"ზაჰირი"


გამიხარდა, რომ მაშინ როდესაც მოვისურვე ამ კონკურსში მონაწილეობა ზუსტად ჩემს საყვარელ თემას შეეხნენ. 

მწერალი პაოლო კოელიო გამორჩეულად მომწონს, რადგან მისი წიგნებიდან ყოველთვის საბოლოო ჯამში ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვიღებ, რა თქმა უნდა არა მაშინვე, თუმცა დროთა განმავლობაში მისი ყოველი წინადადება, სიტყვა გაფიქრებს შენს ცხოვრებაზე, ნაბიჯებზე იქცევი თუ არა სწორედ. ზოგადად წიგნი მთელს ჩვენს ცხოვრებას ვერ შეცვლის, მაგრამ გარკვეულ თემაზე დაგაფიქრებს, თუ დავუკვირდებით შეიძლება ჩვენს კითხვებზეც ვიპოვოთ პასუხები.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი არის "ზაჰირი". თავიდან ვერ ჩავწვდი აზრს და ვერ ვიწონებდი, მაგრამ მაინც დავატანე თავს ძალა და გავაგრძელე კითხვა, საბოლოო ჯამში კი ისე დავინტერესდი, რომ არათუ ვერ ვიწონებდი, ვეღარ ვცილდებოდი მას. მასში აღწერილია ქალისა და მამაკაცის ურთიერთობები და ასევე ცხოვრებისეული ფაქტები, რომლებმაც ძალიან დამაფიქრეს. ბევრი ციტატა იყო, რომელიც მომეწონა წიგნიდან და მოგვიანებით რამდენიმე საინტერესოს შემოგთავაზებთ, მაგრამ პირველ რიგში რამაც ყველაზე მეტად დამაფიქრა არის ასეთი ქვეპუნქტები:
 

  • ''ყოველთვის, როცა განვლილ დღეებზე ვსაუბრობ, ვგრძნობ, რომ წარსულის ეპიზოდები უცხო ხდება. აწმყოში მხოლოდ ხმა, წარმოსახვა და ჩემი მისიის შესრულება რჩება. გადატანილი სიძნელეები აღარ მაწუხებს. ვფიქრობ, რომ სწორედ მათი დახმარებით მოვედი აქამდე.''
  • ''სანამ ეპილოგს წერტილი არ დაესმება, წინ წასვლა შეუძლებელია. ასეა, თუ მოთხრობის პირველი თავი არ დაასრულე, მეორეს ვერ წაიკითხავ. შეწყვეტილი ისტორიები აუცილებლად უნდა დამთავრდეს.''

მართლაც, რომ დავფიქრდეთ ასეა. მანამ სანამ არ დაემშვიდობები წარსულს, აწმყოთი ვერ დატკბები, ხოლო როდესაც ხშირად იმეორებ ერთი და იგივე ისტორიას ტკივილი გიყუჩდება.

  • ''ერთ მშვენიერ დღეს კი მივხვდები, რომ უკვე სულ სხვა რამეზე ვფიქრობ. მივხვდები, რომ ყველაზე უარესი უკან მოვიტოვე.''
  • ''როცა შეცდომებს ვუშვებთ, სამყარო ყოველთვის გვანიშნებს და ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს - მეგობრებს გვართმევს."

ეს ციტატა განსაკუთრებით მომხვდა გულზე. ამ სიტყვებს კარგად, რომ დავუფიქრდეთ, ვნახავთ რომ ცხოვრების განმავლობაში მართლაც ბევრი ადამიანი დაგვიკარავს, დაფიქრებულხართ თუ რატომ ხდება ასე? ზოგჯერ ადამიანებს ვკარგავთ, ჩვენი კეთილდღეობისთვის, ხოლო ზოგჯერ ჩვენივე შეცდომების გამო.

აუცილებლად ყველას ვურჩევ წაიკითხოს ეს წიგნი და თავადვე ნახავთ თუ რაოდენ დაგაფიქრებთ პაოლო კოელიო.


სალო ელოშვილი

პროექტი ''წიგნი, რომელმაც ჩემი ცხორება შეცვალა''
 

| გააზიარე
მოგწონთ?