მარტივი ხრიკები დილით დროის დასაზოგად


დილით ადრე ადგომა და სამსახურში წასვლა ისე, რომ არ დავიგვიანოთ ნამდვილი ამოცანაა. მარტივი, პატარა ხრიკებით შეგვიძლია მცირე დრო პროდუქტიულად გამოვიყენოთ. 

1. დაემორჩილეთ მაღვიძარას ზარს
მაღვიძარას ერთი ძალიან ცუდი, ''snooze'' ფუნქცი აქვს. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ის. ადექით მაღვიძარას პირველივე ზარზე. დამატებით 10 წუთის ძილი გამოფხიზლებას ხელს არანაირად არ უწყობს, შესაბამისად ეს დაკარგული დროა.

2. აკონტროლეთ დრო
დილით ხშირად მოდუნებულები ვართ და გვავიწყდება დროის კონტროლი, ამიტომ ყოველი დილის ''რიტუალის'' შესრულების შემდეგ შეამოწმეთ დრო. ამ მიზნით შეგიძლიათ უკუთვლაც გამოიყენოთ.

3. დაიწყეთ მზადება წინა დღეს
დილით ძალიან დიდ დროს ვკარგავთ ტანისამოსის შერჩევაში. ამიტომ, სჯობს წინა საღამოს შეამოწმოთ ამინდის პროგნოზი და წინასწარ შეარჩიოთ ტანისამოსი.

4. მიირთვით ცივი საუზმე
ნუ დახარჯავთ ძვირფას დროს მომზადებაში. ცივი საუზმე, მაგალითად ხილი შეიძლება ბევრად სასარგებლო იყოს. მაგრამ თუ მაინც გსურთ, რომ რაიმე მომზადებული მიირთვათ ამაზე სჯობს წინა საღამოს იზრუნოთ.

5. დაუტოვეთ თქვენს თავს წერილები
რამდენჯერ ყოფილა, რომ სახლიდან გასვლამდე რაიმე მნიშვნელოვანი დაგავიწყდათ და ამის გამო უკან დაბრუნება მოგიხდათ? ნუ ენდობით ახლადგაღვიძებულ გონებას. საღამოს, გასასვლელ კარებზე შეგიძლიათ მიაკრათ პატარა ფურცლები, სადაც მიაწერთ იმას, რაც გასვლამდე აუცილებლად უნდა გახსოვდეთ.

6. მიუჩინეთ ნივთებს მუდმივი ადგილი
ჩვენ ძალიან დიდ დროს ვკარგავთ სხვადასხვა ნივთის მოძებნისას, ასე  რომ ის ნივთებს, რომლებიც ყოველდღიურად გჭირდებათ მიუჩინეთ მუდმივი ადგილი. მაგალითად: გასაღები, საფულე, ქოლგა და ა.შ. ხოლო სახლში დაბრუნებისას, აუცილებლად დააბრუნეთ იმავე ადგილას, რომ მეორე დილით ძებნა არ დაგჭირდეთ.

და ბოლოს, არავინ ჩვენზე კარგად არ იცის რისი გაკეთება გვჭირდება, ამიტომ თქვენი სურვილის მიხედვით წინასწარ დაგეგმეთ რა უნდა გააკეთოთ დილით, რადგან არ მოგიწიოთ ფიქრზე დროის კარგვა და პირდაპირ ენერგიულად შეუდგეთ საქმეს.


ფიქრია ექვთიმიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?