შესძინეთ ცხოვრებას მეტი აზრი! - ამაში შემდეგი 7 რჩევა დაგეხმარებათ


თითოეული ადამიანი ისწრაფვის, რომ საკუთარ ცხოვრებას მეტი აზრი შესძინოს. ამ სწრაფვას თან სიხარული მოაქვს, თან ტკივილი - მიზნის ვერ მიღწევის შემთხვევაში. თუმცა მიზნის და მოქმედების გარეშე  ჩვენი სიცოცხლე უაზრო და უინტერესო იქნებოდა. მიზნის მიღწევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიხარულია ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ:

 

1. შეეშვით პრიორიტეტის ძებნას პირად ცხოვრებასა და სამუშაოს შორის

რატომ უნდა გაწირო რომელიმე, რომ  ცხოვრების აზრი იპოვო? ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ შევეშვათ მცდელობას, რომ ყველაფერი იდეალურად გვქონდეს. სჯობს ფოკუსირება მოვახდინოთ იმაზე, რაც გვიყვარს. ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც გვსიამოვნებს, ვიყოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც გვიყვარს.

 

2. განსაზღვრეთ თქვენი პირადი ღირებულებები

ნათქვამია: ,,თავად თუ არ იცით საკუთარი თავის ფასი, მას სხვები დაგიწესებენ“. ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც თქვენ გაქვთ, განსაზღვრავენ თქვენს ცხოვრებისეულ გზას.

 

3. აღმოაჩინეთ თქვენი ძლიერი მხარეები

აღმოაჩინეთ ის, რაც კარგად გამოგდით, რაშიც ძლიერი ხართ და გამოიყენეთ ეს თვისებები თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში.

 

4.გაიჩინეთ მეგობრები სამსახურში


ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრება, მათ შორის მეგობრობა არაფრით არ უნდა იყოს დაკავშირებული კარიერასთან, მაგრამ ეს ასე არ არის. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებს, რომლებიც თავიდანვე კარგ ურთიერთობებს ამყარებენ კოლეგებთან, უფრო მაღალი შემოსავლები აქვთ.

 

5. გამოდით კომფორტის ზონიდან

შეიძლება კომფორტის ზონაში ყოფნა სასიამოვნოა, მაგრამ ასე ვერასოდეს განვითარდებით. ნათქვამია, თუ გსურთ გქონდეთ ის, რაც არასოდეს გქონიათ, უნდა აკეთოთ ის, რაც არასოდეს გიკეთებიათ.

 

6. არ აჩქარდეთ

ნუ აჩქარდებით. მიზნის მიღწევას დრო და მოთმინება სჭირდება. დღეს ადამიანი უამრავ სამუშაოს ასრულებს, დატვირთულია, სხვადასხვა რამეზე ფიქრობს, რაც სტრესს იწვევს. მიიღეთ სიამოვნება ცხოვრებისგან, არსად გეჩქარებათ და ყველაფერს თავისი დრო აქვს.

 

7. მოუსმინეთ საკუთარ გულს

თანამედროვე სამყარო გვაიძულებს ხშირ შემთხვევაში არ ვუსმინოთ ჩვენს გულს. ჩაიხედეთ საკუთარ თავში. დაფიქრდით, რას გრძნობთ? რა გაწუხებთ? რა გახარებთ? ეს ყოველივე დაგეხმარებათ უფრო გულწრფელები იყოთ სხვებთან და საკუთარ თავთანაც.

 

სალომე შუშანიძე

 

| გააზიარე
მოგწონთ?