არ გააკეთო საქმე დღეს, გააკეთე ხვალ!


არ გააკეთო საქმე დღეს, თუ შეგიძლია, რომ გააკეთო ხვალ, ან მომავალში და შენი

ცხოვრება ისე გავა, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ.

გადადე საქმე ხვალისთვის და დღეს ნაკლებმნიშვნელოვან საქმეებს დაუთმე დრო,

რაც აუცილებლად მოგიტანს კმაყოფილებას, თუმცა მოკლევადიანს.

შენ შეგიძლია დაიწყო ვარჯიში ორშაბათიდან, ახალი წიგნის კითხვა ხვალიდან ან

საყვარელ ადამიანებს ახლავე არ უთხრა ის, რაც გინდა. შენ ხომ მაინც იმას ფიქრობ,

რომ ჯერ ადრეა და კიდევ ბევრი დრო გაქვს. თუმცა შეიძლება „ხვალ“, ან

„ორშაბათი“ არ დადგეს, რასაც აუცილებლად ინანებ!

შენ შეგიძლია გააკეთო არჩევანი დღევანდელ დღესა და ხვალინდელს შორის.

შენ შეგიძლია აისრულო ის ოცნება, რომელზე ფიქრიც ბავშვობაში არ გაძინებდა,

გულს გიფართხალებდა, თვალებს გიციმციმებდა და ხელებს გაფშვნეტინებდა

სიამოვნებისგან.

შენ შეგიძლია შენ თავს დაუდო უამრავი პირობა დღეს. დღეს გადაწყვიტო, თუ

როგორი გინდა იყო, როგორ გაატარო დარჩენილი ცხოვრება: გაფლანგო უაზროდ

წუწუნში თუ გამოიყენო და შემოატრიალო შენს სასიკეთოდ.

შენ ყველაფერი შეგიძლია. შენს ცხოვრებას შენს მეტი ვერავინ მიხედავს და

უკეთესობისკენ ვერ შეცვლის. თუ რამის შეცვლას მოინდომებ, თუ უბრალოდ

გინდა, რომ გახდე უკეთესი, შენ ამას აუცილებლად შეძლებ.

გააკეთე ეს დღესვე, გადადი პირველი ნაბიჯი დღეს!  დაისახე დასაწყისისთვის

პატარ-პატარა მიზნები და იპოვე საკუთარ თავში ძალა, გახდე შენი თავის

დღევანდელ ვერსიაზე უკეთესი.

თუ ოდნავ მაინც დაფიქრდი, თუ გაიღვიძა შენი გულის ერთ კუთხეში

გამოკეტილმა ბავშვმა, ადექი! მოაშორე მტვერი დიდიხნის წინ კიდობანში

ჩალაგებულ ოცნებებს და მიდი მათთან ისევე ახლოს, როგორც ძალიან ბევრი წლის

წინ, ბავშვობაში იყავი და გრძნობდი მათ.

შენ ამას, რა თქმა უნდა, შეძლებ.

ადექი!

| გააზიარე
მოგწონთ?