დანებდეთ

სასურველი ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე ძალიან ბევრ წინააღმდეგობას წააწყდებით. მაგრამ პირველივე დაბრკოლებაზე არ უნდა დანებდეთ. გახსოვდეთ, რომ შესაძლოა წარმატებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

 

5. მოიკრიბეთ კონცენტრაცია

დაფიქრდით დღეში რამდენ დროს ხარჯავთ გართობაში, სოციალური მედიით სარგებლობაში და ა.შ. თუ თქვენ სწორად განსაზღვრავთ პრიორიტეტებს, გააანალიზებთ რას უნდა დაუთმოთ მეტრი დრო, შედეგს ძალიან მალე დაინახავთ.

 

6. გახსოვდეთ, თქვენ ეს დაიმსახურეთ 

ხშირად იქ უშვებთ შეცდომას, როდესაც საკუთარ თავს სხვას ადარებთ. თუ ფიქრობთ, რომ სხვამ თქვენზე მეტი დაიმსახურა, ცდებით. თუ თქვენ გხვდათ იმის პატივი, რომ ამ სამყაროს მოევლინეთ ისეთივე შესაძლებლობებით როგორც სხვები, მაშინ რაღას უცდით?

 

7. გააკეთეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი

ნუ უცდით ხვალინდელ დღეს. ნუ გადადებთ დღევანდელ საქმეს სხვა დროისთვის. ამ დროს უბრალოდ ერთი ნაბიჯით შორდებით თქვენს საოცნებო რეალობას. იმოქმედეთ, გააკეთეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და დაინახავთ, როგორ მალე მოვა შედეგიც.

 

8. იყავით პოზიტიურები

ხანდახან ძნელია შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა, როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც  გინდათ. სწორედ ამ დროს უნდა გააკეთოთ არჩევანი. რა სჯობს, დანებდეთ და შეეგუოთ მარცხს, თუ კიდევ ერთხელ სცადოთ?

 

9. გაატარეთ დრო მარტომ

ყველანი ერთხმად ვთანხმდებით, რომ ოჯახთან ერთად დროის გატარებას არაფერი სჯობს. მაგრამ გიფიქრიათ, როგორ იცხოვრებდით მარტო, როდესაც არავინ გაძლევთ რჩევებს, არავინ გიწევთ დახმარებას და თქვენი თავის დამხმარე მხოლოდ თავად ხართ? გაატარეთ ხანდახან დრო მარტომ, რათა გააკეთოთ ის არჩევანი, რომელსაც საკუთარი „მე“ გიკარნახებთ.

 

10. ისწავლეთ და განვითარდით

ის გზა, რომელიც თქვენ უნდა გაიაროთ, არ იქნება მარტივი. ხშირად დაეცემით და იტყვით, რომ არ გამოგივიდათ, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება იცით რომელია? ათასჯერ დაცემული ათას მეერთედ რომ წამოდგებით.

 

კიდევ ერთხელ დაფიქრდით, გაქვთ ისეთი ცხოვრება, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდით?

 


addicted2success.com

 

| გააზიარე
მოგწონთ?