როგორ მოვიქცეთ უცნობი ადამიანების წრეში


ცხოვრება სავსეა ახალი ადამიანებით, ახალი ურთიერთობებითა და შეხვედრებით. თქვენ აუცილებლად იქნებოდით სიტუაციაში, როდესაც ბევრი უცნობია თქვენ გარშემო და არ იცით როგორ მოიქცეთ, ილაპარაკოთ პირველმა, დასვათ კითხვები თუ უბრალოდ დარჩეთ ჩრდილში და დაელოდოთ როდის მოვლენ თქვენამდე. როალდ დალის უთქვამს: „არ არსებობენ უცნობები, არსებობენ მეგობრები, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიხართ.“

1.ზემოთ ნახსენები ფრაზიდან გამომდინარე ყველა ახალ შეხვედრას განსხვავებულად უნდა შეხედოთ და, რაც მთავარია, პოზიტიურად. ყველა საქმეს პოზიტივი უხდება, აი ისე, როგორც შემოდგომას ფოთოლცვენა და ზღვას მზის ჩასვლა.

2.ალბათ გახსოვთ, როგორ შეხვდით თქვენს საუკეთესო მეგობარს?! რა თქმა უნდა, ეს ხომ ასეთი მნიშვნელოვანია თქვენთვის, ამიტომ დაიმახსოვრეთ, ყოველი ახალი შეხვედრა ახალი ურთიერთობის საწინდარია და სრულიად უცნობი შეიძლება თქვენი ცხოვრების მთავარი ნაწილიც კი გახდეს. ეს ერთგვარი თავგადასავალია.

3.კუთხეში დგომა ალბათ არასდროს გყვარებიათ, ფიქრობთ რომ მხოლოდ დასჯილი  უნდა იდგეს იქ. ჩრდილიც მხოლოდ მზიან ამინდს უხდება, სწორედ ამიტომ, ნუ დარჩებით იქ, სადაც ყოფნა არ მოგწონთ ან უბრალოდ არ ჩანხართ. ეცადეთ იყოთ ხალხში და არ გრცხვენოდეთ საკუთარი თავის, რადგან ყველა განსხვავებულია და აზრიც მრავალგვარია, შესაბამისად, ასეთი რამ არ უნდა გთრგუნავდეთ.

4.უხერხულია უცნობთა წრეში სიჩუმე, ამიტომ ნუ მოერიდებით საუბრის დაწყებას. იკითხეთ ის, რაც გაინტერესებთ, თუნდაც თქვით გამარჯობა, ჰკითხეთ მათ სახელი ან ჩამოართვით ხელი, ეს ხომ ყოველდღიურობაში დამკვიდრებული ეთიკური ნორმებია, რაოდენ რთულადაც არ უნდა ჟღერდეს.

5.იყავით მომღიმარი, პოზიტიური და ეცადეთ, არ დაიძაბოთ, რადგან დაძაბულობა ყოველთვის ხელს უშლის ურთიერთობას. ნათელი და მოციმციმე შეხვედრები უბრალოდ დასამახსოვრებელია და რაც მთავარია, ავსებს სხვა ადამიანების დღეს პოზიტივით.

6.„და მე თუ მორცხვი ვარ?“ ალბათ იკითხავთ, ეს ყველაზე პატარა პრობლემაა. წარმოიდგინეთ რომ თქვენს საუკეთესო მეგობარს, დედას, მამას, დას, ძმას ან ისეთ ადამიანს ელაპარაკებით, ვისთანაც არასდროს ბოჭავთ თავს და ყველაფერი უფრო ადვილი იქნება.

7.სალაპარაკო თემა არ ჩანს ჰორიზონტზე? არაუშავს, დაფიქრდით სად ხართ, დაბადების დღეზე, ბიზნეს შეხვედრაზე თუ რაიმე ფესტივალზე და თემა თავისით ამოტივტივდება. არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი, რა გიჭირავთ ხელში, ღვინო, შამპანური, ყავა თუ კიდევ სხვა, უბრალოდ დაახასიათეთ ის და საუბარი თავისით გაგრძელდება. დამიჯერეთ, ყველა ადამიანს უჭირს თემის არჩევა.

8.აუცილებლად იგრძნობდით უცნობებისგან თავის გამოჩენის სურვილს. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა. არ დამალოთ საკუთარი ინტერესები, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არსებობს ერთგვარი საზღვარი, რომელსაც არ უნდა გასცდეთ, რაც ნიშნავს არ მოახვიოთ თქვენი აზრი სხვას, უბრალოდ, გამოხატოთ ის ზრდილობის ფარგლებში.

9.გჯეროდეთ თქვენი თავის, რათა იპოვოთ თქვენი ცხოვრებისთვის საჭირო ადამიანი.

10.რაც ყველაზე მთავარია, იყავით ის, ვინც ხართ და ურთიერთობა სწორ კალაპოტს იპოვის. გახსოვდეთ, ტყუილზე და თამაშზე აგებული არასოდეს არაფერია მყარი და სასიამოვნო.

| გააზიარე
მოგწონთ?