„ეშმაკს აცვია პრადა“ - მერილ სტრიპის წარმატების ფორმულა


დამეთანხმებით, ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც შეძლო მიხვედრილიყო თავის შესაძლებლობებს და მიეღო საასურველი შედეგი. ამ ადამიანთა რიცხვში 67 წლის მერილ სტრიპი აუცილებლად უნდა მოხვდეს. ის საზოგადოების ყურადღებას არა მხოლოდ საკუთარი შესრულებული როლებით იპყრობს, არამედ სხვა მრავალ კეთილ საქმესთან ერთად ქალთა უფლებების დამცველადაც გვევლინება.

„არცერთ ჩვენგანს შესწევს ძალა ყველაფრის კეთებისა, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია გააკეთოს რაღაც მაინც“ - სწორედ ამ სიტყვებით მიმართავს მერილ სტრიპი მთელს მსოფლიოს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა ქალშია გაუაზრებელი, გამძაფრებული, დაუოკებელი სურვილი დამოუკიდებლობისა და თანასწორობისა. დიახ, გაუაზრებელი, რადგან ქალთა უმეტესობა ვერც კი ხვდება საკუთარი შესაძლებლობების ღირებულებას. მერილ სტრიპი კი მოუწოდებს არა მხოლოდ ქალებს, არამედ ყველას შეუშვან ქალები მსოფლიოში (women in the world). ის საუბრობს ქალების ფარულ სიამაყეზე, რაც სურვილზე მეტად ანიჭებს ადამიანს მთების გადადგმის უნარს. ის უბიძგებს ქალებს, რომ შეძლონ სამყარომ მიიღოს ისინი, ისეთ ქმნილებებად, რომლებსაც შესწევთ ძალა მისი შეცვლისა.

მერილ სტრიპი ასევე კარგად ხვდება, თუ რა შეიძლება იქცეს განათლების მიღების ერთ-ერთ საუკეთესო გზად მოტივაციის ასამაღლებლად. ის თვლის, რომ განათლება ის ძალაა, რომელიც შენს ხმას უფრო მყარსა და ძლიერს ხდის და სწორედ ამ მიზნით ის აწესებს სტიპენდიებს სტუდენტებისათვის.
იცით ყველაზე მეტად მერილ სტრიპის პიროვნებაში რამ შეიძლება მიიპყროს თქვენი ყურადღება? იმ მზრუნველი მშობლის მზერამ, რომლითაც ის განსაკუთრებულად მფარველობს ქალებსა თუ ახალგაზრდებს. დამეწმუნებით, თანაგრძნობა საკმაოდ გვეხმარება წამოდგდომასა და გზის გაგრძელებაში. როგორც მერილ სტრიპი აღნიშნავს - კაცობრიობის დიდებული საჩუქარი თანაგრძნობის უნარია.

საინტერესოა თუ რა არის მერილ სტრიპის ერთ-ერთი მთავარი ფორმულა წარმატებისა და მიზნების მიღწევისა. ეს არის გაკვეთილი, რომელიც თავისი ქმრისგან მიიღო - შენ მხოლოდ უნდა გააგრძელო იმის კეთება რასაც აკეთებ, უბრალოდ გააგრძელე, დაიწყე დაწყებით.

შესაბამისად, ის გვასწავლის, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა საქმეს ჩაეჭიდები, მთავარია გწამდეს და გჯეროდეს საკუთარი თავის. თუ შენ, მართლაც, დარწმუნებული ხარ საკუთარ შესაძლებლობებში აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.



რუსუდან დარსალია

| გააზიარე
მოგწონთ?