4 მარტივი გზა იმისათვის, რომ დაემშვიდობოთ ყველაფერს, რასაც ბედნიერება აღარ მოაქვს


ჩვენ ყველას გვიწევს რაღაცის გადატანა: უპასუხო სიყვარული, რისხვა, შურისძიების სურვილი, იმედი და ა.შ. ზოგიერთ ჩვენგანს არ უჭირს გამკლავება იმიტომ, რომ ეს ყველაფერი კომფორტული და ნაცნობია, ზოგიერთი კი ვერ ახერხებს თავისი სურვილების რეალიზებას. მიზეზთა მიუხედავად თქვენ ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავს ვნებთ.

იცოდით, რომ საკუთარი თავის გაძლიერება შეგიძლიათ, თუკი დროულად გათავისუფლდებით ,,მომწამვლელი“ ადამიანების, გარემოებების, შეზღუდული გრძნობებისა და აზრებისგან?! გახსოვდეთ, რომ გაშვება განსხვავდება დანებებისგან. ეს არ არის სისუსტე, ეს სიძლიერის დემონსტრირებაა. მაშ ასე:

 

მიუტევეთ სხვებს

არსებობს ოქროს წესი: ,,მოექეცი ხალხს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ,“ მაგრამ შეიძლება დადგეს დრო, როდესაც თქვენ დაარღვევთ მას. როდესაც ვინმე გაწყენინებთ, თქვენ გრძნობთ რისხვას, მწუხარებას და, ხშირ შემთხვევაში, გულისტკივილს. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს გრძნობებს, მაგრამ პრობლემები შეგვექმნება, თუკი არ გავთავისუფლდებით უარყოფითი ემოციებისაგან. ვინმეზე გაბრაზების ნაცვლად ეცადეთ, მათ აჩვენოთ თქვენი თანაგრძნობის უნარი. ამით თავს მეტად პოზიტიურად იგრძნობთ.

 

გააკეთეთ არჩევანი

ბუნებრივია გაბრაზდეთ მაშინ, როდესაც რაღაც ისე არ მიდის, როგორც გსურთ. მაგალითად: ვერ მიიღოთ სასურველი სამსახური, გაგიფუჭდეთ ურთიერთობები და ა.შ. დაიმახსოვრეთ, როდესაც არ ხართ ბედნიერი გარემოებების გამო, თქვენ გაქვთ სამი არჩევანი: დატოვოთ ის, შეცვალოთ ის, მიიღოთ ის. თუ გინდათ შეცვალოთ თქვენი პერსპექტივა, გახსოვდეთ შემდეგი ფრაზა: ,,ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ კარტები, რომლებიც ჩვენთვის რიგდება, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვითამაშებთ ამ პარტიას.“

 

გადაწყვიტეთ რა არის მნიშვნელოვანი

რატომ არ წყვეტთ იმ ურთიერთობებს, რომელთა გაგრძელებასაც არანაირი აზრი აღარ აქვს? რატომ ებრძვით წარსულს? გაუშვით ადამიანები, რომლებთანაც აღარ ღირს საქმის დაჭერა, შეცვალეთ მომავალი. გაიჩინეთ ახალი სამეგობრო წრე, სცადეთ პირადი და პროფესიული ზრდა, იფიქრეთ დადებითზე, იყავით ბედნიერები.

 

გაუმკლავდით დანაკარგს

ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ გავუშვათ უარყოფითი ემოციები, რომლებიც დაკავშირებულია ხალხთან და გარემოებებთან, მაგრამ რა ხდება ამის შემდეგ? დანაკარგის შემდეგ თქვენი მწუხარება შეიძლება იყოს ხანგრძლივი და არასასიამოვნო. გამოიყენეთ ყველა არსებითი რესურსი, რაც ფიქრობთ, რომ დაგეხმარებათ. როცა კარგავთ რაიმე მნიშვნელოვანს, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი და უფრო ძლიერი კავშირები, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას: ,,ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ იპოვეთ უკეთესი გაგრძელება."

 

| გააზიარე
მოგწონთ?