გაიგეთ თქვენი წარუმატებლობის მიზეზი


რა არის ნომერ პირველი მიზეზი, რაც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უკან გვხევს? 
ეს არც ინტელექტია და არც თავდაუზოგავი შრომა. ეს თქვენი დამოკიდებულებაა. ზემოთხსენებული ისე გესმით, როგორც მშობლების დარიგება, მაშინ როდესაც 16 წლის იყავით? დიახ, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ, შემდეგ იგივე მოვისმინე ექსპერტებისგან, თანაც არაერთხელ.

ნიჭისთვის ომი მითია!
მარკეტინგის გენია, სეთ გოდინი ამბობს, რომ ეს სინამდვილეში ურთიერთობების ომია: ''ეს არ არის ნიჭის ძიება, ეს დამოკიდებულების ძიებაა.'' ზოგიერთ სამსახურში მოითხოვება კონკრეტული უნარ-ჩვევები. სინამდვილეში კი ის, რაც გამარჯვებულს დამარცხებულისგან გამოარჩევს, ნიჭი კი არა, - საქმისადმი დამოკიდებულებაა.

რას ეუბნება ჰარვარდის უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტებს ხელფასზე მოლაპარაკების პროცედურებზე?
''პირველ რიგში, მათ უნდა მოსწონდე. ეს პირველი კომპონენტია. მე არ ვამბობ, რომ დამოკიდებულება ყველაფერია. გამოცდილება, სწავლა და სხვა დამატებითი ფაქტორებიც არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისინი იმდენად უმნიშვნელოა, რომ გაოცებული დარჩებით.''

თავდაუზოგავი შრომა? გადამეტებულია!
სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის - ჯეფრი პეფერის კვლევების თანახმად, საქმის შესრულება მსუბუქად არის მიჯაჭვული მასზე, ვინც წინ უსწრებს მოვლენებს. შედეგებმა ცხადყო, რომ საქმის შესრულებას არ ენიჭება ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორსაც ხალხი და ორგანიზაციების უმრავლესობა მიიჩნევს. ეს მოიცავს მიღწევების ეფექტსა და პერსპექტივების ფლობის ტექნიკას.

გუნდის წარმატების გარანტი მათ ურთიერთობაში ვლინდება.
რაც უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს ჩვენს სამუშაო გარემოში, მით ეფექტურები ვართ ჩვენც. თუ გამოიჭერთ საკუთარ თავს ფრაზაში: ''მე ხომ მართალი ვარ, ისინი ცდებიან'' - თქვენ აშკარად გაქვთ დამოკიდებულების პრობლემა. ოფისში გაცილებით უკეთესად მუშაობენ ისინი, ვისაც ბევრი მეგობარი ჰყავს. კვლევებმა ცხადყო, რომ გუნდის მიღწევების ძირითადი ფაქტორი მათი ურთიერთდამოკიდებულებაა.

სამართლიანობა?
არ იყვიროთ -  ''ეს უსამართლოა!'' ცხოვრება დაწყებითი კლასების სკოლა არ არის, რომ სამართლიანობა მკაცრად გაკონტროლდეს. ცხოვრება ხანდახან თავის დეფორმაციასაც იწვევს. სჯერათ კი თქვენი კომპანიის ლიდერებს? სჯერათ, რომ მათ ინტერესებს სრულიად ითვალისწინებთ? თავდაუზოგავი შრომა ყოველთვის არ ფასდება, თუმცა კვლევებით დასტურდება, რომ მათ უფრო მეტს მიაღწიეს, ვისაც საკუთარი ორგანიზაციის მისიისა და მიზნების სჯეროდა, ვიდრე მათ, ვისაც არ სჯეროდათ.

კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ისინი, ვისაც მეტად სჯერათ ბრენდის მისიის, იკავებენ საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს კომპანიაში, ვიდრე ისინი, ვინც სამუშაო საათების დროის გაყვანით შემოიფარგლებიან.

მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ორგანიზაციებისთვის დიდ ფასეულობას წარმოადგენს, ყოველდღე ტოვებენ სამსახურს, ისინი იმ რისკ ჯგუფებში იმყოფებიან, რომელთაც ნაკლებად ენდობიან.  გარდა ამისა, სხვა თანამშრომლები იხვეწებიან სწავლობენ, ვითარდებიან, შესაძლოა გარკვეული თანხებისა და დროის ხარჯზე, მაგრამ რაც ძალზე მნიშვნელოვანია - მათი ნდობა შეიძლება. ეს დამსაქმებლისთვის ყველაზე პრიორიტეტულია!


სალომე მარშანია

| გააზიარე
მოგწონთ?