ნუ იგემებ წარუმატებლობას, გაიმარჯვე!


სამყარო არც ბოროტია და არც კეთილი, არამედ  ისეთი, როგორადაც ჩვენ აღვიქვამთ მას!

ხშირ შემთხვევებში, ადამიანებს გვახასიათებს საკუთარი წარუმატებლობის სხვებზე გადაბრალება. ალბათ, ისიც კი გვითქვამს, რომ სხვას „ბედი აქვს“, ჩვენ კი არაფერში გვიმართლებს, თუმცა ცხოვრება რომ ასეთი მარტივი იყოს, ალბათ, საინტერესო აღარ იქნებოდა.

მოდით, გავიხსენოთ დღეს უკვე  შემდგარი ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილება: მსოფლიო რეკორდსმენსა და არაერთი ჯილდოს დამსახურებულ მფლობელს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს, თითქმის ყველა იცნობს, თუმცა ვინ იცის, რა შრომის გაწევა მოუწია მას ამ ყველაფრის ფასად? ალბათ, არაერთი წარუმატებლობაც იგემა. ასევე, დღესდღეობით უდიდესი კაპიტალისა და გავლენის მქონე ამერიკელი მსახიობი და ტელეწამყვანი, ოპრა უინფრი, 23 წლის ასაკში სამსახურიდან გაათავისუფლეს და უთხრეს, რომ სატელევიზიო გადაცემებისათვის სრულიად შუფერებელი იყო.

ყველაზე ღირებული, რასაც ადამიანები უმეტესად გვიან ხვდებიან ხოლმე, იმის გააზრებაა, რომ არ უნდა დანებდნენ. დიახ, თავდაპირველ ეტაპზე მოყენებული ტკივილი, იქნება ეს სამსახურის დაკარგვა თუ საყვარელ ადამიანებში იმედგაცრუება, საკმაოდ რთულია, თუმცა იმის გააზრება უფრო უმჯობესია, რომ ყველაფერი, რაც ხდება გარშემო, ხდება არა ჩვენთავს, არამედ ჩვენთვის. გადის დრო და ადამიანები ხვდებიან, რომ გადამეტებულმა ემოციებმა და განუზომელმა დარდმა შესაძლებლობები დააკარგვინა. შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყებაში დახმარებოდა. რა მოხდება მაშინ, თუკი ვიმგზავრებთ ტრანსპორტით, თუმცა არ ვიქნებით ყურადღებით? ალბათ, დანიშნულების ადგილი გამოგვრჩება და არასწორი გზით წავალთ. სწორედ ასევე ხდება ცხოვრებაში, როდესაც ვდუნდებით და დანებებას ვამჯობინებთ.

არსებობს ადამიანების მეორე კატეგორია, რომლებიც არ არიან მცირე მიღწევების მადლიერნი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არ აღნიშნავენ თითოეულ წარმატებას და არიან შფოთში,იმის მოლოდინში, თუ რა იქნება ხვალ. რა თქმა უნდა , მომავალზე ფიქრი კარგია, თუმცა არა ამგვარად. მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავს „გაწეული სამსახურისათვის“  და დატკბით წამით, ნუ გადაღლით გონებას ნეგატიურზე ფიქრით, რათა არ მოხდეს უარყოფითი აზრების მატერიალიზება. ნუ დაივიწყებთ, რომ წყლის წვეთის მუდმივ დინებასაც კი შუძლია ბეტონი გახვიტოს.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ცხოვრება საჩუქარია, რომელსაც გონებრივი გამოყენება სჭირდება. მანამ, სანამ დასახული მიზანი შენს ხელთ აღმოჩნდება, უკვე ბედნიერი იქნები იმით, რომ შეძელი და გადადგი ეს ნაბიჯი. როგორც აბრაამ ლინკოლნი იტყოდა: „ადამიანთა უმეტესობა ბედნიერია ისე, როგორც გადაწყვეტს, რომ ბედნიერი იყოს.“

| გააზიარე
მოგწონთ?