12 ხრიკი წარმატებული გასაუბრებისთვის


იმის მიუხედავად, რომ ინტერვიუს დროს გვეჩვენება, რომ ინტერვიუერები ჩვენზე ბევრად მაღლა დგანან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინიც ჩვენნაირები არიან. კერძოდ, მათაც იგივე ემოციები, გრძნობები და ფსიქოლოგიური უპირატესობები აქვთ, როგორ ჩვენ. მარტივი დეტალები იმისა, თუ როგორ ლაპარაკობთ და როგორ გიჭირავთ თავი, ცვლის მათ შეხედულებებს თქვენს შესახებ.

მარტივი ჟესტების საშუალებით შეგიძლიათ მათ თავი მოაწონოთ. სწორედ ამიტომ შემოგთავაზებთ რამდენიმე სტრატეგიას იმისათვის,  რომ გაამყაროთ კავშირი თქვენს ინტერვიუერთან და გაზარდოთ სამსახურის მიღების შანსი.

 

1. დაგეგმეთ ინტერვიუ ხელსაყრელ დროს

გლასდორს თუ დავუჯერებთ, საუკეთესო დრო ინტერვიუსთვის აპლიკანტისთვის არ არსებობს. ხელსაყრელი დრო მხოლოდ ინტერვიუერისთვისაა. ამიტომ მენეჯერი თუ მოგცემთ მოსვლის დროის არჩევის საშუალებას, მაგალითად ეს უნდა იყოს 10:30 სთ სამშაბათ დღეს! ეს ის დროა, როდესაც ინტერვიუერი ყველაზე დამშვიდებულია და მზადაა აპლიკანტების აზრი მოისმინოს.

ზოგადად უმჯობესი იქნება თუ მოერიდებით დილის ინტერვიუებს, რადგან ეს ის დროა, როცა ინტერვიუერი დაკავებულია იმაზე ფიქრით, თუ რა აქვს მთელი დღის მანძილზე შესასრულებელი. ასევე კარგი იქნება, თუ არც ბოლო იქნებით, რადგან ამ დროს ინტერვიუერის გონება მთლიანად გადატანილია იმაზე, თუ რა ელოდება მას სახლში.

 

2. თავი აარიდეთ ძლიერი კონკურენტების შემდეგ მისვლას

კვლევები გვეუბნებიან, რომ ინტერვიუერის განწყობა კონკრეტული კანდიდატის მიმართ სხვების მიხედვით ყალიბდება.

სწორედ ამ თემის შესახებ ჩატარდა კვლევა პენსილვანიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. აღმოჩნდა, რომ იმ აპლიკანტებმა, რომლებიც ძლიერი კანდიდატების შემდეგ გამოცხადნენ ინტერვიუზე, ბევრად უფრო დაბალი შედეგი აჩვენეს ვიდრე მათ, ვინც ინტერვიუ გაიარეს შედარებით სუსტი კანდიდატების შემდეგ.

 

3. შეუთავსეთ ტანსაცმლის ფერები იმ იმიჯს, რომელსაც გინდათ გამოხატავდეთ

CareerBuilder-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, სხვადასხვა ფერი განსხვავებულ წარმოდგენას უქმნის ადამიანს.

აი რას აღნიშნავენ სხვადასხვა ფერები:

●ნაცრისფერი - გაქვთ ლოგიკური და  ანალიტიკური აზროვნება

●თეთრი - ხართ ორგანიზებული

●ყავისფერი - შეიძლება თქვენზე დაყრდნობა

●წითელი - ხართ ძლიერი

 

4. განსაზღვრე შენი პასუხები ინტერვიუერის ასაკის მიხედვით

შენ შეგიძლია ბევრი გაიგო შენი ინტერვიუერის შესახებ მისი ასაკის მიხედვით.

წიგნში „გიჟური წარმატებული ინტერვიუ“ ჯონ ბი მოლიდორი და ბარბარა პარუსი წერენ, რომ შენ შენი პასუხები ინტერვიუერის ასაკის მიხედვით უნდა განსაზღვრო

●Generation Y ინტერვიუერები  (20- 30 წლამდე) პრაქტიკული მაგალითები წარმოადგინე შენი საქმით და დაანახე მათ, რომ გაქვს პოტენციალი მრავალამოცანიანი საქმის გასაკეთებლად.

●Generation X ინტერვიუერები (30-50 წლამდე) ხაზი გაუსვი შენს კრეატიულობას და ახსენე ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსი როგორ არის შენი წარმატების საიდუმლო.

●Baby Boomer ინტერვიუერები (50-70მდე) აჩვენე, რომ შეგიძლია დაუზოგავად მუშაობა და შეაქე მათი მიღწევები.

●Silent Generation ინტერვიუერი (70-90მდე) ისაუბრე შენი პასუხისმგებლობის უნარის შესახებ.

 

5. იპოვეთ საერთო ინტერვიუერთან

მსგავსება - მოწონება ჰიპოთეზის თანახმად, ჩვენ მოგვწონს ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენი მსგავსი ხასიათი აქვთ. მაგალითად, თუ იცით ინტერვიუერი, რომლისთვის კონტაქტურობა მნიშვნელოვანია, ეცადეთ ეს ჩართოთ საუბრისას.

 

6. თავდაჯერებულობა და პატივისცემა

იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო ბიზნესში გჭირდება ბრძოლა დ ხშირ შემთხვევაში სხვებთან თანამშომლობა. ადამ გალინსი და მორის შეიზერი თავიანთ წიგნში სწორედ ამაზე საუბრობენ. სამსახურეობრივი ინტერვიუს დროს, უნდა აჩვენო, როგორც პატივისცემა, ისე თავდაჯერებულობა. შეგიძლია გამოიყენო მსგავსი ფრაზა: „მომწონს რასაც აკეთებთ, ეს მახსენებს იმას, რაც მე (ამა და ამ სამსახურში) შევქმენი“

შენი თავდაჯერებულობა გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენით წაიყვანო ინტერვიუ იმ გზაზე, რომელზეც გინდა, პატივისცემა კი ხაზს უსვამს იმას, რომ შენთვის მნიშვნელოვანია ის, თუ სად იმყოფები. 

 

7. წინასწარ მზადება სიძლიერის გარანტია

კვლევები მოწმობს, რომ უფრო წარმატებული ბიზნესში ხარ მაშინ, როდესაც შეგიძლია შენი საკუთარი გრძნობების მართვა და თავის წინასწარ შემზადება. 

ერთ-ერთ კვლევის თანახმად, ხშირად ისეთი აპლიკანტები უფრო წარმატებულად ამთავრებენ ინტერვიუს, რომლებისგანაც ამას არავინ მოელოდა. ამ შემთხვევაშიც ასეა. სანამ ინტერვიუს დაიწყებ ჩამოწერე და შეახსენე შენ თავს რა გააკეთე კარგად.

 

8. იყავით მეგობრულები და მკაცრები ერთდროულად

ერთ-ერთი კანადური კვლევის მიხედვით ნერვიულობა დამღუპველი შეიძლება იყოს. არა იმიტომ, რომ შენი ნერვიულობა ცუდად განაწყობს ინტერვიუერს, არამედ იმიტომ, რომ მის გამო შეიძლება დაგავიწყდეს რა შეგიძლია - ილაპარაკებ უფრო ნელა და პრაკტიკულად ვერ გამოხატავ იმას, რაც შეგიძლია. პუველმა ფორბსს უთხრა, რომ შესაძლოა ნელა ლაპარაკმა აფიქრებინოს ინტერვიუერს, რომ აპლიკანტს არ შეუძლია კითხვაზე პასუხის გაცემა.

 

9. აჩვენეთ თქვენი პოტენციალი

შეიძლება გინდოდეს ბევრი ისაუბრო იმის შესახებ, რასაც უკვე მიაღწიე, მაგრამ კვლევის თანახმად, რაც უფრო მეტს საუბრობ შენი მომავალი გეგმების შესახებ, მით უფრო „მოსაწონი" ხარ ინტერვიუერისთვის

ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ჩატარდა ექსპერიმენტი - უპირატესობა იმას მიენიჭა, ვისაც მათი აზრით, პოტენციალი ჰქონდა.

 

10. მზად იყავით უხერხული შეკითხვებისთვის

ჯონ ლეის თქმით მონაწილეები უნდა იყვნენ მზად იმ შეკითხვებისათვის, რომლებზეც პასუხის გაცემა არ სურთ. თუკი საუბრობთ თქვენთვის არაკომფორტულ თემაზე გააგრძელეთ საუბარი, არ დაიბნეთ, ისე განაგრძეთ, რომ თქვენთვის კომფორტულ თემაზე ლაპარაკი დაიწყოთ.

 

11. იყავი ენთუზიაზმით აღსავსე

როგორც ჯონათან გოლდინგი და ენ ლიპერტი ამბობენ, ის აპლიკანტები, რომლებიც აჩვენებენ ენთუზიაზმს, უფრო ხშირად იღებენ სამსახურს.

 

12. არავითარი სცენარი

ეს რჩევაა ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორისგან. სწორედ წინასწარ მომზადებული სცენარის გამო, რომელიც ხშირად აპლიკანტის რეზიუმეზეა დაყრდნობილი ხდება, რომ ხშირად აპლიკანტი ვერ ახერხებს განსხვავებული კითხვის დროულად პასუხს, რადგან ეს მას დაგეგმილი არ ჰქონდა. იმის მაგივრად, რომ იმაზე იფიქროთ თუ იმ „სცენარში“ რა გეწერათ, დაფიქრდით და მალევე უპასუხეთ ინტერვიუერის კითხვას.

გამოიყენეთ ეს მეთოდი „მოგიყვებით ჩემ შესახებ იმას, რაც რეზიუმეში არ წერია“ და ნამდვილად დააინტერესებთ ინტერვიუერს.

| გააზიარე
მოგწონთ?