2021 წლის E-Commerce ტრენდები


2020 წელს განვითარებულმა მოვლენებმა ხელი შეუწყო ელექტრონული კომერციის განვითარებას.  ყოველდიურად იზრდება იმ ორგანიზაციათა თუ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ცდილობენ, სრულფასოვნად  აითვისონ E-Commerce ნიშა და მზარდი კონკურენციის პირობებში განავითარონ ბიზნესი. იმისთვის, რომ გაყიდვების ტემპი არ დავარდეს, აუცილებელია ძლიერი და ფუნქციონალური ონლაინ მაღაზია. თუმცა, მიუხედავად ძლიერი ვებ-რესურსისა, გამარჯვებული მაინც ის რჩება, ვინც დროულად ახერხებს სიტუაციის ანალიზს, სიახლეებთან ადაპტირებას და ლავირებას.

მოდით, განვიხილოთ 2021 წლის E-Commerce-ის მთავარი ტენდენციები:

ხმოვანი დამხმარე - ონლაინ გაყიდვების ტრენდი

Google Assistant, Alexsa და სხვა ვირტუალურ ასისტენტთა მეშვეობით ადამიანები ცდილობენ, გაიმარტივონ ცხოვრება. მოსალოდნელია, 2022 წლისთვის ხმოვანი ვაჭრობის რიცხვმა  40 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით ონლაინ მაღაზიის აწყობის დროს აუცილებლად უნდა გააკეთოთ ხმოვანი საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • კონტენტის ოპტიმიზაციის დროს აქცენტი გააკეთეთ ხმოვანი ძიების ალბათობის გაზრდაზე, გამოიყენეთ LSI (მასშტაბური ინტეგრაცია)  და საკვანძო სიტყვები -  Long Tail.
  • დანერგეთ ხმოვანი ნავიგაციის სისტემა თქვენი საიტისთვის და მობილური აპლიკაციისთვის, თუ კი გაქვთ.
  • შეამოწმეთ, რომ თქვენი პროდუქცია ხმოვანი ძიების დროს ადვილად იძებნებოდეს.

Mobile კომერცია

როგორც Statista.com -ის კვლევებმა აჩვენა, 2021 წლის ბოლოსთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება სმარტფონებით მყიდველთა რიცხვი. იმისთვის, რომ არ დავკარგოთ მყიდველი, აუცილებელია ონლაინ მაღაზიის მობილური ვერსიის მომზადება და ოპტმიზაცია. ამისთვის კი:

  • Google Mobile-Friendly შეამოწმეთ თქვენი საიტი. გატესტეთ, რამდენად მარტივად შეძლებს მომხმარებელი ადაპტირებას და შესყიდვას.
  • უზრუნველყავით, რომ შესყიდვის პროცესი იყოს მარტივი.
  • სმარტფონებით მყიდველთათვის უზრუნველყავით გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე AMP.
  • შექმენით პროგრესული ვებ-პროგრამა PWA, რათა მომხმარებელმა შეძლოს თქვენი საიტით ინტერნეტის გარეშე სარგებლობაც.
  • შეეცადეთ, თქვენი საიტი იყოს მინიმალისტური და მაქსიმალურად კომფორტული.

მრავალარხიანი გაყიდვები - ონლაინ გაყიდვების ახალი ნორმა

ომნიკანური (ორგანიზებული უკუკავშირი სხვადასხვა არხის საშუალებით) მომხმარებლის ზრდის ტენდენციის შენარჩუნება 2021 წელსაც შენარჩუნდება. ამისთვის აუცილებელია, საიტს ჰქონდეს ადაპტირებული ვერსია, რათა მომხმარებელმა შეძლოს ნებისმიერი, მისთვის მოსახერხებელი დივაისიდან პროდუქტის შესყიდვა.

სოციალურ ქსელთა ზეგავლენა

ბრენდის წარმატებული წარდგენა სოციალურ სივრცეში (Facebook, Instagram, TikTok, Youtube) ფაქტიურად პირდაპირპროპორციულია ელექტრონული კომერციის წარმატებისა. დადებითი გამოხმაურება, ცნობადობა და განხილვა თქვენი პროდუქტის ერთგვარ ინფორმაციულ ველს ქმნის, რაც შემდეგში გეხმარებათ გაყიდვებში. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მომხმარებელს ურჩევნია, დარჩეს მისთვის კომფორტულ სივრცეში და იქვე მოახდინოს შესყიდვა, Facebook და Instagram ონლაინ-მაღაზია ამის საუკეთესო საშუალებაა.

AR ტექნოლოგიები - E Commerce- ის მომავალი

საიტზე ხელოვნური ინტელექტის ჩანერგვით, მაგალითად, როგორიცაა ჩატ-ბოტი, რომელიც ონლაინ-კონსულტანტის როლს ითავსებს და მომხმარებლის ინტერნეტ სივრცეში ქმედებიდან გამომდინარე ინდივიდუალურ რეკომენდაციას იძლევა და რომელსაც ასევე შეუძლია მომხმარებლისთვის ონლაინ-შეკვეთის სტატუსის მიწოდება და  გამოხმაურების მიღება.

მართალია, ჩემს მიერ ჩამოთვლილი ტრენდები მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, მაგრამ, ვიმედოვნებ, ინფორმაციული და საინტერესო იყო. წარმატებულ ვაჭრობას გისურვებთ!

| გააზიარე
მოგწონთ?